მთავარი რჩევები აი, როგორ გავრეცხოთ ფარდები, რომ მოვაცილოთ ცხიმი, უსიამოვნო სუნი და დავუბრუნოთ ხასხასა ფერი

აი, როგორ გავრეცხოთ ფარდები, რომ მოვაცილოთ ცხიმი, უსიამოვნო სუნი და დავუბრუნოთ ხასხასა ფერი

by Keti

ვინც ზრდასრულები ვართ, გვახსოვს როგორ ვრეცხავდით ახლო წარსულში ჩვენც და ჩვენი დედებიც სახლის ფარდებს. პირველად ქურაზე დგამდნენ დიდ სათლს, რომელშიც იხარშებოდა ფარდის ქსოვილი. მას ავლებდნენ და ალბობდნენ ლილიან წყალში სიქათქათის ან ღია ცისფერის მისაცემად.

ამის შემდეგ ფარდებს ავლებდნენ სახამებლიან წყალში იმისათვის რომ ფორმა არ დაეკარგათ. ფარდები იდეალურად თეთრად გამოიყურებოდა სამზარეულოშიც კი. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ფარდების რეცხვაც გაცილებით იოლი გახდა.

არსებობს სხვადასხვა ეფექტური საშუალება, რომელიც დროის დაზოგვაში გვეხმარება. თუმცა ეს არ ეხება სამზარეულოს ფარდებს. ისინი შთანთქავს არა მხოლოდ მტვერს, არამედ სამზარეულოს ნაირ-ნაირ სუნებს, ბოლს და ცხიმს.

ბევრ დიასახლისს ვერ გადაუწყვიტავს თეთრი ფარდების შეძენა, რადგან ისინი სწრაფად ყვითლდება და შემდეგ ძნელად იბრუნებს ფერს. და სულ ტყუილად! იყავით თამამები და შეიძინეთ ის, რაც მოგწონთ, ვინაიდან ყველანაირი ჭუჭყის გასუფთავება შეიძლება ჩვეულებრივი პირის სავლების დახმარებით!

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ფარდები

  1. ფარდა რამდენჯერმე კარგად დაბერტყეთ, რათა მოსცილდეს ზედმეტი მტვერი.
  2. მოათავსეთ ის ღრმა ვარცლში და დაასხით ცივი წყალი.
  3. ჩაამატეთ 30 მლ პირის ღრუს სავლები. დააყოვნეთ 10 წუთი.
  4. ფრთხილად გარეცხე ფარდა ხელით, ჭუჭყიანი წყალი კი გადაღვარე.
  5. ფარდა შეაგდე სარეცხის მანქანაში, გამოიყენე საბავშვო ფხვნილი და ჩართე რეცხვის დელიკატურ რეჟიმზე.
  6. ჯერ კიდევ ნამიანი ფარდა დააუთოვე, შემდეგ კი ჩამოკიდე ფანჯარაზე.

და სად შეიძლება სამზარეულოში გამოიყენოთ პირის სავლები, ფარდების შეცვლის გარდა?

პირის სავლები სარეცხის საშუალებების ნაცვლად

  • ცუდი სუნის მოსაშორებლად. თუნდაც ნაგავი ხშირად გაგქონდეთ, პლასტიკური სათლი თითქმის მთლიანად იწოვს უსიამოვნო სუნს. რა უნდა ქნათ ამისთვის? ბამბის ტამპონი დაასველე პირის სავლებით და გაწმინდე მისი საშუალებით სათლი.

  • ფანჯრების წმენდისთვის. სპრეის ბოთლი შეავსეთ ამ საშუალებით და შეიარაღდით სუფთა ჩვრით. ფანჯრები ბზინვას დაიწყებს.

  • დეზინფექციისთვის. სადაც არ უნდა იმყოფებოდეს თქვენი სარეცხის მანქანა – სამზარეულოსა თუ აბაზანაში, მისი დოლურა და კარის შიდა ნაწილი პერიოდულად უნდა დეზინფიცირდებოდეს. ამისთვის საკმარისია დოლურაში ჩაასხა 120 მლ სავლები სითხე და რეცხვის რეჟიმი დააყენოთ 90 გრადუსზე.

  • სამზარეულოს ფილების დეზინფექციისთვის. აპირებთ იატაკის გარეცხვას? დაამატეთ პირის სავლების ერთი თავსახური სათლში, რომელშიც ჩვეულებრივი წყალი ასხია. გარეცხეთ ამ საშუალებით სამზარეულოს იატაკი. ამის დამატებითი პლუსი არის სათავსოში სასიამოვნო სუნი.

აი, ასე. ჩვეულებრივ პირის სავლებს შეუძლია არამხოლოდ იმის პრობლემა გადაჭრას, თუ როგორ უნდა გაირეცხოს სამზარეულოს ფარდები, არამედ მას აქვს უნარი – მთელ სახლში წესრიგი დაამყაროს.

საჭირო ეფექტის მიღწევის ძველებურ მეთოდებზე უკვე შეგიძლიათ, რომ უარი თქვათ. ახლა ის თეთრი ფარდებიც კი, რომლებიც სამზარეულოში ჰკიდია და დიდი ხანია დალაქავებულია ცხიმით და უამრავი კერძის სუნიც არ აკლია, ადვილად დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. მთავარია, მათი რეცხვის დროს დაამატოთ მცირე რაოდენობით პირის სავლები.

მოგწონთ ეს იდეა? მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!