მთავარი ადამიანები რას გვიწინასწარმეტყველებენ ხალები სხეულის სხვადასხვა ადგილას?

რას გვიწინასწარმეტყველებენ ხალები სხეულის სხვადასხვა ადგილას?

by guramus

პრაქტიკულად, ყველა ადამიანს აქვს ხალი. არსებობს თეორია, რომ მათი წარმოქმნა და განლაგება შემთხვევითი არაა.

საოცარია, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ამ პატარა ლაქებში. თითოეულ მათგანს ბედმა ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიმზადა. იმისთვის, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ნიშნების ამოცნობა უნდა ვიცოდეთ.

რას აღნიშნავს ხალი

სახეზე

ყურადღებით შეისწავლეთ ეს სურათი და მოძებნეთ თქვენი ხალი.

1. ცნობილი “მესამე თვალის” წერტილი. მისი მფლობელები ძალიან განვითარებული ინტუიციით გამოირჩევიან და ძლიერი მიდრეკილება აქვთ სამყაროს შეცნობისკენ.

2. ხალი მიანიშნებს იმას, რომ ადამიანი ძალიან ვნებიანია და ურთიერთობებში ხშირად გულნატკენია.

3. მსგავსი ადამიანის წყობიდან გამოყვანა ადვილია. ისინი წვრილმანზეც კი ღიზიანდებიან.

4. პოეტურ ნატურებზე მიანიშნებს, მათ მიდრეკილებაზე ინტელექტუალური პროფესიებისკენ.

5. ეს ხალი იმის ნიშანია, რომ ადამიანს ბედისწერაში აქვს განსაზღვრული ნამდვილი სიყვარულის პოვნა. მისი მფლობელები გულუხვები და მგრძნობიარეები არიან. ბედი მათ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიას პირდება.

6. ადამიანი მსგავსი ხალით ხშირად ცვალებადი და ტემპერამენტულია. ამყარებს მოკლევადიან რომანებს.

7. მსგავსი ხალის დანახვისას მიხვდებით, რომ ეს ადამიანი გიჟდება მოგზაურობაზე და საოცარი ფანტაზიით ხასიათდება.

8. ეგოცენტრულობა – ამ ხალის მფლობელთა მთავარი მახასიათებელია. ასეთ ადამიანთან მუდმივი ეჭიანობის გამო ცხოვრება იოლი არაა.

9. ეს ადამიანი ყველაფერს განსაკუთრებული მგრძნობელობით იგებს. ცოლ-ქმრული ურთიერთობა ბევრ გარდატეხას ჰპირდება.

10. სიყვარულში მიდრეკილია დანაშაულის განცდისკენ და ხშირად კამათობს.

11. ნიშანია არაჩვეულებრივი მეხსიერების და დიპლომატიურობის.

12. სიმბოლოა ყველაფერი აკრძალულისკენ ლტოლვის.

13. ეს ადამიანი ყველაფერს გასცემს ვნებისთვის.

14. შესაძლებელია მუდმივი კამათი ახლო ადამიანთან, მაგრამ სწრაფად შერიგება.

15. გამოარჩევს მისტიკური გონება, რომელსაც უამრავი თავგადასავალი ელის. ის დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია.

16. ადამიანი მსგავსი ხალით — დაბადებიდან ბუნებით მშობელია.

17. მაჩვენებელია მიმზიდველობის, ასევე სკანდალური მოვლენებისკენ სწრაფვის. მსგავს ადამიანს უყვარს მრავალფეროვნება, მაგრამ თუ დაქორწინებას გადაწყვეტს, კავშირს ძალიან სერიოზულად უყურებს.

18. მიუთითებს მგრძნობელობაზე, ორიგინალურობასა და არაორდინალურ შემოქმედებით შესაძლებლობებზე.

19. გვიყვება ერთადერთი დიდი სიყვარულის წყურვილზე, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

20. მიუთითებს ადამიანის ცუდ ხასიათსა და დეპრესიისკენ მიდრეკილებაზე.

21. ცვალებადი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსეა ჩახლართული კავშირებით.

22. მიუთითებს ურთიერთობაში ღალატისკენ მიდრეკილებაზე.

23. ადამიანი, რომელიც დაჯილდოვებულია საღი გონებით, და მოწესრიგებულობით. მიილტვის როგორც სულიერი, ისე მატერიალური ზრდისკენ.

24. მყიფე ფსიქიკა და ჯანრმთელობა აქვს, რომელიც დაცვას საჭიროებს.

25. სურვილი შექმნას ოჯახი. ადამიანი კონსერვატორული შეხედულებებით.

ხალების მიხედვით სახე სამ ზონად უნდა გავყოთ: ზედა (შუბლი), შუა (წარბი და ცხვირი) და ქვედა (ტუჩები და ნიკაპი). თითოეული ზონა ადამიანის კონკრეტულ ცხოვრების პერიოდს ასახავს – ახალგაზრდობას, მოზრდილობას და სიბერეს.

ამის მიხედვით გაიგებთ ცხოვრების რომელ პერიოდში გელით ბედისწერის უეცარი გარდატეხა.

ხალები სხეულზე

ამობურცული ხალი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრებაში საოცარი რამეები მოხდება. მათი მხრებზე განლაგება თამამ ხასიათზე მიუთითებს. ხალები იღლიაში კი ტოტალურ თავდაუჯერებლობაზე.

თუ ხალი მკერდის გარშემოა განლაგებული, ის რთულ და უკომპრომისო ხასიათზე მიუთითებს. თუ პირდაპირ მკერდზე, ბადებს დიდ ინტერესს საპირისპირო სქესში.

ხალები ზურგზე ადამიანს აფრთხილებენ უეცარ, დაუფიქრებელ ქმედებებზე. ხალები დუნდულებზე – ბედის შეგუებას და დამორჩილებას ასახავს. თეძოებზე ნაყოფიერებას.

ფეხებზე კი ბავშვობის სირთულეებზე მიუთითებს, რომლებიც ადამიანს ზრდასრულ ასაკში შეუძლია რომ გადაჭრას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: