მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ორაგულის სუფი

როგორ მოვამზადოთ ორაგულის სუფი

by Keti

ზღვის პროდუქტები ყველა ადამიანის რაციონში უნდა იყოს. ისინი ადვილად შეთვისებადი იოდის საუკეთესო წყაროა. კვების ასეთი გეგმის განხორციელება შესაძლებელია რაციონში თევზის სუფების საშუალებითაც. ისინი მაღალი კვებითი ღირებულების არის და აუცილებლად შეიტანს თქვენს რაციონში მრავალფეროვნებას.

ჩვენ გირჩევთ, რომ სუფისთვის გამოიყენოთ ორაგულის ან სიომგას ფილე. თევზის სუფი შეგიძლიათ მოამზადოთ ყველით და ასეთ შემთხვევაში ის ნამდვილი სარესტორნე კერძი გამოვა.

ორაგულის სუფი

აი, რა დაგჭირდება იმისთვის, რომ მოამზადო ორაგულის ყველიანი სუფი ოთხ პორციაზე.

ინგრედიენტები

  • ერთი ლ წყალი
  • 300 გ ორაგულის ფილე
  • ოთხი ცალი კარტოფილი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 300 გ მდნარი ყველი
  • 10 მლ ზეითუნის ზეთი
  • ერთი კონა ახალი კამა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 350 მლ ქათმის ბულიონი

მომზადება

1. თავიდან მოამზადე თევზი, მოაჭერი მას კუდი, თავი, ფარფლები. თუ ფილე გაქვს, დაჭერი ის პატარა კუბებად.

2. გაფცქვენი კარტოფილი, გარეცხე და დაჭერი იმავე ზომის კუბებად.

3. სტაფილო გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე. ხახვი კი დაჭერი წვრილად. გააცხელე ტაფა, რომელშიც ასხია ზეითუნის ზეთი და შეწვი მასში ხახვი და სტაფილო.

4. წყლიანი ქვაბი დადგი ცეცხლზე, ჩაყარე მასში თევზის კუდი, ფარფლები და თავი. დააფარე ხუფი და მიიყვანე ადუღებამდე.

5. შემდეგ ნახარშიდან ამოიღე თევზის ნაწილები და დაამატე მას ქათმის ბულიონი. როცა ადუღდება, ჩაყარე ქვაბში კარტოფილი და ნახევრად რომ მოიხარშება, ჩაყარე მასში მოშუშული ხახვი და სტაფილო.

6. ადუღებიდან სამი წუთის შემდეგ ბულიონში ჩაყარე თევზის კუბები, ჩააყარე მარილი და პილპილი გემოვნებით და შემდეგ დაამატე მდნარი ყველი და კამა.

7. სუფრასთან მიიტანე თბილ ფუნთუშებთან ერთად. გემრიელად მიირთვი!

ბევრ ადამიანს უკვირს, რომ რეცეპტში ქათმის ბულიონი ერევა თევზის ნახარშს. ეს უჩვეულო ტანდემი სუფს აძლევს განსაკუთრებულ არომატს. ასეთი კერძი ჩვეულებრივი სუფის სადღესასწაულო ვარიანტია, რომელიც მზადდება უფრო იშვიათად, მაგრამ დიდხანს გვამახსოვრდება.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: