მთავარი რჩევები 11 საკვები, რომელიც არ უნდა მიირთვათ, თუ გსურთ იდეალური მუცლის პრესი გქონდეთ

11 საკვები, რომელიც არ უნდა მიირთვათ, თუ გსურთ იდეალური მუცლის პრესი გქონდეთ

by Keti

ვინ არ ოცნებობს იდეალურ და თხელ მუცელზე? ამ მიდამოში არსებული ცხიმის მოშორება სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიზანია ხოლმე. გარდა ამისა, მუცლის მიდამოში არსებული ზედმეტი ცხიმი უკავშირდება ალცჰეიმერის დაავადებასაც, ისევე როგორც სხვა მეტაბოლურ და ვასკულარულ დაავადებებს. სწორი ვარჯიშის რუტინის გარდა, თხელი მუცლის დასაყენებლად საჭიროა სწორი დიეტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც ჩვენი ოცნების ასრულებაში დაგვეხმარება..

ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ იმ საკვები პროდუქტების სიას, რომლებიც არ უნდა მიირთვათ, თუკი იდეალური მუცლის პრესისთვის იბრძვით. არჩევანი კი თქვენზეა!

პარკოსნები

პარკოსანი პროდუქტები მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, თუმცა ისინი ასევე მდიდარია ნახშირწყლებით. ასე რომ, მათი მიღება მხოლოდ ცილის გამო ღირს, სწორი მუცლის პრესის შენარჩუნებისთვის კი ისინი ნაკლებად სასურველია.

იოგურტი

ერთი ჭიქა ნაღების იოგურტი შეიცავს დაახლოებით 170 კალორიას, ხოლო უცხიმო იოგურტის ერთი ჭიქა 120 კალორიას. რაც შეეხება პოპულარულ ორმაგი ნაღების მქონე იოგურტს – მისი კალორიულობა 230-ს უტოლდება. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა!

ნახშირორჟანგით გაჯერებული სასმელები 

პატარა 350 გ კოლა შეიცავს 140 კალორიას, ხოლო უფრო დიდები ორმაგი კალორიული შემცველობით გამოირჩევა. მათი რაციონიდან საერთოდ ამოღება ნამდვილად გენიალური გადაწყვეტილება იქნება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი მაღალი კალორიების შემცველი რამ არის, თან კვებითი ღირებულებაც არ გააჩნია. ერთღამიანმა დალევამაც კი შესაძლოა ათასობით კალორია ,,შეგაძენინოთ”. გამოწეულ მუცელს ტყუილად კი არ ეძახიან ,,ლუდის მუცელს”.

დამუშავებული თეთრი ხორბლის ფქვილი

კვლევები აჩვენებს, რომ თეთრი ფქვილის ხშირი მოხმარება ჭარბი წონის აკრეფას უწყობს ხელს. დამუშავებული თეთრი ფქვილი არ არის კვებითი ღირებულების მატარებელი, ის არ შეიცავს ბოჭკოს და ერთ ჭიქა ფქვილში 455 კალორიაა. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ 100% მსხვილად დაღერღილი ფქვილი და მისგან გამომცხვარი პური.

შაქარი

სიტკბო კარგია, თუმცა იდეალური მუცლისთვის ბრძოლაში უდავოდ ხელს შეგვიშლის. შაქარი დიაბეტისა და ჭარბი წონის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ერთი ჭიქა შაქარი 773 კალორიას შეიცავს.

მაიონეზი

მაიონეზში სულ ცოტა 80% ცხიმია. კიდევ გსურთ სხვა არგუმენტი? აღარაფერს ვამბობთ კონსერვანტებზე, რომლებსაც ის შეიცავს.

ფასთ ფუდი

ფასტ ფუდების უმეტესობა ინტენსიურადაა გაჯერებული ცხიმით, შაქრით, მარილით და კალორიების დიდ რაოდენობას შეიცავს. კვლევები აჩვენებს, რომ ფასტ ფუდსა და ჭარბ წონას შორის პირდაპირი კავშირია.

კარტოფილი

კარტოფილი კარგი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია, თუმცა ის საკმაოდ მაღალკალორიულია. ერთი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს 163 კალორიას. თუ კარგი პრესი გსურთ, მიირთვით ეს ბოსტნეული ზომიერად.

ჩირი

ხილის ჩირი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც არ შეიცავს წყალს და ამით ბევრად ჩამოუვარდება ცოცხალ და ახალ ხილს. მაღალ კალორიულობას მასში შაქრის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.

ენერგეტიკული შოკოლადები

ენერგეტიკული ბატონი შოკოლადები სავსეა უამრავი კალორიით. თუ იდეალური მუცლის პრესი გსურთ, ეს პროდუქტი თქვენს შრომას – სპორტდარბაზში თავდაუზოგავი ვარჯიშის სახით, წყალში ჩაყრის, ასე, რომ გირჩევთ უარი თქვათ მასზე.

როგორც ხედავთ, თუ გსურთ საოცნებო მუცლის პრესი, ძალიან ბევრ გემრიელ პროდუქტზე უნდა თქვათ უარი. არჩევანი თქვენზეა! მთავარია რამდენად გიღირთ დასახული მიზანი.

თქვენ თუ იყენებთ ამ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმეს? რამდენს? თუ ჯანსაღი ალტერნატივებით ანაცვლებთ მათ? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასარგებლო რჩევები კი გაუზიარეთ სწორი მუცლის პრესზე მეოცნებე თქვენს მეგობრებს!