მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბლინები ყველით

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ბლინები ყველით

by guramus

დაიწყო სასწავლო წელი, ბავშვებმა მიაშურეს სკოლებს, მშობლები კი მორიგ ახალ პრობლემას შეეჯახნენ – რა ჩაულაგონ თავიანთ შვილებს ზურგჩანთებში სასკოლო შესვენებისთვის. და ეს მაშინ, როცა დილაობით საჭმლის მოსამზადებელი დრო დედას და მამას ძალიან ცოტა აქვთ, რადგან თავადაც მიიჩქარიან სამსახურში.

ამიტომ ჩვენ დღეს გთავაზობთ ყველიანი ბლინების უმარტივეს რეცეპტს, რომლის მომზადებაზე მხოლოდ ათი წუთი დაგეხარჯებათ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, სანამ ბავშვი პირს იბანს და კბილებს ისუფთავებს, მისი შუადღის ხემსი უკვე მაგიდაზე ცივდება. ეს რეცეპტი საკმაოდ სწრაფი, იაფი და მოხერხებულია.

ბლინები ყველით

ინგრედიენტები

  • ასი მლ კეფირი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მეოთხედი ჩ. კ. სოდა
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 50 გ ფქვილი (უმჯობესია ბრინჯის ფქვილი)
  • 80 გ მაგარი ყველი

მომზადება

1. წინასწარ იზრუნე იმაზე, რომ ყველა აღნიშნული პროდუქტი მოიმარაგო ოჯახში, ეს ბევრ დროს დაგაზოგინებს.

2. ცალკე ჭურჭელში ჩაასხი კეფირი, დაამატე სოდა და კარგად აურიე. მიღებულ მასას შეათქვიფე ერთი კვერცხი, დაუმატე მარილი და კვლავ კარგად აურიე.

3. ნარევს ფქვილი დაამატე თანდათან და ცოტ-ცოტა, რათა გამოვიდეს თხევადი ბლინის ცომი. ბოლო ეტაპზე დაამატე ზეითუნის ზეთი და კვლავ კარგად აურიე.

4. ტაფა გაახურე საშუალო ცეცხლზე და ჩაასხი მასში ცომი. გადაასწორე ისე, რომ ტაფაზე წარმოიქმნას ბლინის თანაბარი და თხელი ფენა (ტაფა კარგად და ენერგიულად მოატარე წრიული მოძრაობით).

5.  ბლინი ნახევრად რომ შეცხვება ერთ მხარეს, მასზე თანაბრად დაალაგე წინასწარ წვრილად გახეხილი ყველი.

6. და ახლა კი ყველაზე რთული მომენტი იწყება: ფრთხილად გადაკეცე ბლინი შუა ხაზზე და ორივე მხარეს შეწვი ნახევარი წუთის განმავლობაში.

7. ბლინი უკვე მზად არის! გადადი შემდეგის შეწვაზე. ამ რეცეპტით გამოდის სულ ოთხი ცალი ბლინი.

ასეთი გემრიელი ყველიანი ბლინები თბილი სახით უფრო გემრიელია, ან, რა თქმა უნდა, თუ მას ახალმომზადებულს მიირთმევთ, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ გაციებული სახითაც კი ისინი ისეთივე რბილი და ჰაეროვანი დარჩება, როგორიც  ტაფიდან ახალი ამოღებული იყო. და ამიტომ ბავშვები მას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ რამდენიმე საათის შემდეგაც კი.

აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ შეგიძლიათ ასეთი ბლინების ცომის მომზადების დროს გამოიყენოთ ნებისმიერი მარცვლოვანის ფქვილი: ხორბლის, ბრინჯის, სიმინდის და ასევე, შიგთავსიც შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა პროდუქტით შეცვალოთ, მაგალითად, ყველს დაამატოთ საყვარელი მწვანილი, ან გამოიყენოთ ძეხვის ან ლორის ნაჭრები. აუცილებლად სცადეთ ყველიანი ბლინების მომზადება სხვადასხვა სახით და თქვენ ნამდვილად იპოვით ამ კერძის თქვენთვის იდეალურ ვარიანტს. ხოლო შემდეგ ჯერზე მას უკვე ორმაგი და სამმაგი პორციითაც კი მოამზადებთ.

თუ მოგეწონათ სტატია, მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში. უგემრიელესი და უსწრაფესი ბლინების რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების მეშვეობით!