მთავარი სილამაზე დღეში 5 წუთით გაიკეთეთ ეს მასაჟი თაფლით, რათა ნაოჭები არ მოგეკაროთ

დღეში 5 წუთით გაიკეთეთ ეს მასაჟი თაფლით, რათა ნაოჭები არ მოგეკაროთ

by Keti

ჩვენს დროში უამრავი სხვადასხვა ელექსირი, ლოსიონი, მალამო და ა. შ. იშოვება. ამ ზღვა მოვლის საშუალების პირობებში, მოუვლელი კანით სიარული სირცხვილადაც კი ითვლება. თუმცა სიძვირის გამო ბევრი ვერ ახერხებს მათ შეძენას. ასეთ შემთხვევაში დასახმარებლად მოდის ხალხური საშუალებები. თუ რთული შემადგენლობის ნარევების გამოყენება გეზარებათ, გამოსავალი აქაც არსებობს – და ეს არის თაფლი.

თაფლში ყველა აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც კომპლექსურად აჯანსაღებს კანს. დღეს ჩვენ მოგიყვებით თაფლის გამოყენებით ჩასატარებელი შინაური პროცედურის შესახებ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, რამდენიმე წელს ჩამოგაკლებთ სახიდან.

თაფლის სარგებლობა კანისთვის

1. თაფლი შეიცავს A, C და B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინს. ეს პროდუქტი კვებავს კანის არამხოლოდ ზედა შრეს, არამედ მის სიღრმეებსაც. ეს კი შესაძლებელია იმიტომ, რომ თაფლში შედის ორგანული მჟავები, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

2. იგივე მჟავები, კერძოდ: გლუკონის, რძის, ღვინის, მჟაუნის მჟავები თაფლს ანიჭებს პირველი კლასის პილინგის როლს. თაფლის ph 3,78-4,36-ია, ამიტომ არანაირი სიმშრალე და აქერცვლა არ გელოდებათ მისი გამოყენების შემდეგ.

3. თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ის სახეზე გაჩენილი გამონაყარის პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტური საშუალებაა. თაფლი წმენდს დახშულ ფორებს და სიგლუვეს ანიჭებს კანის რელიეფს.

ამ თვისებების გამო თაფლი შინაური ნიღბების მთავარი ინგრედიენტია. მისი ნებისმიერი ნიღაბი კანს ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას. დღეს მოგიყვებით პროცედურაზე, რომელსაც კანის გამწმენდი ეფექტი აქვს.

გამაახალგაზრდავებელი მასაჟი თაფლით

კანისთვის, რომელსაც დაკარგული აქვს მოქნილობა, არ არის საკმარისი მხოლოდ თაფლის წასმა და ჩამობანვა. აუცილებელია განსაკუთრებული ტექნიკა – ეს არის თაფლის მასაჟი.

  • პროცედურის შედეგად ხდება კანის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. მოქნილი და ნაკვები კანი უფრო ადვილად უმკლავდებ ასაკობრივ გრავიტაციას.
  • მასაჟი განამტკიცებს სახის კუნთებს შორის არსებულ შემაერთებელ ქსოვილს. ეს კი მეორე ღაბაბის წარმოქმნის პროფილაქტიკაა.
  • თაფლის მასაჟი ხსნის შეშუპებას და ხელს უშლის ლიმფის შეგუბებას. ორივე მათგანი ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ცირკულაციას და, შესაბამისად, კანის უჯრედები ვერ იღებს საკვებ ნივთიერებებს.

სახის მასაჟი თაფლით უმჯობესია, რომ გაიკეთოთ საღამოს. ძილის დროს კანი ორმაგად განახლდება. წინასწარ კარგად დაიბანეთ სახე, შემდეგ მასზე გადაინაწილეთ ერთი ჩ. კ. თაფლი. პროდუქტი შეგიძლიათ წაისვათ ტუჩებზეც, თუმცა ქუთუთოებზე არ ღირს. გამოდგება ნებიმიერი სახის თაფლი, მთავარია ის იყოს ნატურალური. პროდუქტი დაიტოვეთ სახეზე ათი წუთით. შემდეგ კი ორივე ხელში დაიკავეთ თითო ჩაის კოვზი. ამობურცული მხარე მიიდეთ სახეზე და დაიწყეთ მასაჟი.

სახის მასაჟი დაიწყე ნიკაპიდან და ქვედა ყბიდან, შემდეგ კი გადადით ცხვირ-ტუჩის მიდამოში. შემდეგ საფეთქლებთან და ბოლოს შუბლთან. ყოველ მიდამოს დაუთმეთ 20 წამი, მოძრაობა მიმართული უნდა იყოს ზემოთ. პროცედურის დამთავრების შემდეგ კოვზები მიირტყით კანზე, რათა კიდევ უფრო გააძლიეროთ სისხლის მიდინება. თაფლი ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი – ცივით. საღამოს კრემი არ იხმაროთ, უბრალოდ გაიწმინდეთ კანი ბალახების ნახარშში დასველებული ბამბის დისკით.

შეგახსენებთ, რომ თაფლი არ უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ალერგია გაქვთ. ასევე თაფლზე უარი უნდა თქვათ ზემგრძნობიარე კანის პატრონებმა.

როგორ მოგეწონათ ჩვენი რჩევები? მოგვიყევით კომენტარებში! სასარგებლო სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!