მთავარი კულინარია ყველის ფუნთუშები სახამებლით

ყველის ფუნთუშები სახამებლით

by Keti

დღეს გთავაზობთ ბრაზილიურ ყველის ფუნთუშებს, ისინი არის ფუმფულა, ნოყიერი და მზადდება სწრაფად, სულ 40 წუთი სჭირდება.

ბრაზილიაში ფუნთუშებს აცხობენ ტაპიოკის საფუძველზე. ეს არის სახამებლისებური ფქვილი, რომელიც მიიღება მცენარე მანიოკის ფესვებისგან. ჩვენთან ისინი არ მოიპოვება, თუმცა გთავაზობთ, სიმინდის სახამებლის გამოყენებას.

ფუნთუშას აქვს რბილი და ნაზი ბოჭკოვანი რბილობი, რომელიც ხრაშუნა ქერქით საიმედოდ არის დაფარული. ეს თვისებები მიღწეულია ინგრედიენტებში ფქვილის სრული არარსებობით.

ინგრედიენტები

  • 250 გ სიმინდის სახამებელი
  • 250 გ მაგარი ყველი
  • 150 მლ ზეთი
  • 300 მლ რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • 1,5 ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. რძე მიიყვანე ადუღებამდე, დაამატე მას ზეთი და მარილი. შემდეგ დაამატე სახამებელი და მაშინვე ინტენსიური მორევა დაიწყე.
  2. გამორთე გაზი და დაამატე სათითაო კვერცხი, თან ურიე. უნდა მიიღო ერთგვაროვანი კონსისტენცია. შემდეგ დაამატე წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი და მოზილე რბილი ცომი.
  3. საცხობს წაუსვი ზეთი და მოაყარე სახამებელი, ცომისგან კი გააკეთე ტენისის ბურთის ზომის ბურთულები, დაალაგე ისინი საცხობზე, ერთმანეთისგან ერთი სმ-თი დაშორებით.
  4. ფუნთუშები გამოაცხე 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

ყველის ფუნთუშები შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმეზე, ასევე სადღესასწაულო სუფრაზე. ისინი განსაკუთრებით გემრიელია ცხელი სახით, ჯემით ან კარაქთან ერთად. მას ნებისმიერი შიგთავსიც მოუხდება. გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: