მთავარი კულინარია ფეიხოას არომატული მურაბის მომზადების საიდუმლო რეცეპტი

ფეიხოას არომატული მურაბის მომზადების საიდუმლო რეცეპტი

by Keti

ფეიხოა არის მსხვილი ტროპიკული კენკრა. მისი კანი შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, ამიტომ ფეიხოა სარგებლობის მიხედვით შეგვიძლია შევადაროთ ზღვის პროდუქტებს.

ფეიხოას კანიდან იოდი იოლად შეითვისება და ასევე ეს ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისითა და პექტინით

ფეიხოას მურაბა 

ფეიხოას მურაბა ხარშვის გარეშე მალე მზადდება და მას აქვს მარწყვის გემო და ძალიან უხდება ტოსტებს. ეს მურაბა აუცილებლად უნდა მოამზადოთ, ის თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ნუგბარი პირველივე ლუკმიდან შეგიყვარდებათ.

ინგრედიენტები

  • ერთი კილო შაქარი
  • ერთი კილო ფეიხოა
  • 300 გ ბერძნული კაკალი

მომზადება

1. გარეცხე ფეიხოა კარგად, ყოველ ნაყოფს წააჭერი ყუნწი ისე, რომ კანი არ მიაყოლო.

2. კენკრა გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში წვრილად.

3. მიღებული ფაფა შეურიე შაქარს და წვრილად დაჭრილ ნიგოზს.

4. მურაბა მოათავსე ქილებში და დააცადე, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ ის შედგი მაცივარში. გემრიელად მიირთვი!

ახლა გთავაზობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ფეიხოას მურაბა კონფიტიურის სახით.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კილო ფეიხოა
  • 250 გ შაქარი
  • ნახევარი ლ მდუღარე წყალი
  • ორი ჩ. კ. კონიაკი

მომზადება

1. კარგად გარეცხე ფეიხოა და გაფცქვენი. თუმცა ქერქი არ გადაყარო. გაფცქვნილი კენკრა მოათავსე ცივ წყალში.

2. ქვაბში ჩაყარე შაქარი და დაასხი მას ერთი ს. კ. წყალი. დაბალ ცეცხლზე მიიყვანე კარამელის კონსისტენციამდე.

3. ახლა აუცილებელია გამდნარ შაქარში დაამატო მდუღარე წყალი და ფეიხოას ნაფცქვენი. სეროფი მიიყვანე ადუღებამდე და შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშე რვა წუთი. ამის შემდეგ აუცილებელია მისი კარგად გადაწურვა.

4. მიღებულ სეროფში ჩაყარე გაფცქვნილი ფეიხოა და ხარშე დაახლოებით ნახევარი საათი. ხარშვის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მურაბაში ჩაასხი კონიაკი.

5. კონფიტიური შეგიძლია მოხუფო ქილებში ან მიირთვა მომზადებისთანავე. გემრიელად მიირთვი!

იმედი გვაქვს, რომ ეს მურაბები თქვენი საშემოდგომო სამზადისის კოლექციის ნამდვილი მარგალიტი გახდება. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: