მთავარი კულინარია როგორ მოვხარშოთ კვერცხი თოხლოდ სწორად

როგორ მოვხარშოთ კვერცხი თოხლოდ სწორად

by guramus

კვერცხი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია. მისი აღსანიშნავი დღეც კი დაწესდა – ყოველი წლის ოქტომბრის მეორე პარასკევი – კვერცხის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყველა კულინარი თავის ფავორიტ კერძს ამზადებს ისეთი სახით, რომ მის მთავარ შემადგენელ ინგრედიენტს კვერცხი წარმოადგენს. ჩვეული პროდუქტისადმი ასეთი საპატიო დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ აღნიშნული საკვები საკმაოდ სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის შეიცავს ცილებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით. ამასთან, კვერცხის კალორიულობა საკმაოდ დაბალია და ამ მხრივ ის საყურადღებო პროდუქტია წონაში დაკლების მსურველთათვის.

ყველასთვის საყვარელი კვერცხი კერძებში სულ სხვადასხვა სახით გამოიყენება. თუმცა, სპეციალისტების აზრით, ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო – მისი თოხლო სახით მირთმევაა.

ჩვენ შევეცდებით აგიხსნათ, თუ რატომაა თოხლო კვერცხი უფრო სასარგებლო სხვა ვარიანტებთან შედარებით და როგორ უნდა მომზადდეს ის სწორად სხვადასხვა მეთოდით.

როგორ მოვხარშოთ თოხლო კვერცხი

არსებობს ასეთი აზრი, რომ კვერცხი უმი სახით უფრო სასარგებლოა. მაგრამ ასე მირთმევა სახიფათოა, თუნდაც ეს კვერცხი დადოს საკუთარმა სახლის ქათამმა. საქმე იმაშია, რომ კვერცხის ცილა უმი სახით საკმაოდ რთული მოსანელებელია. ამასთან ძნელია, გააკონტროლო, რითი იკვებება გარეთ გაშვებული ქათამი. ნებისმიერი მიკრობი ძალიან იოლად ხვდება კვერცხის ცილაში და შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი დაავადება. ამ მხრივ, არც კვერცხის გულია საიმედო.

არც მაგრად მოხარშული კვერცხის შემთხვევაშია ყველაფერი იოლად, საქმე იმაშია, რომ მოხარშული კვერცხის ცილა საკმაოდ იოლად შეითვისება ორგანიზმის მიერ. სამაგიეროდ, კვერცხის გული დიდხანს ხარშვისას კარგავს სასარგებლო ნივთიერებების უმეტეს ნაწილს და თან მისი გადამუშავება სამ საათზე მეტხანს გრძელდება.

ამიტომ თოხლოდ მოხარშულ კვერცხს სპეციალისტები ოქროს შუალედად მიიჩნევენ. ამ დროს ცილა თითქმის მოხარშულია და ადვილად ხდება მისი მონელება. გული კი რჩება თხევადი და ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

კვერცხი თოხლო სახით შეგიძლია მიიღო მდუღარე წყალში სწრაფი მოხარშვის შედეგად. ასევე, შეგიძლია კვერცხს დაასხა მდუღარე წყალი და გააჩერო ათი წუთის მანძილზე და შემდეგ კვლავ დაასხა ხელახლა მოდუღებული წყალი ორიოდ წუთით. ასეთი სახით მომზადების დროს ცილა გარდაიქმნება ნაზ მასად, ხოლო გული – ინარჩუნებს თხევად მდგომარეობას.

იმისათვის, რომ კვერცხი თოხლოდ მოხარშო ქვაბში, აუცილებელია, ყურადრება მიაქციო დროს. ხარშვის ოპტიმალური დროა 3-4 წუთი. შესაძლოა, სამი წუთის მანძილზე ხარშვისას, კვერცხის ცილის ნაწილი დარჩეს თხელი, ხოლო ოთხი წუთი ხარშვისას –  ცილა მთლიანად მყარდება.

მომზადება

1. ახალი კვერცხი გარეცხე ცივ წყალში და ჩაალაგე პატარა ზომის ქვაბში, რათა კვერცხმა არ ირბინოს ხარშვის დროს  და თან ერთმანეთთან ახლოს იყოს.

2. კვერცხს დაასხი წყალი, ჩააყარე ერთი ს. კ. მარილი და ქვაბი დადგი ცეცხლზე.

3. როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიე და დაინიშნე დრო (ის 3-4 წუთი).

4. ამ დროის გასვლის შემდეგ კვერცხი გადაიტანე ცივ წყალში. ეს საშუალებას მოგცემს, იოლად მოაცალო კვერცხს ნაჭუჭი.

თოხლო კვერცხის მოსამზადებლად შეგიძლია მულტისახარშის გამოყენებაც. ამ შემთხვევაში კვერცხის სასურველი კონდიციის მისაღწევად საჭირო იქნება ხარშვა ხუთი წუთის მანძილზე. ისარგებლე მომზადების რეჟიმით ”ხარშვა ორთქლზე”.

თოხლოდ მოხარშული კვერცხი უმჯობესია, მიირთვა ცხელი სახით. ამისათვის გამოიყენე სპეციალური სადგამი, რაშიც კვერცხს მოათავსებ მახვილი ნაწილით ზემოთ. მოაცალე ნაჭუჭი ზედა ნაწილში და შემდეგ ჩაის კოვზით მიირთვი.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რჩევები? გაგვიზიარეთ, თქვენ როგორი სახით მიირთმევთ ამ ყველასთვის საყვარელ და სასარგებლო პროდუქტს.

ეს სტატია კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: