მთავარი საკითხავი 10 მიტოვებული გასართობი პარკი საზარელი ისტორიით

10 მიტოვებული გასართობი პარკი საზარელი ისტორიით

by guramus

გასართობი პარკები გართობისთვის, აღტაცებისა და დროის მხიარულად გატარებისთვისაა შექმნილი. მათ მოგონებები უნდა შექმნან და გაგვაღიმონ. მაგრამ, ზოგიერთი პარკი მისტიკას და უიღბლობას ინახავს, იწვევს შიშს და ცახცახს. ახლა განვიხილავთ ათ მათგანს.

10) ტბა შოუნის გასართობი პარკი

პარკი ხალხურ ამერიკულ საფლავზე ააშენეს, არქეოლოგიური გათხრის საფუძველზე 30 გვამი იპოვნეს, უმეტესად ბავშვების. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა.

1783 წელს, მიტჩელ კლეი პირველი ევროპელი მოსახლე იყო, რომელიც ამ ადგილას დასახლდა, ფაქტობრივად დაუსახლებელ ლოკაციაზე.

ერთ დღეს ის ქალაქში იყო წასული, ადგილზე მისი სამი ბავშვი იმყოფებოდა. ერთს ესროლეს, მეორე დაჭრეს, მესამე დაწვეს.

გზაზე ისტორიული ნიშნული მათ ხსოვნას სდებს პატივს.

მისტიკურია, ამ მიწაზე ტრაგიკული ისტორიის გაგრძელება და კიდევ 6 სიკვდილი პარკში. ის 1966 წელს დაიხურა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ დაწყევლილი იყო.

9) წმ. მიწა, აშშ

შეუძლებელია ეს ადგილი არ დაინახო თუ კონექტიკუტში მიდიხარ. 1960 წელს გაიხსნა და მოიცავს ცნობილ ბიბლიური სცენების რეპლიკებს, მათ შორის “საიდუმლო სერობას”, “ედემის ბაღს” და აშ. ყოველწლიურად ამ ადგილს 50 000 ვიზიტორი სტუმრობდა. 1984 წლამდე ღია იყო, სანამ მფლობელმა გაფართოება არ განიზრახა. მაგრამ, სანამ ახლიდან გახსნიდა, გარდაიცვალა და პარკი მონაზვნების ჯგუფს უანდერძეს, რომლებმაც ის აღარ გახსნეს.

შესასვლელში აკრძალვის ნიშნის მიუხედავად, ადამიანები მაინც იჭრებოდნენ და ვანდალიზმის ნაკვალევიც ჩანს. 2010 წელს, ორმა მეგობარმა გადაწყვიტა პარკი შეესწავლათ. იფიქრეს, რომ ადრენალინით გაერთობოდნენ და ძველ პარკში ცოტას დალევდნენ. თუმცა ბიჭმა გოგონას სექსით დაკავება შესთავაზა, რაზეც გოგონამ უარი უთხრა, მან კი გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ დანაშაული აღიარა და 55 წელი მიესაჯა.

8) გულივერის სამყარო

იაპონია ცნობილია საინტერესო იდეებით, როცა საქმე პარკებს და არქიტექტურას ეხება. მათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი იმედგაცრუების ადგილი გულივერის სამყაროა, ფუჯის მთაზე.

თემატური პარკი ჯონათან სვიფტის წიგნზე დაყრდნობით შეიქმნა, მისი აშენება 350 $ დაჯდა და 45 მეტრი სიგრძის გულივერის ქანდაკებას მოიცავს მთავარი ატრაქციონით.

მაგრამ, პარკის ლოკაცია მას უფრო უცნაურს ხდის.

პარკის პირდაპირ აოკიგაჰარას ტყეა, ცნობილი როგორც “თვითმკვლელობის ტყე”. ის რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ლოკაციაა განხორციელებული თვითმკვლელობების რიცხვით, სან-ფრანცისკოს ხიდის შემდეგ.

ასევე, ერთ-ერთი კულტის მიმდევრებს, რომლებმაც ტოკიოს მეტროში გაზის აფეთქება გაანხორციელეს, ახლობელ სოფელში ჰქონდათ სათაო ოფისი. პარკში მყოფები ირწმუნებოდნენ, რომ ქიმიური ნივთიერებების სუნი მიწიდან იგრძნობოდა.

2007 წელს პარკი დაანგრიეს.

7) პარკი “Rocky Point”

ვარვიკში, როდის კუნძულზე მდებარე ეს პარკი ყველაზე პოპულარული გასართობი იყო მთელ შტატში. ბევრი სიხარულის და ბედნიერების მიუხედავად, პარკის წარსულში ბნელი ლაქაა.

1893 წელს, მეგი შეფილდი, 5 წლის გოგონა მამამისმა პარკში ყოფნის დროს მოკლა. მას მეგის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე თავზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და მენტალურად არასტაბილური იყო. უცნობია რამ აიძულა ერთ ზაფხულის დღეს ასე მოქცეულიყო, მაგრამ წახემსების შემდეგ მან ქალიშვილი ნაპირთან მიიყვანა და ქვით მოკლა.

ფრენკს დანაშაული არ დაუმტკიცეს ფსიქიკური პრობლემების გამო. მას შემდეგ პარკი აგრძელებდა ბედნიერ ფუნქციონირებას, მაგრამ 1995 წელს დაიხურა.

6) ჯოილენდის გასართობი პარკი

პარკი 1942 წეკს გაიხსნა და ყველაზე დიდ გასართობ ცენტრად აღიქმებოდა სამხრეთ დასავლეთში უამრავი ატრაქციონით. ის ნელ-ნელა კიდევ იზრდებოდა და ფართოვდებოდა, იმართებოდა ფესტივალები და კონცერტები.

მაგრამ პარკის თანამშრომლის მკვლელობა 1982 წელს პარკს ჩრდილი მიაყენა. მას შეკამათება მოუწია 4 ბიჭთან, 17-დან 21 წლამდე, რომლებიც პარკში შეიპარნენ. ის მოკლეს, პოლიციამ კი დაიჭირა სრულწლოვანი მამაკაცი, რომელსაც არასწრულწლოვნები ჰყავდა საქმეში ჩართული. მას 8 წელი მიუსაჯეს.

მკვლელობის შემდეგ, პარკი მაინც აგრძელებდა ზრდას, ახალი ატრაქციონების დამატებას, მაგრამ ტრაგედიები გრძელდებოდა. ჯერ ისევ თანამშრომელი გარდაიცვალა როლერქოსთერის დაჯახების გამო, 2004 წელს კი 13 წლის გოგონა დაშავდე ეშმაკის ბორბლიდან გადმოვარდნის გამო. ამან ფინანსური პრობლემები წარმოშვა და პარკის დახურვა გამოიწვია.

2018 წელს მიწი ნაწილი ერთმა კომპანიამ შეიძინა, რომლებსაც მიტოვებული პარკის ადგილას ღია სივრცის მოწყობა სურთ ქორწილებისთვის, კონცერტებისთვის და კარნავალებისთვის.

5) კეჯონუმას მიწა

ეს იყო ერთდროს გასართობი პარკი ტოჰუკოში, იაპონიაში. დღეს, ბუნებამ მოიცვა კონსტრუქციები და პარკი საშიშ ქალაქად აქცია.

ლეგენდის მიხედვით, ერთი ლამაზი ქალი პარკის სიახლოვეს ცხოვრობდა და გველების მოშინაურებით იყო ცნობილი. ერთხელაც ის დაორსულდა და გველი ეყოლა, რომელიც წყალში გაიქცა. ყოველ ღამით მას ბავშვი გველის ტირილი ესმოდა, გაგიჟდა და ტბაში თავი ჩაიხრჩო. შემდეგ, კი ორივეს ტირილი ისმოდა.

კეჯონუმა თარგმანში “ქალ მოჩვენებას” ნიშნავს.

აზიელების ცრურწმენების მიმართ სიყვარული ამტკიცებს იმას, რომ ლეგენდას პარკის ისტორიაში მოიხსენიებენ. ამ ამბავმა ვერ შეაჩერა უამრავი მსურველი. ყოველწლიურად პარკს 200 000 ვიზიტორი სტუმრობა, სანამ ღია იყო.

ოფიციალურად 2000 წელს დაიხურა, იაპონიის ეკონომიკური კრიზისის გამო.

4) პარკი “Dreamland”

პარკმა ბნელი წარსულით დაიწყო და საქმის უფრო მეტად დამძიმებას განაგრძობდა. 1930 წელს ააგეს და ფუნქციონირებდა იქამდე, სანამ ორ ათწლეულში აზარტული თამაშისთვის და მაფიის აღმოჩენის არ დახურეს.

