მთავარი კულინარია ამ ნარევის წყალობით ჩემს ღვიძლს სიცოცხლე დაუბრუნდა

ამ ნარევის წყალობით ჩემს ღვიძლს სიცოცხლე დაუბრუნდა

by Keti

ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი მთავარი ორგანო ღვიძლია. ის მონაწილეობს საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობაზე, დავიცვათ ის დაზიანებებისგან და გავწმინდოთ ტოქსინებისგან. არსებობს მრავალი ფარმაკოლოგიური საშუალება, რომელიც განკუთვნილია ღვიძლის გაწმენდისთვის. მაგრამ ამ საშუალებათა უმრავლესობას შეუძლია გვერდითი მოვლენების პროვოცირებაც.

ამიტომ დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი ტოქსინებისგან ნატურალური პროდუქტების საშუალებით. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ქიშმიშზე და წყალზე.

რა სარგებლობა მოაქვს ქიშმიშს

დილიდან ერთი პატარა მუჭა ქიშმიში წმენდს ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინისგან და დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ეს ჩირი შეიცავს ბევრ ვიტამინსა და მინერალს. გარდა ამისა, ქიშმიში ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი მდიდარი წყაროა.

უფრო მეტი სარგებლობის მოტანა კი შეუძლია ქიშმიშის ნახარშს. ის შეიცავს ბევრად მეტი რაოდენობის შაქარს, ვიდრე ჩვეულებრივი ქიშმიში. მის ნახარშს თუ მიიღებ ოთხი დღის განმავლობაში, უკვე შენიშნავ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას და იგრძნობ აქამდე არარსებული ძალების მოზღვავებას.

ეს საშუალება შეუცვლელია მუცელში სიმძიმის შეგრძნებისას და საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს. იმის გამო, რომ ქიშმიში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, საკვები უკეთ გადამუშავდება და, შესაბამისად, ორგანიზმი ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიწოვს.

ქიშმიშის ნახარში წმენდს ასევე სისხლს და აძლიერებს იმუნიტეტს. ის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებისთვის.

როგორ მოვამზადოთ ქიშმიშის ნახარში

ინგრედიენტები

  • 400 მლ წყალი
  • 150 გ ქიშმიში

მომზადება

  1. ქიშმიში გარეცხე კარგად.
  2. სუფთა ქვაბში ჩაასხი სასმელი წყალი და მიიყვანე ადუღებამდე.
  3. როგორც კი წყალი ადუღდება, ჩაყარე მასში გარეცხილი ქიშმიში და ხარშე დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
  4. ამის შემდეგ ნახარში დატოვე მთელი ღამით, დილით ის გადაწურე და დალევის წინ ცოტა შეათბე.

ქიშმიშის შეძენის დროს ყურადღება მიაქციე მის ფერს და ტექსტურას – მარცვლები არ უნდა იყოს ძალიან რბილი ან მაგარი. თავი აარიდე მბზინვარე ჩირს და შეარჩიე უფრო მუქი ფერის ქიშმიში.

თბილი ნახარში სვი დილით უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ოთხი დღის განმავლობაში. გაწმენდის კურსი შეგიძლია გაიმეორო თვეში ერთხელ. სასიამოვნო ბონუსი იქნება ის, რომ გადაწყდება კანის პრობლემებიც და გათავისუფლდები სახის შეშუპებისგან.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში, თავიდან აგაცლებთ ამ ორგანოს დაავადებებს და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას მრავალი წლის მანძილზე. შეინახეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!