მთავარი კულინარია აიღეთ 6 ცალი კარტოფილი და 300გრ ფარში, რათა მოამზადოთ ქათმის ბლინები კარტოფილით

აიღეთ 6 ცალი კარტოფილი და 300გრ ფარში, რათა მოამზადოთ ქათმის ბლინები კარტოფილით

by Keti

წლის ცივ დროს კარტოფილის რეცეპტები პოპულარობის პიკზე იმყოფება. თუმცა ამ ბოსტნეულის ერთი და იგივე კერძი შესაძლოა მოგბეზრდეთ, ამიტომ აქაც აუცილებელია მრავალფერვნება. დარწმუნებულები იყავით, რომ კარტოფილით კიდევ მრავალი კერძის მომზადებაა შესაძლებელი.

სულ არ არის აუცილებელი კარტოფილის მიტანა გარნირის სახით, თუნდაც ის უჩვეულო მეთოდით იყოს მომზადებული. გარდა ამისა, სინჯეთ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით ქათმის ფარში და კარტოფილი წვნიან და ნოყიერ კერძად გარდაიქმნება.

კარტოფილის რულეტი თავისებურად განსხვავებული კერძია. მოამზადე რამდენიმე ასეთი რულეტი და გამოაცხე ისინი ყველთან ერთად, ჩვენი რეცეპტის დახმარებით შენ მიიღებ იტალიური კანელონის მსგავს კერძს. უბრალოდ მაკარონის ნაცვლად გექნება კარტოფილის ცომი.

ინგრედიენტები

  • ექვსი ცალი კარტოფილი
  • ორი ცალი ხახვი
  • 30 გ მწვანილი
  • სამი ს. კ. არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 300 გ ქათმის ფარში
  • 150 გ მაგარი ყველი
  • ოთხი ს. კ. ფქვილი

მომზადება

1. კარტოფილი გაფცქვენი, გარეცხე და გახეხე მსხვილ სახეხზე. ერთი ცალი ხახვი დაჭერი თხელ ნახევარრგოლებად და შეურიე კარტოფილს. დაამატე ერთი ათქვეფილი კვერცხი, ერთი კოვზი არაჟანი, ფქვილი, მარილი, პილპილი და კარგად აურიე. ეს არის კარტოფილის ცომი.

2. მოამზადე დრანიკები (კარტოფილის ბლინები): ერთი ჩამჩა ცომი გაანაწილე წინასწარ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვი ნახევრად ორივე მხრიდან. ასეთი ბლინი გამოვა შვიდი ან რვა ცალი.

3. ქათმის ფარშში დაამატე მეორე ხახვი, რომელიც დაჭრილი იქნება წვრილ კუბებად, ასევე დაჭრილი მწვანილი და მარილი. ეს არის შიგთავსი. ის კარგად აურიე და ყოველ ბლინზე მოათავსე ერთი ან ორი კოვზი ფარში. გადაანაწილე ზედაპირზე თანაბრად და გადაახვიე რულეტის სახით.

4. რულეტები დაალაგე პერგამენტჩაფენილ საცხობ ფორმაზე, წაუსვი არაჟანი და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ოცი წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღე საცხობი ფორმა, რულეტს მოაყარე გახეხილი ყველი, კვლავ შედგი და აცხე ისევ 15 წუთის მანძილზე.

ეს კარტოფილის გამომცხვარი კერძი გამოდის ძალიან წვნიანი და გემრიელი. არაჟნის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო მაიონეზი ან ბეშამელის სოუსი (მის მისაღებად ერთი ლ რძე ადუღე 15 წუთის განმავლობაში, ჩაამატე მასში ორი ს. კ. მოხარშული ცომი ან ფქვილი და კარგად აურიე).

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ კერძის მომზადება შესაძლებელია დიდი რაოდენობით, შემდეგ კი ის შეგიძლია დაჭრა საპორციე ნაჭრებად მეორე თავი სადილისთვის ან მიიტანოთ სუფრასთან საუზმის სახით! გემრიელად მიირთვით!

აბა როგორ მოგეწონათ ასეთი კარტოფილის ბლინები შიგთავსით? დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რეცეპტი საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს სიაში! გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: