მთავარი რჩევები ჩემი “ხრუშჩოვკის” სამზარეულო ძალიან პატარაა, ამიტომ ეს ხრიკები გამოვიყენე მეტი სივრცისთვის

ჩემი “ხრუშჩოვკის” სამზარეულო ძალიან პატარაა, ამიტომ ეს ხრიკები გამოვიყენე მეტი სივრცისთვის

by Keti

პატარა სამზარეულო საკმაოდ მოხერხებულია, ყველაფერი ახლოს არის და დასალაგებლადაც ადვილია. ასეთ სამზარეულოს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს – ის პატარაა. ამიტომ იქ მაცივრის, გაზქურის, კარადისა და სამუშაო ფართის მოწყობა, თან ისე, რომ მოძრაობაც შეიძლებოდეს, ცოტა რთული ამოცანაა. სწორედ ამ შემთხვევისთვის გთავაზობთ რამდენიმე ლაიფჰაკს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისგან შემოთავაზებულს.

რა ფერის უნდა იყოს კედელი იმისათვის, რომ სამზარეულო ვრცელი გამოჩნდეს? როგორი ფარდები უნდა დავკიდოთ სამზარეულოში? ამ ყველაფერზე პასუხს ჩვენს სტატიაში იპოვით.

ლაიფჰაკები სამზარეულოსთვის

გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ პატარა სამზარეულოს მოწყობაში. თქვენ შეძლებთ იქ პატარა მაგიდაც კი მოათავსოთ ოჯახური ვახშმისთვის.

მეტი სინათლე

განათება ღია სივრცის საწინდარია. სამზარეულოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფანჯარა და მასთან ერთად რეკომენდებულია მოაწყოთ ჭერისა და გვერდითა განათებები. აგრეთვე დაკიდული ნათურები (ერთზე მეტი). სასურველია წერტილოვანი განათებები კარადებზე, თაროების ქვეშ, რადგან ეს ყველაფერი ვიზუალურად აფართოებს სამზარეულოს.

თაროები და რელსები

კარადებს და კომოდებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია სამზარეულოში. ყველაფერი რაც საჭიროა, შესაძლოა თავისუფლად მოთავსდეს თაროებზე. საინტერესო გადაწყვეტა კი ამ მხრივ რელსებია, რომლებიც წარმოადგენს სპეციალურ სადგამებს, მათზე შეიძლება ჩამოეკიდოს პირველადი მოხმარების ნივთები, ჩვრები, დაფები, დანები და სხვა.

ჩაშენებული ტექნიკა

ქურის ჩაშენება არც ისე იოლია, ხოლო ჭურჭლის ნიჟარის ან მაცივრის – სავსებით რეალურია. ეს, მართალია, არ მოახდენს ადგილის ეკონომიას, თუმცა სამზარეულო შესახედად გახდება ერთიანი და შეკრული. მიკროტალღური ღუმელიც კი შესაძლოა ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, თუ ის სპეციალურ ნიშაშია ჩასმული და არ დევს სამუშაო ზედაპირზე ან მაგიდაზე.

არანაირი კარი

კარი სამზარეულოსთვის საკამათო საკითხია, თუმცა ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, რომ ის შიგნით არ უნდა იღებოდეს. ამას გარდა, ვერანაირი დახურული კარი სუნს ვერ შეაჩერებს, თუ ის არ შთაინთქა გამწოვის მიერ – გამომცხვარი ქათამი მთელ ბინაში უხვად დააყენებს სუნს. ამიტომ არ ღირს სამზარეულოს კარში ფულის დახარჯვა, უმჯობესია, შესასვლელი გალამაზდეს ან გაკეთდეს დახვეწილი არკა.

არამკვეთრი ტონები

აქ საუბარია არა იმდენად ფერზე, არამედ ერთი ტონის პრინციპზე. შაბლონები ძალიან უხდება დიდ სამზარეულოს, ხოლო მცირეს – მოახრჩობს. პრიორიტეტი მიანიჭეთ ნათელ ფერებს. ეს ვიზუალურად გააფართოებს სამზარეულოს. მცირე ფართის გასაფორმებლად დიზაინერები გვირჩევენ მივმართოთ მინიმალიზმს და უარი ვთქვათ, მაგალითად, კარადების მასიურ სახელურებზე.

დაკიდული კარადები

პატარა სამზარეულოში, სადაც არსად არის კარადის დასადგამი ადგილი, ის შეგიძლიათ დაკიდოთ საერთო სივრცისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

გამოსაწევი ყუთები

თუ ყუთები აუცილებელია თაროებისა და რელსების პარალელურად, ეცადეთ ის გააკეთოთ გამოსაწევი. ეს მოგცემთ სივრცის უკეთ ორგანიზების საშუალებას.

ორსანათიანი გაზქურა

რამდენად ხშირად ამზადებთ ისეთ საკვებს, როცა გაზის ოთხივე სანათს იყენებთ? ამიტომ ორსანათიანი ქურა (მით უმეტეს თუ ელექტრო ჩაიდანიც გაქვთ) სავსებით საკმარისი იქნება. მისი გარეცხვა იოლია, უფრო იაფიც ღირს და იკავებს ორჯერ ნაკლებ ადგილს.

აქცენტები და დეკორის ელემენტები

თუ ფანტაზიისთვის საკმარისი სივრცე არ გაქვთ, მასში ნათელი ელემენტები მაინც შეიტანეთ. ეს შეიძლება იყოს პატარა საყვავილე, ფერადი გადასაკრავი ან ექსტრავაგანტური ჭურჭელი, რომელსაც გარეთ დადგამთ (მაგალითად, მოხატული თეფშები, დასაჭრელი დაფები ან უჩვეულო სურა და ა. შ.).

იდეალური გადაწყვეტა იქნება ფანჯრის თარო ან სპეციალური თარო, რომელზეც მოათავსებთ საკვები მწვანილის ქოთნებს. შეგიძლიათ დაკიდული ქოთნების გამოყენებაც.

გრაგნილები ფარდების ნაცვლად

ფაქტია, რომ ფარდები დიდ ადგილს იკავებს, ისინი ორჯერ უფრო მეტად ისვრება და შთანთქავს სხვადასხვა სუნს. გაცილებით უფრო მოხერხებულია გრაგნილები, განსაკუთრებით, გლუვი მასალისგან დამზადებული, რომელიც იოლად სუფთავდება და ქარისგან და ნიავისგან არ ფრიალებს ქურის სიახლოვეს. ჟალუზებიც ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა დიზაინის თვალსაზრისით ცოტა რთული სამუშაოა.

სამზარეულოს მოწყობა შრომატევადი და ფაქიზი საქმეა. მნიშვნელოვანია მისი ისე დაგეგმვა, რომ არაფერმა არ მოიპაროს სივრცე. თუ ეს 10 მარტივი წესი გეცოდინებათ, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული დიზაინერების დაქირავება.

მოგეწონათ ჩვენი იდეები? მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, ხოლო ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: