მთავარი ადამიანები 10 უცნაური და აღმაშფოთებელი ლეგენდა, რომელიც მართალი აღმოჩნდა

10 უცნაური და აღმაშფოთებელი ლეგენდა, რომელიც მართალი აღმოჩნდა

by guramus

ურბანული ლეგენდები წვრილმანებიდან იბადება: პატარა ბავშვები ერთმანეთში ავრცელებენ, რომ თუ საზამთროს კურკებს გადაყლაპავ, მუცელში საზამთრო გაგეზრდება. თინეიჯერები ერთმანეთს აგულიანებენ ეწვიონ მიტოვებულ სახლს უბანში, სადაც შესაძლოა სულები იმყოფებოდნენ. ურბანულ ლეგენდებს ის ხდის საინტერესოს, რომ ისინი შესაძლოა სიმართლე იყოს.

იქმნებიან მისტიკური გარემოებებიდან, ადამიანების რეალური ექსპერიმენტებიდან, ნამდვილი ისტორიული მოვლენებიდან, ამიტომაც უფრო მეტად დამაჯერებლები ხდებიან. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ შიშს აღძრავს, მაგრამ ზოგიერთი მომავალში გამართლდა!

10) “განდეგილი,” კრისტოფერ ნაითი

წლების მანძილზე მეინის შტატში სახლებიდან ნივთების მუდმივ გაქრობას შენიშნავდნენ. საათების და საფულეების მაგივრად, ეს უბრალო ნივთები იყო: არაქისის კარაქი ან თუნდაც ვაშლი. ამიტომაც, მაცხოვრებლებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ.

იქამდე, სანამ 1000-ჯერ მაინც არ განმეორდა. საბოლოოდ პოლიციამ დააკავა დამნაშავე “მეინის განდეგილი”, კრისტოფერ ნაითი. 20 წლის ასაკში ის ტყეში გაირიყა და 27 წელი ადამიანებთან კონტაქტის დამყარების გარეშე ცხოვრობდა. ის იპარავდა იმას, რაც გადარჩენისთვის სჭირდებოდა, მაგრამ ხალხის დანახვას ერიდებოდა. საბოლოოდ გამოააშკარავდა, რომ ნივთები მისტიკურად არ ქრებოდა.

9) ბუგიმენი, ნიუ-იორკი

 

ქროფსის ისტორია უბრალო ურბანული ლეგენდა იყო, რომელსაც ბავშვები ერთმანეთის შესაშინებლად ამბობდნენ. როგორც ნათქვამი იყო, ქროფსი მენტალური პრობლემების მქონე პაციენტი იყო, რომელიც გაიქცა. მას ხელში კაუჭი ეჭირა, პატარებს იტაცებდა და მიტოვებულ გვირაბებში კლავდა. მშობლებიც კი ყვებოდნენ ამ ისტორიას პატარების შესაშინებლად “ბაბაიაგას” მსგავსად.

80-იანებში, ლეგენდა რეალურ ცხოვრებაში განხორციელდა. ქროფსიმ ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და ასევე 5 პატარას დაკარგვაში მიუძღვოდა ბრალი. ერთი ბავშვის სხეული სკოლის სიახლოვეს იპოვნეს. ქროფსი ანდრე რენდი აღმოჩნდა, სკოლის დამლაგებელი. 70-იან წლებში სწორედ ამ სკოლაში ჰქონდა ადგილი სკანდალს: სექსუალურ შევიწროვებას, არაეთიკურ სამედიცინო ექსპერიმენტებსა და დამსჯელობით საქმიანობებს. მას უვადო პატიმრობა მიესაჯა.

8) ნამდვილი გვამი საკარნავალო მიზნებისთვის

გვამები და ჩონჩხები ბევრს აშინებს. იფიქრო, რომ ზომბი ან საკარნავალო მანეკენი უბრალოდ სატყუარაა, გვამშვიდებს. 1976 წელს, ფილმის გადამღები ჯგუფი კალიფორნიაში პაიკის გასართობ პარკს ეწვია გადასაღებად. გადაღებების დროს, ჯგუფის წევრი შემთხვევით მიწვდა ჩამოკიდებული მანეკენის ხელს, რომელიც მაშინვე მოტყდა. მან ნამდვილი კანი და ძვალი დაინახა.

აღმოჩნდა, რომ “მანეკენი” მხოლოდ სატყუარა არ ყოფილა. ის მუმიფიცირებული გვამი იყო. დაადგინეს ვინაობაც. ის მიიტანეს დაკრძალვაზე, ბალზამირებაც გაუკეთეს, მაგრამ შემდეგ ვერავინ შენიშნა, რომ ტანი წაიღეს. მას შემდეგ, მამაკაცის სხეულს საკარნავალო ატრაქციონებზე გასართობად იყენებდნენ.

7) “კურდღელი კაცის” მუქარა ნაჯახით

ყველა ქალაქს თავისი საშიში ისტორია და მიტოვებული ლოკაცია აქვს. ვირჯინიაც არ ჩამორჩება. წლების მანძილზე ბავშვები უყვებოდნენ ერთმანეთს “კურდღელი კაცის” შესახებ. ეს იყო საშიში კაცი გამოწყობილი კურდღლის სამოსში ნაჯახით. ის რამდენიმე ბავშვის გაქრობასა და სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

1970 წლის ოქტომბერში ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა სტატია: “შენიშნეს კაცი კურდღლის კოსტიუმში, რომელმაც წყვილის მანქანას ნაჯახი ესროლა. შემდეგ ის ტყეში გაუჩინარდა.” 1 კვირის შემდეგ, იგივე განმეორდა სხვა წყვილის შემთხვევაში. მას არავინ მოუკლავს, მაგრამ იყო საშიში კაცი, ნაჯახით.

