მთავარი რჩევები თმის ცვენის პრობლემა ამ 1 ინგრედიენტის წყალობით 3 დღეში მოვიგვარე

თმის ცვენის პრობლემა ამ 1 ინგრედიენტის წყალობით 3 დღეში მოვიგვარე

by guramus

თმის ცვენა გაწუხებთ? და არ იცით როგორ იმკურნალოთ? დარწმუნებული ვართ, უამრავი საშუალება სცადეთ, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მიიღეთ.

ნუ ღელავთ, ჩვენ შესანიშნავი სტატია მოგიმზადეთ, სადაც ბუნებრივ საშუალებებზე მოგიყვებით, რომლებიც შესანიშნავ ეფექტს იძლევიან.

რაც მთავარია, ყველა მათგანი სახლის პირობებში მზადდება, სწრაფად და მარტივად.

ექსპერტების ცნობით, დღეში 50-100 ღერი თმის დაკარგვა ნორმალურია. დაზიანებული თმა გვცვივა, ხოლო მის ნაცვლად ახალი, ჯანმრთელი ღერები იზრდება.

100 ღერის შემდეგ უკვე დროა ვიფიქროთ თმის მოვლაზე. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, როგორ დავითვალოთ 100 დავკარგეთ, თუ 101-იო?!

როგორც ექიმები ამბობენ, თუ თმის ცვენა შევნიშნეთ, გამოდის რომ ნორმაზე მეტს ვკარგავთ. 50-100 ღერის დაკარგვის შემთხვევაში თქვენ ვერც კი შენიშნავთ რომ თმა გცვივათ.

თმის ცვენას მისი გამოფიტვა იწვევს. თმის ჯანსაღი ღერები იფიტება, შრება და ნელნელა ცვენას იწყებს. ამიტომ საჭიროა მუდმივად დავატენიანოთ და “სიცოცხლით” დავმუხტოთ ისინი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჯენიუსი წარმოგიდგენთ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებიც თქვენს თმას სიჯანსაღეს შესძენს და სამუდამოდ დაგავიწყებთ სიმელოტის საფრთხეს.

 1. ქოქოსი – არაერთი დადებითი თვისება აქვს. იგი არამხოლოდ უწყობს ხელს თმის ზრდას, არამედ ატენიანებს კიდეც. ქოქოსი მდიდარია სასარგებლო ზეთით, მინერალებით და პროტეინებით. ეს ნივთიერებები კი ხელს უშლის თმის გამოშრობას.

გამოყენების წესი

– შეათბეთ ქოქოსის ზეთი და გაიკეთეთ მასაჟი. შეიზილეთ თმის ძირებში.

– 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

 2. ხახვი – მდიდარია გოგირდით, რაც თავის მხრივ კოლაგენის გამოყოფას ზრდის. თუ ხახვის წვენს თავის კანზე წაისვამთ, თმის ცვენა ნელნელა შემცირდება. ბოლოს კი სრულად გაქრება.

გამოყენების წესი

– გაასუფთავეთ 2 თავი ხახვი და გამოწურეთ წვენი.

– წაისვით წვენი თავის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

– ჩამოიბანეთ შამპუნით და გაიშრეთ. არ გამოიყენოთ საშრობი. დაელოდეთ, სანამ თმა ბუნებრივად არ გაშრება.

– პროცედურა გაიმეორეთ 2-ჯერ კვირაში.

 3. ნიორი – ხახვის მსგავსად, ნიორიც გოგირდის ბუნებრივი საბადოა და შეიძლება ითქვას, რომ იგივე შედეგს იძლევა.

გამოყენების წესი

– გაასუფთავეთ 5 კბილი ნიორი და დაკეპეთ.

– დაამატეთ 3 ს/კ ქოქოსის ზეთი და გააცხელეთ 5 წუთით.

– დაელოდეთ გაციებას და წაისვით თავის კანზე.

– გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

– პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ.

 4. კვერცხი – რამდენიმე სასარგებლო ინგრედიენტს შეიცავს. კერძოდ გოგირდს, ფოსფორს, სელენს, იოდს, თუთიას და პროტეინს და ხომ წარმოგიდგენიათ ამდენი ნივთიერების თმაზე წასმა როგორ დადებით შედეგს მოგიტანთ.

გამოყენების წესი

– კვერცხის ცილას დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.

– შეურიეთ ერთმანეთს და დაიტანეთ თმის კანზე.

– გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შამპუნით.

გისურვებთ ჯანმრთელობას <3
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: