მთავარი კულინარია გუფთის 6 დიდებული რეცეპტები

გუფთის 6 დიდებული რეცეპტები

by guramus

გუფთა – პოპულარული აზიური საჭმელია. მას ხარშავენ, წვავენ ან აცხობენ. გუფთის უამრავი რეცეპტი არსებობს და ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა. ჩვენ გთავაზობთ გუფთის მომზადების რამდენიმე წესს. ტრადიციულად, მთავარი ინგრედიენტი ცხვრის ან საქონლის ხორცია.

გუფთა-ბოზბაში თურქულად

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ცხვრის ხორცი
  • 200 გ მკერდის ხორცი
  • 130 გ ცხვრის დუმა
  • 170 გ ხახვი
  • სამი ცალი კარტოფილი
  • 180 გ თურქული ბარდა
  • 40 გ ბრინჯი
  • სამი ცალი ქლიავი
  • ერთი მწიკვი ზაფრანა
  • ერთი მწიკვი კურკუმა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. პატარებად დაჭრილ მკერდის ხორცს გაფცქვნილი ხახვის ორ თავთან ერთად დაასხი წყალი და დადგი ცეცხლზე. ადუღებამდე რომ მივა, დაამატე წინასწარ ჩამბალი თურქული ბარდა. ცეცხლს დაუწიე და ხარშე ერთი საათი. ბოლოსკენ ჩააყარე მარილი.
  2. ხახვის თავები ამოიღე, ბულიონი კი გადაწურე. ხორცი და ბარდა გადადე გვერდზე. ზაფრანას დაასხი ცოტა მდუღარე წყალი.
  3. ხორცი და დუმა ხახვთან ერთად გაატარე ხორცსაკეპში. დაამატე მარილი, პილპილი, კურკუმა და წინასწარ ერთი საათით ადრე ჩამბალი და გადაწურული ბრინჯი.
  4. კარგად აურიე და ნამიანი ხელებით გააკეთე 200 გ იანი ბურთულები. შიგნით ჩაუდე ქლიავის ნაჭრები. ბულიონი წამოადუღე და მასში მოხარშე გუფთის ბურთები. მოამზადე თავდახურულში 15 წთის ნანძილზე.
  5. შემდეგ დაამატე კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ჩაასხი ზაფრანას ხსნარი და ხარშე კარტოფილის დარბილებამდე.
  6. ღრმა მათლაფაში ამოიღე თითო პორცია: გუფთა, მკერდის ხორცი, თურქული ბარდა და კარტოფილი. გემრიელად მიირთვით!

ეჩმიაძინის (სომხური) გუფთა

ინგრედიენტები

  • ერთი კგ საქონლის ფარში
  • ერთი ცალი კვერცხი
  • სამი ცალი ხახვი
  • 45 მლ არაყი ან კონიაკი
  • ორი ჭიქა ხორბლის ბურღული
  • 50 გ კარაქი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. ხორბლის ბურღული ჩაალბე წყალში ორი საათით. შემდეგ გადაწურე, ჩაყარე მდუღარე წყალში და ბოლომდე მოხარშე. დაამატე მარილი და კარაქი.
  2. ხახვი დაჭერი კუბებად და მოშუშე ზეთში, ჩაყარე ბურღულში და დატოვე დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
  3. ხორცის ფარშს დაამატე არაყი ან კონიაკი და ათქვიფე, შემდეგ დაამატე კვერცხი, მარილი და კვლავ ათქვიფე.
  4. მიღებული მასიდან გააკეთე დიდი ზომის ბურთები, გადაიტანე ცივწყლიან ქვაბში, დადგი დაბალ ცეცხლზე და ხარშე 40 წუთი.
  5. მზა გუფთა მიიტანე სუფრასთან ბურღულთან ერთად.

იზმირული გუფთა

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ საქონლის ფარში
  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • ორი ცალი ხახვი
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • ერთი ს. კ. აჯიკა
  • 150 მლ წყალი
  • ერთი წიწაკა ჩილი
  • ორი ცალი პომიდორი
  • 200 გ პურის გული
  • მარილი გემოვნებით
  • მშრალი პიტნა, ძირა, შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. დაჭერი ერთი თავი ხახვი და ოხრახუში წვრილად. თეთრი პურის გული ჩაალბე წყალში რამდენიმე წუთით.
  2. დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და გაწურული პურის გული დაამატე ფარშს. მოაყარე მარილი, საკმაზი და კარგად აურიე.
  3. გააკეთე ბურთები ფარშისგან. გადაიტანე ისინი საცხობზე და შედგი 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.
  4. კარტოფილი დაჭერი მსხვილ ნაჭრებად, შემდეგ ნახევრად შეწვი ტაფაზე ოქროსფრამდე. ცალკე მოშუშე მეორე წვრილად დაჭრილი ხახვი და დაამატე წყალში განზავებული აჯიკა.
  5. გუფთა გამოიღე ღუმელიდან, დაამატე მას კარტოფილი და ხახვი. ასევე დაჭრილი პომიდორი და წიწაკა ჩილი. კვლავ შედგი ღუმელში, ტემპერატურას 200 გრადუსამდე დაუწიე და გამოაცხე კვლავ 20 წუთის განმავლობაში.

ცხვრის ხორცის გუფთა ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 400 გ ცხვრის ხორცი
  • ერთი ს. კ. ძირა
  • ერთი ს. კ. კვლიავი
  • ნახევარი ჩ. კ. წითელი დაფქული წიწაკა
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ერთი ლიმონის ცედრა
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. ხორცი გაატარე ხორცსაკეპში, ფარშს დაამატე მარილი და ყველა საკმაზი, ასევე ლიმონის გახეხილი ცედრა. კარგად აურიე.
  2. ფარშისგან მოამზადე ორი წყვილი საშუალო ზომის გუფთა. გაუყარე მათ ხის ჯოხი, რომელიც წინასწარ იქნება წყალში დასველებული. შედგი საყინულეში 10 ან 15 წუთით.
  3. ტაფაზე გააცხელე ზეითუნის ზეთი და შეწვი მასზე გაყინული გუფთა. მოამზადე დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე.

საქონლის ხორცის გუფთა (ფრიტიურში შემწვარი)

ინგრედიენტები

  • ნახევარი კილო საქონლის ფარში
  • ორი ცალი კარტოფილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 300 გ საფანელი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი ფრიტიურისთვის

მომზადება

  1. წვრილად დაჭერი ხახვი და ოხრახუში, კარტოფილი კი სახეხზე გახეხე. კვერცხი ათქვიფე მარილთან და პილპილთან ერთად. შეურიე ყველა ეს ინგრედიენტი ფარშს.
  2. მიღებული მასისგან მოამზადე გუფთა – პატარა ლიმონის ზომის ბურთები. ამოავლე ისინი საფანელში და შეწვი ფრიტიურში ოქროსფრამდე.
  3. მზა გუფთა დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. კერძი სუფრასთან მიიტანე ახალი მწვანილითა და ბოსტნეულით.

ღუმელში გამომცხვარი გუფთა

ინგრედიენტები

  • 250 გ საქონლის ხორცი
  • 50 გ ხახვი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 100 გ საფანელი
  • 70 გ ტომატ-პასტა
  • 30 მლ ზეთი
  • 30 მლ წითელი ღვინო
  • 25 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • საკმაზი (კვლიავი, დარიჩინი, პაპრიკა, სურნელოვანი პილპილი გემოვნებით)

მომზადება

  1. ხორცი, ხახვი და ნიორი გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში. ფარშს დაამატე საკმაზი და მოაყარე მარილი. კვერცხი ათქვიფე და ჩაყარე მასში საფანელი. კარგად აურიე.
  2. მიღებული მასისგან გააკეთე ხორცის ბურთები, დაახლოებით 50 გ წონის. დაალაგე ზეთწასმულ საცხობზე და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.
  3. მოამზადე სოუსი: წითელ ღვინოს შეურიე ტომატ-პასტა და დარბილებული კარაქი. დაასხი ეს სოუსი ხორცის ბურთებს და გააგრძელე ცხობა კვლავ 7-8 წუთით.

მომზადების წესის მიუხედავად, გუფთა სუფრასთან მთლიანი ბურთების სახით უნდა მიიტანო. ბულიონში მოხარშული გუფთა პირველი კერძის სახით წავა, ხოლო გამომცხვარი ან შემწვარი გუფთა ძალიან მოუხდება მოთუშულ ბოსტნეულს ან რაიმე სხვა გარნირს, მაგალითად, ბრინჯს, მაკარონს, კარტოფილის პიურეს…

შეინახეთ ეს განსხვავებული რეცეპტები და აუცილებლად გამოიყენეთ პრაქტიკაში. ასევე გაუზიარეთ თქვენ მეგობრებსაც!