მთავარი კულინარია ქათმის ბარკლები ჩაის მარინადში განსაკუთრებით რბილი და გემრიელია. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

ქათმის ბარკლები ჩაის მარინადში განსაკუთრებით რბილი და გემრიელია. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

by Keti

ქათმის ბარკლებს მის სხვა ნაწილებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ ხორცი ჭარბად აქვს და დაბრაწული კანიც შესანიშნავად გამოიყურება. მათი მომზადება ბევრი ხერხით შეიძლება და ყველა ვარიანტი საკმაოდ გემრიელია: მოხარშული, შემწვარი თუ გამომცხვარი. თუმცა არსებობს ბარკლებისა და ზოგადად ხორცის მომზადებაში განსაკუთრებული ხრიკი, რაც მათი მარინადში ჩაყურსვაში გამოიხატება.

ქათმის ბარკლები ჩაის, პაპრიკას და სოიოს სოუსის მარინადში მოთავსებისა და შემდეგ გამოცხობის შედეგად შესანიშნავად იბრაწება და ვერაფრით გაარჩევთ შებოლილი ქათმის ხორცისგან. ჩაის მარინადის წყალობით ბარკლები გამოდის ნაზი, წვნიანი და ძალიან გემრიელი, შესანიშნავი ოქროსფერი შეფერილობით. მომზადება საკმაოდ იოლია, შედეგი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

როგორ მოვამზადოთ ქათმის ბარკლები

ინგრედიენტები

  • 900 გ ქათმის ბარკალი
  • 400 მლ მაგარი შავი ჩაი
  • სამი ს. კ. სოიოს სოუსი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. დაფქული კორიანდრი
  • ერთი ს. კ. პაპრიკა
  • 1/3 ჩ. კ. დაფქული მწარე წითელი წიწაკა
  • ორი ს. კ. ზეთი

მომზადება

1. მაგარ ჩაიში (ნაყენში) გახსენი შაქარი, დაამატე სოიოს სოუსი, პაპრიკა, კორიანდრი, წითელი დაფქული წიწაკა და ზეთი. კარგად აურიე.

2. ქათმის ბარკლები ჩაალაგე შესაფერის ჭურჭელში. მანდვე ჩაასხი ჩაისა და საკმაზის მარინადი.

3. ჭურჭელს დააფარე საკვები ცელოფანი და ბარკლები შედგი მცივარში დასამარინადებლად მინიმუმ ოთხი საათის მანძილზე, ან უფრო უკეთესი, მთელი დღე-ღამის განმავლობაში.

4. ამის შემდეგ ბარკლები ამოიღე მარინადიდან და დააწყე პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხე 45 – 60 წუთის მანძილზე.

5. მზა ბარკლები გემრიელია როგორც ცივი, ასევე ცხელი სახით.

ქათმის ბარკლები მარინადში მზადაა! გემრიელად მიირთვი!

თუ ქათმის ბარკლების მოხარშვის, შეწვის და გამოცხობის ყველა რეცეპტი ათვისებული გაქვს, ხოლო მაინც რაღაც განსხვავებულის გაკეთება გსურს,  სცადე მათი მომზადება ასეთი სახით: ქათმის ბარკლები გამოაცხე კარტოფილის პიურესა და ცომში. ეს კერძი ერთი გასინჯვით შეგიყვარდება.

როგორ მოგეწონათ ჩვენი დამარინადებული ქათმის ხორცის რეცეპტი? თქვენ როგორ მარინადს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს სოცქსელებით! ისინი მადლიერები დაგრჩებიან!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: