მთავარი კულინარია ერბოკვერცხის მომზადება ლავაშში

ერბოკვერცხის მომზადება ლავაშში

by Keti

კარგი დღის საწინდარი მსუყე და გემრიელი საუზმეა. ფაფა ბევრს არ უყვარს, თუმცა გემრიელ ერბოკვერცხზე ცოტა ადამიანი თუ იტყვის უარს. კვერცხის ნებისმიერი კერძი იდეალური ვარიანტია დილის კვებისთვის – ომლეტი იქნება თუ თოხლოდ ან მაგრად მოხარშული.

ერბოკვერცხი ლავაშში

დღეს გთავაზობთ რეცეპტს, როგორ მოამზადოთ საუზმე რამდენიმე წუთში. ეს არის ყველასთვის საყვარელი ერბოკვერცხი ყველით ლავაშში, მაგრამ ხრაშუნა ქერქითა და წვნიანი შიგთავსით. შესანიშნავია საუზმისთვისაც და ვახშმისთვისაც.

ზეთი არ დაგჭირდებათ, რადგან არაფრის შეწვა არ არის საჭირო. ეს ერბოკვერცხი 100%ით შეესაბამება ყველა გურმანის მოთხოვნებს. კერძის უპირატესობა ისიცაა, რომ შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მომზადება კი შეიძლება ტაფაზეც და ღუმელშიც. კერძისთვის კვებითი ღირებულების გასაზრდელად მასში თამამად დაამატე მოხარშული ხორცი, სოკო, ხაჭო, ძეხვი ან რაც გენდომებათ.

ინგრედიენტები

  • ორი მრგვალი საშაურმე ლავაში ან ერთი დიდი სომხური ლავაში
  • სამი ან ხუთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი პომიდორი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • ახალი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე, პომიდორი დაჭერი ნახევარ წრეებად, წვრილად დაჭერი მწვანილი.

2. მშრალ ტაფაზე ან საცხობ ფორმაზე მოათავსე ერთი მრგვალი ლავაში, მოაყარე გახეხილი ყველი და დააფარე მეორე. თუ დიდ ლავაშს იყენებ, ის ორად გაყავი.

3. ლავაშზე დაალაგე პომიდორი, მოაყარე ყველი, საკმაზი, გატეხე კვერცხი, საჭიროების მიხედვით მოაყარე მარილი.

4. ლავაშის ნაპირები ისე ამოკეცე, რომ შესაძლებელი იყოს ტაფაზე დაფარება. დადგი ერბოკვერცხი დაბალ ცეცხლზე და მოამზადე შენთვის სასურველ მდგომარეობამდე. ღუმელში მომზადებისთვის საორიენტაციო ტემპერატურა 180 გრადუსია. დრო კი – 10 წუთი.

5. სუფრაზე მიტანის წინ კერძს მოაყარე ახალი მწვანილი და გემრიელად მიირთვა.

ახლა შენ უკვე იცი, როგორ მოამზადო დიდი ერბოკვერცხი ლავაშში წვეთი ზეთის გარეშე. შეინახე ეს რეცეპტი და მოამზადე სიამოვნებით! გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!