მთავარი საკითხავი 8 მარტს აუცილებლად წასაკითხი – ცნობილი გამონათქვამები ქალებზე

8 მარტს აუცილებლად წასაკითხი – ცნობილი გამონათქვამები ქალებზე

by guramus

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ქალებზე.

ქალი, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ სილამაზეში, ბოლოს და ბოლოს შეძლებს ყველა დაარწმუნოს ამაში.  სოფი ლორენი

ქალი, რომელიც უყვართ, ყოველთვის აღწევს წარმატებას. ვიკი ბაუმი

ქალები, ბავშვებივით არიან, უყვართ უარის თქმა. კაცები კი ამას ბავშვებივით, სერიოზულად იღებენ. იანინა იპოხორსკაია

რა თქმა უნდა, ქალები უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გაგიგიათ ქალზე, რომ თავი დაკარგა, მამაკაცის ულამაზესი ფეხების გამო? ფაინა რანევსკაია

რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის ყოველთვის ელოდება მასზე ძლიერ მამაკაცს… არა იმისთვის, რომ მისი თავისუფლება შეზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს უფლება იყოს სუსტი. ანჯელინა ჯოლი

კომპლიმენტი აორმაგებს ქალის ქმედუნარიანობას. ფრანსუაზა საგანი

ჩვეულებრივ, ყველა იდიოტი კაცის უკან შესანიშნავი ქალია.  ჯონ ლენონი

რა იქნებოდნენ კაცები ქალების გარეშე? ღარიბები, ძალიან ღარიბები.  მარკ ტვენი

ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.  უილიამ შექსპირი

ქალი ყველაზე სრულყოფილი თოჯინაა, რომელსაც აღტაცებითა და სიამოვნებით ვმოსავ – კარლ ლაგერფილდი

არ გიყვარდეს ქალი – დანაშაულია, გიყვარდეს – სასჯელი.  სალვადორ დალი

შეიყვარო ქალი მთელი გულით?­ არ ღირს, არადა სხვანაირად არ გამოდის. სალვადორ დალი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: