მთავარი რჩევები როგორ იკვებებიან რეალურად ბალერინები და რაშია მათი ფიცარივით სხეულის საიდუმლო?

როგორ იკვებებიან რეალურად ბალერინები და რაშია მათი ფიცარივით სხეულის საიდუმლო?

by guramus

თუ წონის პრობლემა გაქვთ, უამრავი დიეტა სცადეთ და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ, გასწავლით როგორ დაიკლოთ წონაში. გამოსავალი სწორად კვებაშია. გთავაზობთ ნიუ იორკის საბალეტო დასის ექიმის ჯო ბაუერის მიერ შემუშავებულ დიეტას, რომელსაც ბალერინები იყენებენ. თუ მოგწონთ მათი ფიცარივით სხეული და გსურთ მსგავსი შედეგის მიღწევა, წაიკითხეთ სტატია ბოლომდე.

ჯო ბაუერის ცნობით, არ არის საჭირო თავი მოვიკლათ შიმშილით. შიმშილი არ გვაკლებს ზედმეტ კილოგრამებს. პირიქით, უარეს შედეგს იძლევა. წარმოიდგინეთ 1 კვირიანი უჭმელობის შემდეგ რომ მიირთმევთ საჭმელს, ორგანიზმი როგორ შეისრუტავს მას.

წარმატებული ბალერინების დღის რაციონი შემდეგნაირად გამოიყურება:

საუზმე

ყველაზე მნიშვნელოვანია დღის სწორად დაწყება. ექიმის თქმით, ბალერინებს ურჩევს არ მიირთვან მარცვლეულის პროდუქტები. რადგან ისინი გლუკოზას შეიცავენ დიდი რაოდენობით. გლუკოზა კი დროებით ანაყრებს ორგანიზმს. 1-2 საათის შემდეგ კი ისევ გვშივდება.

ბაუერი გვირჩევს, რომ დილა პროტეინებით დავიწყოთ. პროტეინი ორგანიზმს გაღვიძებაში ეხმარება. საუკეთესო საკვები დილისთვის კვერცხი და იოგურტია. ორივე პროტეინით მდიდარი საკვებია.

ლანჩი

შუადღით მსუბუქად უნდა დანაყრდეთ. ბალერინები სალათს მიირთმევენ, რომელიც პროტეინებით და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი. სალათი შეგიძლიათ ბოსტნეულით, მოხარშული თევზით ან ქათმით, კვერცხით ან/ და ლობიოთი მოამზადოთ. ანუ გამოიყენეთ ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი პროდუქტი, რომელიც მდიდარია პროტეინებით.

 

სადილი

დამღლელი დღის შემდეგ ორგანიზმს დასვენება და საჭირო ნივთიერებებით მომარაგება ჭირდება, რათა მეორე დღეს ისევ მოგემსახუროთ. ამიტომ მიირთვით პროტეინებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები. ძალიან სასარგებლოა ქათმის ფილე, ძროხის ხორცი, ბოსტნეული, ბრინჯი. მიირთვით პროტეინებით მაქსიმალურად მდიდარი საკვები. გახსოვდეთ, თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის პროტეინს მიაწოდებთ, მას არასოდეს მოშივდება.

ჯო ბაუერის თქმით, რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ ტკბილეული და ცომეული. დაივიწყეთ ნაყინი, შოკოლადი, ნამცხვრები და ტორტები. თუ გსურთ იყოთ გამხდარი და მოდური, გაიღეთ მსხვერპლი. გახსოვდეთ რაღაც უნდა დათმო, რომ მიიღო სანაცვლოდ რისი მიღებაც გინდა.

გისურვებთ სასურველი შედეგი მალე მიგეღწიოთ <3 ჯენიუსი თქვენს გვერდით არის :*

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: