მთავარი კულინარია ვაშლის სამარხვო სოუსის რეცეპტი

ვაშლის სამარხვო სოუსის რეცეპტი

by Keti

ყველამ იცის, რომ მაიონეზი, თუნდაც სახლის ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული, არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. ამავე დროს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსია სხვადასხვა სალათისთვის, და არა მხოლოდ სალათისთვის.

დღეს ჩვენ მოგიყვებით მაიონეზის ღირსეული ალტერნატივის შესახებ, რომელიც დიდი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სალათებში, ასევე ცხელ კერძებშიც. ამისთვის საკმარისია, რომ კვერცხის გული შეცვალოთ ვაშლის პიურეთი და მიიღებთ კლასიკურ მაიონეზზე ბევრად მსუბუქ სოუსს, რომელიც გემოთი არაფრით არ ჩამოუვარდება მას. ზოგისთვის შესაძლოა უფრო გემრიელიც აღმოჩნდეს.

ვაშლის სოუსის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სამი ცალი მჟავე ვაშლი
  • ერთი ს. კ. მზა მდოგვი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • 1,5 ჩ. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ასი მლ ზეთი

მომზადება

1. პირველ რიგში ვაშლი გარეცხე და გაფცქვენი.

2. გამოაცხე ის ღუმელში, სანამ არ დარბილდება.

3. ვაშლის რბილობი გახეხე ბადეზე.

4. ათქვიფე ვაშლის პიურე ბლენდერით.

5. დაამატე მას მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი. შემდეგ კვლავ კარგად ათქვიფე.

6. იმისათვის, რომ სოუსი მომზადების დროს არ აიჭრას, წვრილი ჭავლით ჩაასხი მასში ზეთი. უმჯობესია, რომ ეს რამდენიმე ჯერზე გააკეთო.

7. ვაშლის მაიონეზი მზად არის, გემრიელად მიირთვით!

ვაშლის სოუსი გამოდის ძალიან ჰაეროვანი, რბილი და გლუვი. ის ვაშლის პიურეზე ბევრად ღია ფერის არის და სულ სხვა კონსისტენცია აქვს. თქვენი ოჯახის წევრები ვერაფრით ვერ მიხვდებიან, თუ რისგან მოამზადე ეს განსხვავებული მაიონეზი.

გულახდილად თქვით, რას უშვრებით კონსერვირებული ბარდის ან ლობიოს ხსნარს? ღვრით მათ? მეორედ ასე აღარ გაკეთოთ! ეს ხომ ძალიან ფასეული სოუსის ფუძეა. ის კარგად ითქვიფება, კვერცხის ცილაზე უკეთესადაც კი, და მისგანაც შეგიძლიათ შესანიშნავი სამარხვო სოუსის მომზადება!

აუცილებლად გაუზიარეთ ჩვენი ახალი და ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: