მთავარი სილამაზე ინგლისური ნიღაბი ყველა ტიპის სახის კანისთვის: რეცეპტი 500 წლისაა.

ინგლისური ნიღაბი ყველა ტიპის სახის კანისთვის: რეცეპტი 500 წლისაა.

by guramus

კოსმეტიკური ინდუსტრია საოცარი ტემპებით ვითარდება. თითქოს ყველა ამ ექსტრაქტით და მოლეკულით, შრატით, ლოსიონითა და კრემით საბოლოოდ დავივიწყებთ კანის პრობლემებს. სამწუხაროდ ასე არაა.

კანის მოვლის ინოვაციური საშუალება ბევრია, ქალები აგრძელებენ სილამაზის რეცეპტებით სარგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიების დროს იყო ცნობილი. იმიტომ რომ ეფექტურია.

წარმოგიდგენთ გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს. ცნობილია, რომ ანა ბოლეინი, ინგლისის დედოფლის, ელიდაბედ პირველის დედა, მას სახის მოვლისას იყენებდა, რათა კანი უფრო დიდხანს ყოფილიყო ჯანსაღი და სუფთა.

საშინაო მოვლა

მას უბრალოდ სახის ნიღაბს ვერ დავარქმევთ. უფრო მეტად კანის მოვლის პროგრამის ოთხი ეტაპია. სჯობს პროცედურა საღამოს ჩაიტაროთ. ძილის დროს კანი ინტენსიურად აღდგება და ნახლდება. დილით ეფექტი შესამჩნევი იქნება.

დაგჭირდებათ 4 ჭიქა

  • პირველში მოათავსეთ 2 ს. კ. შვრიის ფანტელები და 2 ს. კ. მცენარეული ზეთი. საგულდაგულოდ აურიეთ.
  • მეორეში გახეხეთ 1 ვაშლი ქერქის გარეშე. დაუმატეთ 1 ჩ. კ. ლიმნის წვენი და თხევადი თაფლი.
  • მესამე ჭიქაში ჩაასხით 100 მლ კეფირი ან მაწონი, დაუმატეთ 1 ჩ. კ. ზღვის მარილი. აურიეთ.
  • მეოთხე ჭიქაში მოხარშეთ ძლიერი გვირილის ჩაი.

სილამაზის რიტუალი საღამოს

  1. პირველი ჭიქის შემცველობა დაიდეთ გასუფთავებულ სახეზე, კისერსა და დეკოლტეს არეში. დაიმასაჟეთ კანი მსუბუქი მოძრაობებით. დაიტოვეთ საშუალება კანზე 5 წუთით.
  2. შვრიის მასა არ ჩამოიბანოთ, ზევიდან მეორე ჭიქის შემცველობა დაიდეთ. კიდევ ერთხელ დაიმასაჟეთ კანი და დაიტოვეთ 5-7 წუთით.
  3. ბამბის ტამპონი ჩაალბეთ მესამე ჭიქაში და ჩამოიბანეთ მისით ნიღაბი. კიდევ ერთხელ დაიტენიანეთ კანი მარილიან კეფირში ჩალბობილი ბამბით.
  4. კეფირის ნარჩენები გვირილის ჩაით ჩამოიბანეთ. დაიტენიანეთ კანი თხელი მშრალი ხელსახოცით.

პროცედურის შემდეგ კანი მშვენიერ იერს მიიღებს დატენიანებულს, ხავერდოვანს. სახის ფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ფორები მოწესრიგდება, ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ორჯერ ორი თვის მანძილზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: