მთავარი ადამიანები 10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელმაც ადამიანები გაამდიდრა

10 ჩვეულებრივი ნივთი, რომელმაც ადამიანები გაამდიდრა

by guramus

ზოგიერთ ადამიანს იღბალი ყველასთვის ხელმისაწვდომმა, იაფმა პროდუქტმა მოუტანა. აღმოაჩინეთ სტატიაში ნივთები, რომლებმაც მფლობელები გაამდიდრეს.

10) სახელი

როცა ჯეისონ სედლერს დედამ უთხრა, რომ მისი მამიმაცვალი ეყრებოდა, სედლერმა ხუმრობით უპასუხა. მან თქვა, რომ სჯობდა თავისი გვარი გაეყიდა, რათა თავიდან აეცილებინა მესამე გაშორებული მამის გვარიშვილობა.

ხუმრობა რეალობა გახდა, როცა ჯეისონმა შექმნა საიტი სახელად buymylastname.com / იყიდე ჩემი გვარი. სედლერი სთავაზობდა კომპანიებს შეეცვალა საკუთარი გვარი მათი სარეკლამო ბანერის შესაბამისად. რა მოხდებოდა, “ნაიკს” რომ სდომებოდა ჯეისონის გვარი JustDoIt ყოფილიყო?

აუქციონის გახსნიდან 24 საათში, მისი სახელი 30 ათას დოლარად იყიდებოდა. 40 დღის შემდეგ, ჯეისონს გადაუხადეს 45 ათასი დოლარი რათა ყოფილიყო: Jason Headsetsdotcom.

შემდეგ კვლავ გადაწყვიტა მიღებული გვარის აუქციონზე გატანა და 50 000-ად Jason Sufrapp დაირქვა.

9) 1 ჭიქა ყავა

ცივ ზამთრის დღეს, სტელა ლიბეკი და მისი ძმისშვილი მაკდონალდსის სამანქანო გზაზე აღმოჩნდნენ. ცხელი ყავის შეკვეთის შემდეგ, ლიბეკს ის კალთაზე დაესხა, რადგანაც ნათესავმა მანქანა გაწია. სტელამ რესტორანს ზიანის მიყენების გამო საქმე აღუძრა და მოიგო კიდეც.

პირველ სასამართლოზე მოსამართლემ კომპენსაციის სახით 3 მილიონი დოლარი გამოყო. მაგრამ, მოგვიანებით ის ნახევარი მილიონი დოლარით შეამცირა. ეს ყველაფერი კი სწრაფი კვების ობიექტთან 15 წუთით გაჩერების გამო.

ლიბეკს მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა, რამაც მისი კანის აღდგენა განაპირობა. სასამართლოზე გამოამჟღავნეს, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღებდა მსგავს დაზიანებას, იმიტომ რომ “მაკდონალდსი” ზედმეტად ცხელ, გადახარშულ ყავას ამზადებდა.

8) ზამბარა

რიჩარდ ჯეიმსი მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანაში მუშაობდა, როცა ჩვეულებრივი ზამბარა თაროდან გამოუვარდა. ის გაოცდა, როცა ნივთი ტალღისებურად ჩამოვიდა დაბლა და არა ეგრევე დაეცა. უცებ მას იდეა მოუვიდა გაეკეთებინა ზამბარა, რომელიც ბავშვების სათამაშო იქნებოდა.

2 წლის შემდეგ მან შექმნა სათამაშო, რომელიც იწელებოდა, იზნიქებოდა და სპირალისებურად იხვეოდა. ცოლთან ერთად მან 5 ათასი დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა და ააგო იმპერია, რომელიც სათამაშოების გაყიდვას დღემდე აგრძელებს.

თავდაპირველად, ცოლ-ქმარს სარგებლის მიღება უჭირდა. სათამაშოების მაღაზიები უარს ამბობდნენ მის შეძენაზე, რადგანაც ჩვეულებრივად მიაჩნდათ. მაგრამ, ერთხელად სათამაშო აიტაცეს და ჯეიმსმაც მილიონი გამოიმუშავა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან რელიგიურ ჯგუფს უსახსოვრა, რომლებთანაც სამხრეთ ამერიკაში მუშაობდა.

7) ტიტა

მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი შოკირებული იქნებოდა თუ საყვარელ ადამიანს ვალენტინობაზე ტიტების თაიგულს აჩუქებდით. არა იმიტომ, რომ ჰოლანდიელები ვარდებს ამჯობინებენ, არამედ ამ ყვავილის ისტორიის გამო.

1600 წელს ტიტები ჰოლანდიაში თურქეთიდან შეიტანეს. ვირუსმა მოსავალი დააზიანა, რამაც თითოეული მათგანი თავის უნიკალურ ფრად შეღება. ტიტის დაავადებული ყვავილები უფრო ძვირფასი გახდა, ვიდრე მისი ჯანმრთელი ვარიანტები. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა შეფერილობი ტიტების შეგროვება დაიწყეს, ისევე როგორც პოკემონის და კალათბურთის ბარათებს აგროვებდნენ.

აკადემიაში ადამიანებს სურდათ ნებისმიერ ფასად ეყიდათ უნიკალური ფერის ტიტა და ფასებიც მაღლა იწეოდა. 1637 წელს შეგეძლო 1 ბოლქვი ვინმესთვის სახლში გაგეცვალა. მოკლედ 1 წლის მანძილზე ადამიანებმა დიდი იღბალი ნახეს იმ ნივთით, რომელსაც ახლა ჩვენ თავისუფლად ვჩუქნით ნებისმიერს.

6) ქვა

გარი დალი ბარში სვამდა, როცა მოიფიქრა იდეა, რომელმაც მის კომპანიას მილიონი დოლარი მოუტანა. მეგობრებთან საუბრისას საუკეთესო შინაური ცხოველი მოაფიქრდა. ის უნდა ყოფილიყო მორჩილი, დამჯერი, თვინიერი, უთმო და შეძლებოდა დიდხანს ცხოვრება. ქვა – დალმა გაანალიზა, რომ სწორედ ის სჯობს თევზს, კატას თუ ძაღლს.

სიმთვრალეში მიღებული გადაწყვეტილება რეალობად აქცია და ყუთებში შეფუთულ ქვებს ყიდდა. ყუთს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნახვრეტები, რათა ქვას სუნთქვა შეძლებოდა. სულ რაღაც 4 დოლარად საკუთარი ქვის მოშინაურება შეიძლებოდა. ყუთს მოყვებოდა ახსნა თუ როგორ უნდა მოეარათ ქვისთვის და რა ესწავლებინათ.

ქვის აშკარა აბსურდულობამ ამერიკელების ახირებულობა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეეძლო ეზოებიდან “გარეული” ქვა აეღო, “შინაური ქვა” როგორც სახუმარო საჩუქარი ძალიან აიტაცეს.

5) ნაგავი

ყველა, ვინც ქალაქში ცხოვრობს, გეტყვით, რომ ნაგავს არანაირი ღირებულება არ აქვს. ნიუ-იორკერმა სახელად ჯასტინ გინიაკმა სხვა რამ დაამტკიცა. მას სჯეროდა, რომ თუ ვინმე რაიმეს სწორად შეფუთავდა, ის გაიყიდებოდა. მან ნაგავის შეგროვება დაიწყო ქუჩაში და კარგი სუნრნელის შუშის ყუთებში ყრიდა.

გინიაკმა ისინი 10-10 დოლარად გაყიდა. ხალხი მათ, როგორც სუვენირებს ისე იძენდა. როცა ფასი 50 დოლარამდე აწია, ადამიანები მას უკვე როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე ყიდულობდნენ. დღეს 1 ყუთი 1000 დოლარი ღირს და საიტზე მუდამ დეფიციტშია.

4) ჰაერი

დღეში 23 ათასჯერ ვსუნთქავთ. თუ ვხარჯავთ თანხას ისეთ საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები, წყალი და ელექტროობა, რატომ არ ვიხდით ჰაერისთვის?

ორმა კანადელმა დაამტკიცა, რომ ადამიანები გადაიხდიან იმისთვის, რასაც სუნთქავენ და დაიწყეს ჰაერის ბოთლებში გამოკეტვა. ქილა 24 დოლარად იყიდებოდა. ჩინელებმა, დაბინძურებული ქალაქებიდან, ბოთლების შეძენა ხუმრობის მიზნით დაიწყეს, რათა საკუთარი დაბალი ხარისხის ჰაერის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ.

3) განავალი

საპირფარეშოებში ყოველდღიურად ხდება ჩარეცხვა. თუ უნიტაზში ოქრო ეყრებოდა, ამის გაკეთებას არ ვიჩქარებდით.

მხატვარ პიერო მანზონის სჯეროდა, რომ მისი განავალი ისევე ღირებული იყო როგორც ოქრო. 1961 წელს მან საკუთარი განავალის ქილებში გაყიდვა დაიწყო. 2 წელიწადში 30 გრამს 18 გრამ ოქროში ცვლიდა.

1960 წლის უცნაური ბიოპროდუქტი 2008 წელს აუქციონზე ასი ათას დოლარად გაიყიდა, რამაც მანზონის განავალი ოქროზე 65-ჯერ ძვირფასი გახადა.

2) წითელი ფურცლის სამაგრი

კაილი მაკდონალდი, 27 წლის მამაკაცია მონრეალიდან. მან ზაფხული უსამსახუროდ, სახლის გარეშე და მხოლოდ წითელი ფურცლის სამაგრით დაიწყო. ხელში არსებული წითელი სამაგრი მან გაცვალა კალამში, რომელიც თევზს ჰგავდა. 13 გაცვლის შემდეგ კინოროლი მიიღო. საბოლოოდ, წითელი სამაგრი სახლზე 1 წელზე ნაკლებ დროში გაცვალა.

1) 2 ყუთი პიცა

2010 წელს ლაზლო ჰენიესმა, მშიერმა დეველოპერმა უცნობი კრიპტოვალუტა ბიტკოინი პიცაზე გაცვალა. ის ათი ათას ბიტკოინს სთავაზობდა ნებისმიერს, რომელიც მას ორ პიცას შეუკვეთავდა.

9 წლის შემდეგ, 2019 წელს, ის ათი ათასი ბიტკოინი იმაზე ბევრად ღირებული გახდა, ვიდრე პიცები. მან ვინც, ლაზლოს შეთავაზებას დათანხმდა და უბრალოდ “პაპა ჯონსში” 2 პიცის შეკვეთა განახორციელა, ახლა ათასი მილიონი დოლარის მფლობელია.