მთავარი კულინარია ნატრიუმის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ანუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს მარილის?

ნატრიუმის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ანუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს მარილის?

by Keti

ჩვენი ორგანიზმი აწყობილი მექანიზმია, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება. აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობა მას დიდ ზარალს აყენებს, რაც გამოიხატება ცალკეული ორგანოს მუშაობის დარღვევაში. ყველასთვის ცნობილია კალციუმისა და კალიუმის როლი ორგანიზმის მუშაობისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ სხვა ნივთიერებასაც.

ნატრიუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენს ორგანიზმში ის ყველაზე ხშირად ხვდება საჭმელი სოდის ან მარილის საშუალებით. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ მოქმედებს ნატრიუმის დეფიციტი ან სიჭარბე ადამიანის ორგანიზმზე და რომელი პროდუქტები უზრუნველყოფს მას ამ მიკროელემენტის დღე-ღამური ნორმით.

ნატრიუმის როლი ადამიანის ორგანიზმში

ნატრიუმი ყველა ქსოვილსა და ორგანოშია. მისი მთავარი ამოცანა არის ორგანიზმში სითხის რეგულაცია. გარდა ამისა, ნატრიუმი იცავს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და პასუხს აგებს გლუკოზის ტრანსპორტირებაზე.

თირკმლების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, სისხლძარღვების, კუნთების გამართული მუშაობა პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ელემენტის რაოდენობასთან. ნატრიუმი აკავებს წყალს ორგანიზმში და იცავს მას სითხის ზედმეტი დანაკარგისგან. თუმცა ამავე დროს ის კალიუმთან ერთად ხელს უშლის სითხის ზედმეტი რაოდენობის შეკავებასაც.

ნატრიუმის უკმარისობა

ნატრიუმის დეფიციტი საკმაოდ იშვიათია, ვინაიდან მარილს პრაქტიკულად ყველა იყენებს. ხშირად ასეთი დიაგნოზი დაკავშირებულია სპეციფიურ სამუშაოსთან ან რომელიმე დაავადების შედეგია.

ნატრიუმის დეფიციტის ტიპური სიპმტომებია: კანის სიმშრალე და მისი ელასტიურობის დაკარგვა, უმადობა, გულისრევა და პირღებინება, წყურვილი, ჰიპერტონია, ძილიანობა, აპათია, თირკმლის მუშაობის დარღვევა, შემცივნება, ნერვული სისტემის პრობლემები, კუნთების სისუსტე. ნატრიუმის ხანგრძლივი დეფიციტის შედეგად ხდება ორგანიზმის გაუწყლოვანება, რაც ძალიან საშიში დაავადებაა.

ნატრიუმის სიჭარბე

მლაშე საკვების მოყვარულთათვის ნატრიუმის სიჭარბე პრაქტიკულად გარანტირებულია, ეს კი იწვევს ჰიპერტონიას, აგრესიულობას, შაქრიან დიაბეტს, თირკმლის მუშაობის დარღვევას, ჩნდება შეშუპება და ადგილი აქვს ძლიერ ოფლდენას. შედეგები თავიდან შეუმჩნეველია, მაგრამ საბოლოოდ ისინი შეუქცევადი ხდება.

ნატრიუმის სიჭარბის დადგენის მიზნით ჩაატარე ასეთი ექსპერიმენტი: აიწონე და შემდეგ სამი დღე უარი თქვი მარილზე, თუმცა ჩვეული რეჟიმი შეინარჩუნე და შემდეგ კვლავ აიწონე. თუ ამ დროის განმავლობაში წონა ერთ კილოგრამზე მეტად შემცირდება, ესე იგი, ნატრიუმის სიჭარბე გაქვს. მის გამოდევნაში დაგეხმარება საკმაო რაოდენობის წყლის სმა.

ნატრიუმის დღეღამური ნორმა

ადამიანის ორგანიზმისთვის ინდივიდუალურად საჭირო ნატრიუმის ოპტიმალურ რაოდენობას ადგენს მხოლოდ სპეციალისტი. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებასა და სხვადასხვა თანმხლებ ფაქტორზე. მაგალითად, სპორტსმენებმა და მათ, ვისაც მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება უწევს, მარილის დღიური ნორმა უნდა გაზარდონ, ხოლო თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების მქონეებმა, ასევე მათ ვინც, გაცხიმოვნებისა და ჰიპერტონიის პრობლემის წინაშე დგას, პირიქით, უნდა შეამცირონ.

თუმცა, არსებობს საყოველთაოდ მიღებული ციფრი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნორმალურ პირობებში მუშაობენ. ნატრიუმის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-15 გ საჭმელ მარილს დღეში.

რომელი პროდუქტები შეიცავს ნატრიუმს

მარილისა და სოდის გარდა ნატრიუმს შეიცავს მრავალი სხვა პროდუქტი. ორგანიზმი ამ ელემენტით რომ უზრუნველვყოთ, საკმარისია, რაციონში ჩავრთოთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, არტიშოკი, ზღვის პროდუქტები, ზღვის კომბოსტო, პომიდორი, ცხოველის თირკმლები და ტვინი, რძე, ხაჭო, ნიახური.

თუ თქვენი რაციონი კარგად არის დაბალანსებული და შეიცავს ყველა აუცილებელ პროდუქტს, ამ შემთხვევაში უნდა შეამციროთ საჭმელი მარილის მოხმარება. სწორი კვება შეუნარჩუნებს ყველა მნიშვნელოვანი მიკროელემენტის ბალანსს თქვენს ორგანიზმს და დაგეხმარებათ, რომ თქვენი სხეული მუდმივად ტონუსში იყოს.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს სოცქსელებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: