მთავარი რჩევები აი, როგორ გამოვიყენოთ ლავანდის ზეთი სამზარეულოს სისუფთავისთვის

აი, როგორ გამოვიყენოთ ლავანდის ზეთი სამზარეულოს სისუფთავისთვის

by Keti

ხშირად დალაგების დროს გამწმენდი საშუალებები მთელ ბინაში უსიამოვნო სუნს აყენებს. დალაგება აუცილებელი საქმეა, მას ვერ ავცდებით, ამიტომ, სჯობს, არასასურველ არომატებს ვებრძოლოთ.

დღეს გთავაზობთ ლავანდის ზეთის გამოყენების ოთხ ვარიანტს სახლის დალაგების დროს. ის შეინარჩუნებს ბინაში სუფთა და სასიამოვნო სურნელს და თავიდან აგაცილებთ დალაგების შემდგომ უსიამოვნებებს.

ლავანდის გამოყენება სახლის პირობებში

იმისათვის, რომ რუტინული დალაგება ერთ-ერთ სასიამოვნო მედიტაციის ფორმად ვაქციოთ, გთავაზობთ, სახლის დასალაგებლად, მოამზადოთ ოთხი მარტივი საშუალება ლავანდის ზეთის გამოყენებით. ამ მცენარის სახელი ლათინურიდან ითარგმნება როგორც ,,გასუფთავება”, ,,გარეცხვა”. ლავანდას დიდი ხანია იყენებენ არა მხოლოდ როგორც დანამატს საპნებისთვის, კოსმეტიკისთვის ან საკვებისთვის, ასევე როგორც გამაუვნებელ და მწერების დამფრთხობ საშუალებად.

ლავანდის ზეთს ასევე ხშირად იყენებენ, როგორც ქსოვილის მოვლის საშუალებას. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 მლ წყალი
  • 20 წვეთი ლავანდის ზეთი
  • ორი ს. კ. არაყი

კარგად აურიეთ ეს ინგრედიენტები და გადაასხით მიღებული სითხე პულვერიზატორიან ბოთლში. ეს საშუალება შეგიძლიათ შეაფრქვიოთ ფარდებს, დივანის გადასაფარებელს, სკამის საჯდომებს, ხალათებს, ლოგინის თეთრეულს. როგორც წესი, მას იყენებენ დალაგების ბოლოს, შედეგის განსამტკიცებლად. თუ სუფთა ლავანდის არომატი არ მოგწონთ, სპრეიში ჩაამატეთ ხუთი წვეთი ლიმონის ან ჩაის ეთერზეთები.

იმისათვის, რომ სამზარეულოს ხელსახოცები გახდეს უფრო რბილი და სუფთა, მათთვის მოამზადეთ კონდიციონერი შემდეგი ინგრედიენტებისგან:

  • 50 მლ ძმარი
  • ხუთი წვეთი ლავანდის ეთერზეთი

პატარა ჭურჭელში შეურიეთ ეს ნივთიერებები და მიღებული ნარევი ჩაასხით სარეცხის მანქანის შესაბამის უჯრაში, შემდეგ კი გამოიყენეთ რეცხვის ჩვეულებრივი რეჟიმი. ძმარი გახსნის ქსოვილში დალექილ ჭუჭყს და სარეცხ საშუალებებს. ხოლო ლავანდა ხელსახოცს მისცემს შესანიშნავ არომატს.

ძველი ხალიჩა შეგიძლიათ განაახლოთ და კეთილსურნელება მიანიჭოთ ლავანდის გამხმარი ყვავილების დახმარებით. მოაყარეთ ისინი ხალიჩის მთელ ზედაპირს და დატოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ ხალიჩას მოატარეთ მტვერსასრუტი: მტვერი ყვავილთან ერთად გაქრება, ხოლო დარჩენილი არომატი კიდევ დიდხანს გაგახარებთ.

შუშაზე ლაქა არც ერთ დიასახლისს არ მოსწონს, ამიტომ ის სულ რაიმე ჯადოსნურის ძიებაში კარგავს დროს. საბედნიეროდ არსებობს ამ საკითხის გაცილებით მარტივი და მოხერხებული გადაწყვეტა. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 მლ ძმარი
  • 200 მლ გამოხდილი წყალი
  • 15 წვეთი ლავანდის ზეთი
  • ბოთლი სპრეისთვის

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაასხით ისინი სპრეის ბოთლში. აუცილებლად უნდა გამოიყნოთ გამოხდილი წყალი, რადგან მისი წყალობით მინაზე ლაქები აღარ დარჩება.

ასეთი არომატული დალაგების შემდეგ სახლი არამარტო იბრწყინებს სისუფთავით, არამედ გაცილებით უფრო მყუდრო და სასიამოვნო გახდება.

თქვენ რომელ პროდუქტებს იყენებთ სახლის სისუფთავის შესანარჩუნებლად? გთხოვთ, მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ სოციალურ ქსელებში!