ხაჭოს კრემი ტორტისთვის

by maia

გემრიელი კრემი – ნებისმიერი ტორტისა და დესერტის წარმატების საწინდარია. თუმცა ისეთი იდეალური კრემის რეცეპტის პოვნა, რომელიც ყოველთვის კარგი გამოდის, არცთუ ისე მარტივი საქმეა. ასეთი რეცეპტები ჭკვიან დიასახლისებს ყოველთვის საიდუმლოდ აქვთ შენახული და მას მხოლოდ ახლობელ ადამიანებს უმხელენ.

დღეს გთავაზობთ ძალიან გემრიელი და ამასთან სასარგებლო ხაჭოს კრემის რეცეპტს ტორტისა და სხვა ნამცხვრეულის შიგთავსისთვის. შედედებულ რძესთან კომბინაციაში ხაჭოს კრემი ძალიან უხდება სხვადასხვა ფუნთუშეულს, შოკოლადს, გაყინულ ხილს და კენკრას. კრემი მზადდება სწრაფად, გამოდის სქელი, ერთგვაროვანი და კარგად ინარჩუნებს ფორმას.

ინგრედიენტები

  • 320 გ ხაჭო
  • 65 გ შედედებული რძე
  • 175 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. კონიაკი
  • ასი გ შაქრის პუდრა
  • 7-15 გ ვანილის შაქარი

მომზადება

1. ყველა ინგრედიენტი გამოიღე მაცივრიდან და დადგი მაგიდაზე ოცი წუთით. ყველა კომპონენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, განსაკუთრებით კარაქი და ხაჭო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

2. ბლენდერის ჭურჭელში ათქვიფე ხაჭო და შედედებული რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფე ოთახის ტემპერატურის კარაქი მიქსერით. შემდეგ თანდათან დაამატე შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი. გააგრძელე თქვეფა, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება კარაქში.

4. კარაქიან ჭურჭელში ჩაამატე ცოტ-ცოტა ხაჭოსა და შედედებული რძის ნარევი. შემდეგ დაამატე ერთი ს. კ. კონიაკი და სათქვეფით კარგად აურიე.

5. კრემი შეგიძლიათ დატოვოთ ასეთი სახითაც ან დაამატოთ რაიმე საკვები ცხიმში ხსნადი საღებავი. აქ წყალზე დამზადებული საღებავები არ გამოგადგებათ.

6. ასეთი კრემით შეგიძლიათ მოასწოროთ და მორთოთ  ტორტები, ასევე რულეტები, გამოიყენოთ სხვადასხვა ფუნთუშისა და ნამცხვრის შიგთავსის სახით.

კრემის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ხაჭო. ამიტომ ის არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც არის. ხაჭოს კრემს დესერტები უფრო მარალ დონეზე აჰყავს. სურვილის შემთხვევაში ამ კრემს შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის, პიტნის, ფორთოხლის ან სხვა თქვენი საყვარელი არომატიზატორი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ხაჭო ადვილად ფუჭდება. ამიტომ მისი კრემის შემცველი დესერტი სუფრაზე მიტანამდე მაცივარში შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს გამოსადეგი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც სოცქსელებით.

0

ასევე დაგაინტერესებთ