მთავარი სილამაზე სულთნების შესახებ შემონახულ წიგნებში ჰარემის ქალების დაუჭკნობელი სილამაზის საიდუმლოებები აღმოაჩინეს. აი, მათი საიდუმლო

სულთნების შესახებ შემონახულ წიგნებში ჰარემის ქალების დაუჭკნობელი სილამაზის საიდუმლოებები აღმოაჩინეს. აი, მათი საიდუმლო

by Keti

აღმოსავლეთის ქალების სილამაზეზე არაერთი ლეგენდაა შექმნილი. თურქეთის სულთნების შესახებ შემონახულ წიგნებში ახლაც კი შესაძლოა აღმოაჩინოთ დაუჭკნობელი სილამაზის საიდუმლოებები, რომლებიც თანამედროვე კოსმეტოლოგებსაც ანცვიფრებენ.

დიდი კონკურენციის გამო ჰარემის ყოველი ქალი ცდილობდა, შეენარჩუნებინა თავისი სინორჩე დიდი ხნის განმავლობაში. ამისთვის მრავალი საშუალება არსებობდა და ყველაზე პოპულარულებს ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ.

აღმოსავლური სილამაზის საიდუმლოებები

კანის დატენიანება

ათასწლეულებია ცნობილია, რომ ძილის დროს ორგანიზმი განახლდება და ძალებს აღიდგენს. ჭეშმარიტებაა ის ფაქტიც, რომ კანის სიმშრალე ნაოჭების გაჩენის მთავარი მიზეზია. ამიტომ ძილის წინ ყველა ლამაზმანის საწოლთან დგამდნენ წყლით სავსე ვერცხლის თასს. ღამით სითხე ორთქლდებოდა და ეს სასარგებლოდ ითვლებოდა სახის კანისთვის. დილით კი ქალი ამ ვერცხლიანი წყლით იბანდა სახეს, რასაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

კბილების მოვლა

ძველ დროში კბილის ჯაგრისები არ იყო, სამაგიეროდ იყენებდნენ რბილი ხის ჩხირებს. სუნთქვას იუმჯობესებდნენ პიტნის წყლით, ხოლო კბილების სითეთრისთვის ქალები სვამდნენ დიდი რაოდენობით აირანს. ამ მარილიანი რძის სასმელს აქვს მათეთრებელი ეფექტი და ებრძვის მიკრობებს. სახლის იოგურტსაც შეუძლია, რომ კბილებს სიქათქათე მიანიჭოს.

წამწამების გაჯანსაღება

იმ დროში ქალები ყოველ საღამოს წამწამებზე ისვამდნენ ნუშის ზეთს. ამაზე უკეთესი კი იყო მასში დაყენებული ვარდის ფურცლები. ზეთის ნარჩენებს ქალები თმის ძირებში იზელდნენ, ამიტომ მათი ნაწნავებიც იყო გრძელი, მბზინვარე და მძიმე.

ნიღბები სახის კანისთვის

თითქმის ყველა ნიღბის საფუძველი იყო სეზამის ზეთი და იოგურტი. მასში ამატებდნენ ყველაფერ, რაზეც კი ფანტაზია მიუწვდებოდათ, მით უმეტეს, ხილსა და კენკრას. პოპულარობით მეორე იყო ჰალვა. მას ხსნიდნენ რძეში და ისვამდნენ სახეზე. ეფექტი უბრალოდ შესანიშნავი იყო. ასეთი ნიღაბი ჭიმავს კანს და აქრობს წვრილ ნაოჭებს, კანს კი სწრაფად აღდგენაში ეხმარება.

ხელის კანის მოვლა

ჰარემში ერთი ქათმის კვერცხიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ორ ქალს ჰყოფნოდა თავისი ხელებისთვის. საღამოობით ყველა ქალი ხელზე ისვამდა ცილას ან გულს, იტოვებდა 10 წუთი და შემდეგ ცივი წყლით იბანდა. მეორე დღეს კი ისინი ცვლიდნენ კვერცხის ინგრედიენტს. კვერცხის გული ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, ცილა კი ჭიმავს და ათეთრებს მას.

ფეხის კანის მოვლა

ჰარემის მკვიდრნი გამოირჩეოდნენ თავისი სიარულის მანერით. მათ ტერფები ყოველთვის უჩანდათ. ამ უკანასკნელის მოვლა საკმაოდ მარტივი იყო – საკმარისია ყოველ საღამოს ფეხის აბაზანა. იყო ცივი ან ცხელი აბაზანები, რომლებიც ორ დღეში ერთხელ მონაცვლეობდა. ცივ წყალში ამატებდნენ ორ ჩ. კ. კვიპაროსის ზეთს, ხოლო ცხელში კი – ზღვის მარილს – 100 გ მარილი ხუთ ლ წყალზე.

ჰარემის მკვიდრთა დიეტა

ჰარემში ჭამა შეიძლებოდა დღეში შვიდჯერ, მაგრამ პატარა პორციებით – არაუმეტეს 250 გ. ტკბილეული გოგონებს მხოლოდ სულთანთან გატარებული ღამის შემდეგ ეძლეოდათ, ამიტომ ჰარემის მკვიდრნი წლობით ვერ ხედავდნენ ნამცხვრებსა და კანფეტებს, სამაგიეროდ, ისინი სიამოვნებით სვამდნენ ყავას, რაც ჩვეულებრივ ქალს არ შეეძლო.

კოსმეტიკაში გამოიყენებოდა ყველაფერი: ფორთოხლისა და გრეიფრუტი ქერქები, კაკლეული, ყვავილები და ბალახები. ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რომ ჭამო ან დალიო. არსებობდა რამდენიმე წესი, რომელთა წყალობითაც ქალების ნატურალური კოსმეტიკა შეუცდომლად მოქმედებდა.

  1. თავის მოვლა მხოლოდ სადილის შემდეგ შეიძლებოდა, რადგან ითვლებოდა, რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად უნდა შეინარჩუნო ახალგაზრდული და ბუნებრივი შესახედაობა ძილის შემდეგ.
  2. დღის პირველ ნახევარში კანმა აუცილებლად უნდა ისუნთქოს ერთი ან ორი საათით, ამიტომ სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ყველა ასაკის ქალისთვის აუცილებელი იყო.
  3. ყველას, ვისაც კანის პრობლემები ჰქონდა (კერძოდ, გამონაყარი), გზავნიდნენ დასაძინებლად – დილით, დღე, საღამოს, ღამე – ნებისმიერ დროს. არსებობდა რამდენიმე სპეციალური ჩაბნელებული ოთახი ამ გამაჯანსაღებელი პროცედურისთვის.

არანაირი პარაბენი და სხვა კონსერვანტი, აგრეთვე საღებავები და არომატიზატორები იმ დროს არ არსებობდა, მხოლოდ ნამდვილი ვიტამინები და არა ის, რაც მათგან რჩება ბევრნაირი ქიმიური პროცედურის შემდეგ. ეს სწორედ ის სილამაზეა, რომელიც იმ დროს ახასიათებდათ ქალებს.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ წარსულის საინტერესო ისტორიები და წესები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: