მთავარი რჩევები საკვები, რომლის მიღებაც აკრძალულია ამა თუ იმ წამლის დალევის დროს

საკვები, რომლის მიღებაც აკრძალულია ამა თუ იმ წამლის დალევის დროს

by guramus

ბრონქოლიტები (სამკურნალო პრეპარატები)

(ინიშნება ბრონქიტისა და ფილტვების სხვა დაავადებების დროს)

  • წამლები: თეოფილინი, ალბუტეროლი.
  • შესღუდეთ: საკვები და სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს

ზემოთ ნახსენები წამლები ახდენენ ნერვული სისტემის სტიმულირებას. ნერვული აშლილობის თავიდან ასაცილებლად, ამ წამლების მიღებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ საკვები და სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს.განსაკუთრებით გაფრთხილდით თეოფილინის მიღებისას.

 

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

(ინიშნება გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად  და თირკმლის დაავადებების დროს)

  • წამლები: კაპტოპრილი, ენალაპრილი, რამიფრილი.
  • შეზღუდეთ: კალიუმით მდიდარი საკვები.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები ზრდის კალიუმის რაოდენობას სისხლში, რომელმაც თავის მხრივ, შეიძლება არითმია და ქოშინი გამოიწვიოს. ამიტომ, ამ პრეპარატების მიღებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ ბანანი, კარტოფილი, სოიო, ისპანახი.

ანტიარითმული პრეპარატები

(ინიშნება გულის უკმარისობის დროს)

  • წამალი: დიგოქსინი
  • შეზღუდეთ: ძირტკბილა

ძირტკბილა შეიცავს გლიცერინის მჟავას, რომელმაც დიგოქსინთან ურთიერთქმედების შედეგად გულის შეტევა ან გაჩერება გამოიწვიოს. ეს ნივთოერება ასევე არის ტკბილეულში და ლუდში.

 

ტკივილგამაყუჩებლები

 (ინიშნება კუნთების და სხვა ორგანოების ტკივილის დროს)

  • წამალი: იბუპროფენი
  • შეზღუდეთ: გაზიანი სასმელები

იბუპროფენი შეუთავსებელია ტკბილ გაზიან სასმელებთან. ნატრიუმის დიოქსიდი და მჟავა, რომელსაც გაზიანი სასმელები შეიცავს, იბუპროფენთან შერევის შემდეგ ზრდის მოწამვლის რისკს.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: