მთავარი აგრონომია როგორ გავზარდოთ დაფნის ფოთოლი სახლში

როგორ გავზარდოთ დაფნის ფოთოლი სახლში

by guramus

ყველა ვოცნებობთ აგარაკზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ რაღაცეების გაზრდა ბინაშიც შეიძლება. საკმარისია მოათავსოთ და გაზარდოთ დაფნის ხე სწორად, რომ ამაში დარწმუნდებით.

ისინი ვინც ხშირად იყენებენ დაფნის ფოთოლს ბულიონსა თუ ჩაიში, ამ პრაქტიკულ ხერხს ნამდვილად დააფასებენ.

დაფნის ხე ხმელთაშუაზღვის მთელ სანაპიროზე იზრდება. უძველესი დროიდან ის წმინდა ხედ ითვლებოდა და აპოლონის ხელოვნების დამფასებლები აცხადებდნენ, რომ მცენარე მხატვრებსა და პოეტებს შთააგონებს.

ბერძნები ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით. რომის იმპერიაში მსგავსი პატივისცემით იმპერატორები სარგებლობდნენ. ფენშუის მიხედვით დაფნა ცხოვრების ძალაა, თვდაჯერების წყარო.

დაფნის ფოთოლი ნებისმიერი სახლისთვის გამოდგება. თავისთვის დამახასიათებელი სურნელით არამხოლოდ სახლს მორთავენ, არამედ ვირუსებსა და ბაქტერიებს გაანადგურებენ. დაფნის ფოთლების ნახარში აუმჯობესებს საჭლის მომნელებელ სისტემას და აღძრავს მადას.

დაფნა ფანჯრის რაფაზე

მარცვლეულის მომზადება

იმისთვის, რომ ღერებმა თბილ და გრძელ დღეებს მოუსწრონ, დარგეთ მარცვლები შემოდგომაზე ან ადრე ზამთარში. გრუნტში გადარგვამდე აუცილებელია სკარიფიკაცია. ამისათვის გამოიყენეთ ქაღალდი ან დაფხაჭნეთ დანით.

ამის შემდეგ დაალბეთ რამდენიმე დღით თბილ წყალში. როცა მარცვლები გაშრება, მოათავსეთ დატენიანებული კალცინირებული ქვიშის ჭიქაში 1 სანტიმეტრ სიღრმეზე.

გადააფარეთ პარკი და დატოვეთ თბილ და ნათელ ოთახში. დროდადრო ქვიშა მორწყეთ. როცა მცენარეზე 3-4 ფოთოლი გაჩნდება, შეგიძლიათ გადარგოთ.

ღეროების გამრავლება

სულაც არაა რთული გაზარდოთ დაფნის ფოთოლი ტოტისგან. მოაჭერით ბუჩქს 20-25 სანტიმეტრი ღერო.

გაყავით ტოტებზე ორი, სამი ფოთოლი, დაბალი ფოთლები მოაჭერით.

გადარგეთ ტოტი სველი ქვიშით სავსე ჭიქაში, ან გაჭერით ბოთლი შუაზე.

კვირაში 2-3- ჯერ უნდა მორწყათ. ფესვის გადგმა მოხდება 3-4- თვეში, რის შემდეგადაც შეგიძლიათ ქოთანში გადარგვა.

ნერგის გადარგვა

შეავსეთ ქოთანი დრენაჟის ფენით, ტორფის ხავსის ნაწილით, სასუქის ორი ნაწილით. მაღაზიაშ იყიდება მზა სუბსტრატი. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო მაღალი გაიზრდება ნერგი.

გადარგვის შემდეგ მოათავსეთ ქოთანი დაფნით ისეთ ადგილას, სადაც გაფანტული განათება ან ნახევრად ჩრდილი იქნება. ნუ მიუშვერთ პირდაპირ მზის სხივებს.

მოვლა

დაფნის გაზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 15-20 გრადუსია ზაფხულში, 10-12 გრადუსი ზამთარში. დაფნას ტენიანი ჰაერი უყვარს. ამიტომაც მიასხურეთ წყალი, თვეში ერთხელ მიაღებინეთ დუში ან უბრალოდ დადგით ქოთნის გარშემო წყლიანი ჭურჭელი.

ორი კვირის შემდეგ სხვა ქოთანში გადარგეთ, რადგანაც ფესვები შემჭიდროვდება. სწორი მოვლის შემთხვევაში ის 2 მეტრის სიმაღლისაც კი იზრდება.

შეაგროვეთ ფოთლები ნოემბერსა და დეკემბერში. ამ პერიოდში ისინი დიდი რაოდენობით ეთერულ ზეთებს შეიცავენ. მსგავსი საკმაზის შენახვა მხოლოდ 1 წლის მანძილზე შეიძლება.

ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ შესაძლებლობებში. გამოიჩინეთ მოთმინება და არომატული ხე შთაგონებას მოგანიჭებთ, სახლს მორთავს და საკვების სახითაც გამოიყენებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: