მთავარი რჩევები 10 ლაიფჰაკი იმისთვის, რომ უაზროდ არ დახარჯოთ ფული საყოფაცხოვრებო ქიმიაზე

10 ლაიფჰაკი იმისთვის, რომ უაზროდ არ დახარჯოთ ფული საყოფაცხოვრებო ქიმიაზე

by guramus

კარგია, როცა ყველა გამწმენდი საშუალება ხელთ გვაქვს, მაგრამ თუ რომელიმე უცებ გაგითავდათ, არ იჩქაროთ მარკეტში გაქცევა. შესაძლოა, რასაც ეძებთ, ის თქვენს მაცივარშიც იპოვოთ. დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია თქვენი საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცვლება.

პირველ რიგში, ეს უფრო იაფია და, რაც მთავარია, უსაფრთხოა. ზოგჯერ სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ, მაგალითად, ტომატის წვენს შეუძლია დაგვეხმაროს ყოფაცხოვრებაში.

პროდუქტები დალაგებისთვის

ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ხალხურ საშუალებებზე. არანაირი ეგზოტიკური მცენარე და უცხო დასახელება. მხოლოდ ის, რაც ყველა სამზარეულოში მოიპოვება.

1. ძმარი

ძმრის საშუალებით რეცხავენ ბოსტნეულს, წმენდენ დაფებს და სხვა უამრავ ნივთს. თუმცა ახლა გთავაზობთ, ძმარი შემდეგი მიზნით გამოიყენოთ: აბაზანაში, ფილებს შორის გამუქებული ნაკერები გაწმინდეთ ძმრით, დატოვეთ ორიოდ წუთი და შემდეგ გახეხეთ კბილის ჯაგრისით.

თუ იატაკზე დარჩება წმენდის შედეგები ლაქების სახით, ჩაამატეთ ერთი კოვზი ძმარი ერთ ვედრო საპნიან წყალს და მისი საშუალებით მორეცხეთ იატაკი.

2. ბანანი

ბანანი ეგზოტიკურია, თუმცა მაინც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილი. რბილობი შეგიძლიათ მიირთვათ, ხოლო კანი დააქუცმაცოთ ბლენდერში ფაფისებურად და მისი საშუალებით გაწმინდოთ ვერცხლის ნაკეთობები. ისინი ახალივით მზინვარე იქნება.

ასევე გირჩევთ ოთახის მცენარეთა ფოთლები გაწმინდოთ ბანანის ქერქით. ასე ისინი უფრო სუფთა და ჯანმრთელი გახდება.

3. ტომატის წვენი და ტომატის სოუსი

ტომატის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი წყლის ბოთლი თანდათან ცუდ სუნს უშვებს, ჩაასხით მასში პომიდვრის წვენი და დატოვეთ რამდენიმე საათით.

მწარე ტომატის წვენი კი ნებისმიერ სპილენძის ჭურჭელს გაასუფთავებს.

4. უმი კარტოფილი

ტყავის ნაკეთობები იოლად იკაწრება და იქერცლება. იმისათვის, რომ ფეხსაცმელს სიგლუვე დაუბრუნოთ, გაწმენდის წინ მას უმი გახეხილი კარტოფილი შეაზილეთ.

5. როზმარინი და ბაზილიკი

როზმარინის ტოტებს ძალიან ძლიერი სუნი აქვს, ის საკვებში ბევრი არ უნდა მოგივიდეთ, რათა სხვა არომატები არ გადაფაროს. სამაგიეროდ, თუ როზმარინს შეიზელთ ხელებში, თევზის გასუფთავების შემდეგაც კი, მათ სასიამოვნო სუნი ექნებათ.

ბაზილიკი ერთ-ერთი ყველაზე არომატული საკმაზია. თუ მის რამდენიმე ფოთოლს მოათავსებთ ხილის კალათაში, მწერები მათ აღარ მიეკარება.

6. პური

კედელზე არსებული ფანქრის კვალი იოლად იწმინდება შავი პურის ნაჭრით. ის არ ტოვებს არანაირ კვალს, როგორც ეს შეიძლება გააკეთოს რომელიმე ქიმიურმა საშუალებამ.

თუ სახლში რაიმე გაგიტყდათ, ახალი პურის რბილობი დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოაგროვოთ უწვრილმანესი ნამტვრევები, რადგან ისინი პურს უბრალოდ ეკრობა.

7. ლუდი და კაკალი

ეს ორივე პროდუქტი ავეჯის რესტავრაციაში დაგეხმარებათ. ხე გაწმინდეთ ლუდში დასველებული ჩვრით, რათა მას ბზინვარება დაუბრუნდეს. კაკალი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯზე ნაჩხაპნის ან ბზარების გაჩენის დროს.

8. რძე

ფაიფურის სერვიზს ზოგჯერ მიკროსკოპული ბზარები უჩნდება. ჭურჭლის გადარჩენის მიზნით ჩაუშვით ის ცხელ რძეში და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. ბზარები შეივსება რძეში არსებული ცილით.

9. შავი პილპილი

გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ ეს საკმაზი დაგეხმარებათ, რომ ფერი შეუნარჩუნოთ ფერად ნივთებს. უბრალოდ დაამატეთ ერთი ან ორი კოვზი რეცხვის დროს და ნივთები არ გახუნდება.

10. არაქისის კარაქი

ეს არც ისე მოთხოვნადი პროდუქტია საკვებად ჩვენთან, თუმცა ძალიან სასარგებლოა წებოვანი ლაქების წინააღმდეგ. მას თუ შეაზელთ წებოვან ლაქას ან საღეჭი რეზინის კვალს, ადვილად მოაცილებთ ზედაპირიდან.

ეს 10 ლაიფჰაკი ყველაფერი არ არის. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ საკვები პროდუქტების საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად გამოყენება არ მოითხოვს დამატებით ძალისხმევას და მათ მოქმედებას თითქმის არ აქვს საზღვრები: ხახვი დაჭერით დანით, რათა დანა სარკესავით სუფთა გახდეს. ყავის საფქვავში დაფქვით ერთი მუჭა ბრინჯი, რათა ის გასუფთავდეს და ა. შ.

და როგორი ლაიფჰაკები იცით თქვენ? მოგვიყევით კომენტარებში, სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: