რეცეპტი: აი, როგორ მოვამზადოთ კექსი წყალზე

by maia

კექსი ყველასთვის მისაღები ნამცხვარია, უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ის შეიძლება სხვადასხვა დიეტის დროსაც კი მივიღოთ, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ინიშნება და არა წონაში დასაკლებად. მით უფრო, თუ კექსი წყალზეა დამზადებული და არ შეიცავს ზედმეტ ცხიმსა და კრემს. დღეს ჩვენ გთავაზობთ ასეთი მსუბუქი კექსის რეცეპტს, რომელიც წარმოშობით ჩეხურია და მას ,,პრაღული გროში” ჰქვია.

ამ ნამცხვრის სახელი მოიცავს მასში შემავალი ინგრედიენტების ბიუჯეტურ ნაკრებს და ჩეხურ სამზარეულოს. გაგიკვირდებათ და იტყვით, როგორი იქნება კექსი, თუ მასში არც რძეა და არც კარაქი?! მაგრამ ეს ასეა და ამასთან ნამცხვარი გამოდის უფრო გემრიელი, ჰაეროვანი და, ფაქტობრივად, უწონო.

როგორ მოვამზადოთ კექსი წყალზე

დღეს მოგიყვებით, როგორ მოვამზადოთ კექსი ,,პრაღული გროში”, რომლის შიგთავსადაც ამჯერად ალუბალს ვიყენებთ.

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 150 მლ ზეთი
  • 150 მლ წყალი
  • ოთხი ცალი კვერცხი
  • ერთი ჭიქა უკურკო ალუბალი
  • 1,5 ჩ. კ. ცომის გამაფხვიერებელი
  • ორი ს. კ. შაქრის პუდრა (მოსაყრელად)

მომზადება

1. აიღე ოთხივე კვერცხი და გააცალკევე ცილები გულებისგან. ცილები ათქვიფე მკვრივი ქაფის მიღებამდე, ხოლო გულები კი ცალკე ჭურჭელში ათქვიფე შაქართან ერთად, ქაფის წარმოქმნამდე.

2. არ შეწყვიტოთ თქვეფა და ისე ჩაამატეთ გულებში ზეთი და წყალი. შემდეგ ჩაყარე გაცრილი ფქვილი და ცომის გამაფხვიერებელი.

3. ცომში ჩაამატე ცილა და ფრთხილად აურიე. ის გამოდის ოლადების ცომის მსგავსი კონსისტენციის.

4. ფორმას წაუსვი ცხიმი და მოაყარე ფქვილი, ჩაასხი მასში ცომის ნახევარი, ზემოდან კი დააწყე კურკაგამოცლილი ალუბალი. შეგიძლია გამოიყენო გაყინული ალუბალიც, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მოხმარების წინ საჭიროა მისი გალღობა. ამიტომ ხილი ცხობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღე საყინულედან. ალუბალს ზემოდან დაასხი ცომის მეორე ნახევარი.

5. კექსი გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, გამოცხობის პერიოდი არის 45-50 წუთი. მზაობა შეამოწმე ხის ჩხირით.

6. მზა კექსი გამოიღე ღუმელიდან, გააციე და შემდეგ მას მოაყარე შაქრის პუდრა. შეგიძლია მოხარშო შოკოლადის მინანქარი ან შაქრის მინანქარი და შემდეგ მორთო ნამცხვარი ამ ტკბილეულით. ასევე შეგიძლია ზემოდანაც დააწყო ცოცხალი ან გაყინული (გამლხვალი) კენკრა. მოამზადე შენი გემოვნების მიხედვით.

ასე მორთული კექსი უფრო სადღესასწაულო იერს შეიძენს.

აი, ასე, ალუბლის კექსი უკვე მზად არის, გემრიელად მიირთვი! აუცილებლად სცადე კექსის მომზადება ამ რეცეპტით, ასეთი გემრიელი ნამცხვრის გასინჯვის შემდეგ მის წინაშე ყველა ხელს ასწევს! ალუბლის ნაცვლად შიგთავსად შეგიძლია აიღო ნებისმიერი რამ, შენი სურვილის მიხედვით. კენკრა შეგიძლია გამოიყენო გაყინული, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მოხმარების წინ საჭიროა მისი გალღობა.

სხვა დადებითი თვისებების გარდა, ასეთი კექსი რამდენიმე დღე არ კარგავს სიფუმფულეს, ის უბრალოდ საოცარია!

როგორ მოგეწონათ რეცეპტი? აპირებთ მისი გაკეთებას? მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ სოციალური ქსელების მეშვეობით!

0

ასევე დაგაინტერესებთ