6) კრიმინალი “დიდცხვირა ჯორჯის” სხეულს ფეხსაცმელების გასაკეთებლად იყენებდნენ

საშინელებათა ფილმებში არაა უცნაური გაკეთდეს ნივთი კანისგან, ძვლისგან ან მსგავსისგან. ასეთი შემთხვევა რეალურად მომხდარა. ჯორჯ პაროტი, იგივე “დიდცხვირა ჯორჯი” დასავლეთის ველური კრიმინალი იყო. ის იტაცებდა ცხენებს, ძარცვავდა მატარებლებს, ებრძოდა პოლიციას. მაგრამ, ერთხელაც გამოიჭირეს და ჩამოახრჩვეს. როცა მისი სხეული უკვე მკვდარი იყო, არავინ მოსულა მის წასაღებად.

ორმა ექიმმა ითხოვა ის სამედიცინო კვლევებისთვის გამოეყენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი მართლაც სწავლობდა ტვინს, ჯორჯის გვამი ძირითადად არასამედიცინო მიზნებით გამოიყენეს. გვამი “გახეხეს” და ფეხსაცმელებისთვის გამოიყენეს. ისინი დღემდე არსებობს და ვაიომინგში, როულინსის ადგილობრივ მუზეუმში ინახება.

5) მისტიკური “ჩარლი სახის გარეშე”

პიტსბურგის სიახლოვეს ბევრმა იცის ისტორია “უსახო ჩარლის” შესახებ. ზოგი ამბობდა რომ იყო მოჩვენება, ზოგისთვის მონსტრი, ზოგისთვის კი უბრალო ქარხნის მუშა, რომელსაც ბავშვობაში სახე საშინლად დაუმახინჯდა. ის იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ლეგენდა. მისი ნამდვილი სახელი იყო რეიმონდ რობინსონი და პენსილვანიაში ცხოვრობდა.

მან დამწვრობა მიიღო და ინციდენტის შემდეგ დაკარგა თვალები, ხოლო ცხვირი, ტუჩი და ყურები საშინლად ტრანსფორმირდა. ფიქრობდა, რომ მისი გარეგნობა სხვებს შეაშინებდა, ამიტომაც მხოლოდ ღამით სეირნობდა. ხალხის კი იმდენად აინტერესებდა, ცდილობდნენ სადმე გამოეჭირათ. საბოლოოდ უსახო ჩარლი გარდაიცვალა. ის იყო ტრაგიკული მოვლენის კეთილი მსხვერპლი.

4) დაკარგული ქალის გვამი სასტუმროს წყლის ავზში იპოვნეს

გქონიათ შემთხვევა, რომ დაგილევიათ ონკანის წყალი და უცნაური გემო შეგიმჩნევიათ. ეს დაემართა ლოს-ანჯელესის სასტუმრო “სესილის” ერთ-ერთ სტუმარს. ელიზა ლემი 21 წლის კანადელი ტურისტი იყო. 2013 წლის 26 იანვრის შემდეგ ის გაუჩინარდა.

2 კვირის შემდეგ, მამაკაცი შემთხვევით შევიდა სასტუმრო “სესილის” წყლის ავზის განყოფილებაში ნაკადის ხარისხის შესამოწმებლად და ერთ-ერთ დიდ ავზში გოგონას შიშველი გვამი იპოვნა. შეფასდა როგორც ტრაგიკული შემთხვევა და სასტუმროს პერსონალი სტუმრებს უმტკიცებდა, წყალი სხეულის გამო დაბინძურებული არ ყოფილა.

3) მისტიკური ნიღბიანი კაცი შვეიცარიაში

მთელი საუკუნის განმავლობაში, მაულის მცხოვრებნი, შვეიცარიაში ხედავდნენ მისტიკურ კაცს ტყეში, რომელიც უცნაურ ნიღაბს და კოსტიუმს ატარებდა. მისტიკური Le Loyon-ის ყველას ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ აგრესიას არ ავლენდა.

ერთხელ, ერთმა დამკვირვებელმა ის ყვავილებით ხელშიც კი დაინახა. კითხვები ამ ფიგურის შესახებ დღემდე ამოუცნობია, მაგრამ არსებობს ფოტო, რომელიც მის არსებობას ამტკიცებს.

2) მამაკაცმა რეალურად შეძლო ბუშტებით ეფრინა

ბავშვობაში ბევრი ოცნებობს ფრენაზე. ამას ანიმაციური ფილმები და მერი პოინსის მსგავსი სურათებიც გვინერგავენ. თითქოს მარტივი დავალებაა, გაბერო ბევრი ბუშტი და დაიკავო ისინი, როგორც ქოლგა. თუმცა, ვცადეთ და გაგვიჭირდა…

80-იან წლებში ლარი ვოლტერმა 42 ბუშტი გაბერა, შეკრა და შეძლო 5 კილომეტრი ეფრინა. დაშვების დროს ძაბვის ხაზებს შეეხო და 20 წუთიანი გათიშვა გამოიწვია. ამის გამო 1500 $-ით დააჯარიმეს, სამაგიეროდ მიიქცია საერთაშორისო ყურადღება და გამოჩნდა “ღამის შოუში”.

1) ცოცხლად დამწვარი ქალი და მისი თითები