1969 წელს პარკი ისევ მოექცა ახალ ამბებში, როცა იქ ორი დამპალი სხეული იპოვეს.

იმის გამო, რომ პარკს ტყე ჰქონდა შემოკრული, პოპულარული ადგილი იყო წყვილებისთვის რომანტიკული მიზნებისთვის. 1969 წლის 12 აგვისტოს ღამით, 18 წლის მერილინი და 20 წლის გლენიც გაეშურნენ იქ, მაგრამ უკან დაბრუნებულები აღარავის უნახავს.

პოლიციამ გვამებს 2 თვის შემდეგ მიაგნო. მერილინი გაუპატიურებული და ნაცემი იყო, გლენი კი თავში ტყვიით.

იპოვნეს მოტოციკლეტისტთა ჯგუფი და მათი 10 წევრი დააკვეს, მათ იმ ღამით სხვა ადამიანების ჰყავდათ ნაცემი.

წყვილის მკვლელობაში დამნაშავე მამაკაცებს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

3) “Magic Harbor”

მირთლის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, Magic Harbor-ის პარკში ყველაფერია, რაც გასართობ ადგილს დასჭირდებოდა – მრავალფეროვანი ატრაქციონები. მაგრამ, ადგილმა წარმატებას ვერ მიაღწია. ფინანსური პრობლემების და ხელმძღვანელობის შეცვლის გამო, პარკმა კრახი განიცადა.

მას შემდეგ, რაც პარკი 1976 წელს “შრომის დღეს” დაიხურა, ფრანკლინ ლოფტისმა პარკის მფლობელი ჰარი კოჩი და მისი 16 წლის შვილობილი პარკის სიახლოვეს ტრეილერთან მოკლა. კოჩის ცოლი ტრეილერის უკან დამალვის გამო გადარჩა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ საქმეს. შემდეგ კი ლოფტისს მიაგნეს.

მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. კოჩის გადარჩენილ ცოლს აღარ ჰქონდა სურვილი კოჩის გეგმა განეხორციელებინა და პარკი გაეფართოვაბინა. ის ბანკმა შეისყიდა და შემდეგ გაყიდა.

1984 წელს ტრაგედია ისევ მოხდა. 13 წლის შერი ატრაქციონზე დაშავდა და გარდაიცვალა. მამამისმა პარკს უჩივლა. ცდილობდნენ მისთვის აეხსნათ, რომ გოგონამ დაჯდობა არ მოისურვა და უსაფრთხოების წესები არ დაიცვა, მაგრამ საქმემ პარკს რეპუტაცია ისევ გაუფუჭა.

1990-იანების შუაში პარკი საბოლოოდ დაიხურა და დაინგრა.

2) “Brandywine Springs”

ეს ადგილი ღია იყო 1886 წლიდან 1923 წლამდე და ყველაზე ადრეული პერიოდის გართობის მაგალითს წარმოადგენდა. აქ იყო კოშკურა, მატარებელი, როალქოსთერი, რესტორანი და საოცარი თაღი.

1916 წელს, პარკში გასროლის შედეგად დამნაშავემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ პარკის რესტორანს და გალერეას ცეცხლი გაუხსნა. მკვლელი მამაკაცი გაბრაზებული იყო ქალზე, რომელიც აქ მიმტანად მუშაობდა და სამაგიერო ამგვარად გადაუხადა.

პარკი 1923 წელს დაიხურა, როცა ავტომობილებმა ხალხისთვის მოგზაურობა ადვილი გახადა და პარკს ნებართვა შეუწყვიტეს.

1) პრიპიატის გასართობი პარკი

ალბათ ყველაზე საზარელი ისტორია ამ პარკში იმალება.

უკრაინაში პრიპიატის პარკი 1986 წლის 1 მაისს უნდა გახსნილიყო, მაგრამ 5 დღით ადრე, ჩერნობილის კატასტროფა მოხდა და აფეთქების შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა.

პარკში ყველაფერი იყო მზად. ეშმაკის ბორბალი, მანქანები დღემდე დგანან, თითქმის დასრულებულები მაგრამ მიტოვებულები. დესტრუქციის ეს სცენა ძლიერ რადიაციულ ზონაშია მოქცეული.