მთავარი ადამიანები 20 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი მშობლებს აღარ ელაპარაკება, რადგანაც მათ სოციალურ მედიაში ფოლოვერები არ ყავთ

20 წლის ინტერნეტ ვარსკვლავი მშობლებს აღარ ელაპარაკება, რადგანაც მათ სოციალურ მედიაში ფოლოვერები არ ყავთ

by guramus

ბევრს საუბრობენ მილენიალებსა და მათ პრიორიტეტებზე. სოციალური მედიის ბუმის წყალობით, მათი დიდი ნაწილი პოულობს უფრო და უფრო მეტ რამეს ინტერნეტ სივრცეში.

ისეთი ცნებებით როგორებიცაა ინსტა-ვარსკვლავი, ინსტაგრამის მოდელი, იუთუბერი, ინტერნეტ სენსაცია და ა. შ. ბევრ მილენიალს აქვს თვითკმაყოფილების განცდა. სოციალური მედია გამოხატავს მათ ისე, როგორც თავად სურდათ. მაგრამ, ნიშნავს ეს იმას, რომ ზურგი უნდა აქციო ყველაფერს, რაც სოციალურ მედიას არ უკავშირდება? ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს ასეა.

“ზედმეტად მაგარი, რომ და ადარდებდეს”

როცა 20 წლის ლარზმა უეცარი ინტერნეტ პოპულარობა მოიხვეჭა, განაცხადა რომ მისთვის აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა, მათ შორის ოჯახს.

ლარზი ინტერნეტში 1 ვიდეოს გამო გახდა პოპულარული, რომელიც გავირუსდა. ერთ-ერთ შოუში მან ამაყად განაცხადა, რომ ოჯახს აღარ ელაპარაკება, არც მშობლებს.

მისი აზრით, მისი ოჯახი “შეუფერებელი” და უმნიშვნელოა, რადგანაც არ ჰყავთ სოციალურ ქსელში მიმდევრები, ისევე როგორც მას. წამყვანმა გაკიცხა ის მსგავსი დამოკიდებულების და საკუთარ დედასთან არ ლაპარაკის გამო.

“შეგიძლიათ მითხრათ რაზე უნდა ველაპარაკო დედაჩემს? ის მე მნიშვნელოვანს ვერ გამხდის.” – უპასუხა ლარზმა.

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ვაჟიშვილისგან ამის მოსმენას რომელიმე დედა ისურვებდა.

როგორ გავუმკლავდეთ გაუცხოებულ შვილთან ურთიერთობის სირთულეს?

შესაძლებელია მოზრდილ ასაკში მოხდეს ოდნავი დისტანცირება, მაგრამ რა უნდა ქნა როცა შვილი შენზე საერთოდ უარს ამბობს?

ორგანიზაცია “მშობლების გაძლიერების” მიხედვით, ერთი რამ რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ – უარი თქვათ და ჩაიწყვიტოთ თავადაც საპასუხოდ. ნუ შეწყვეტთ შვილებამდე მიღწევას და იმის შეტყობინებას, რომ მათთვოს მუდამ არსებობთ.

ხანდახან გაუცხოება დროებითია და მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე გჭირდებათ. გამოიჩინეთ მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ შვილის მიერ ზურგშექცევა თქვენთვის ძალიან რთული იქნება.

იყო მშობელი, ხანდახან შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. მაგრამ მუდმივი სიყვარული და გაგება ყველაფერს გამოასწორებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: