მთავარი ჯანმრთელობა უკვე მესამე ზამთარია მშვიდად ვარ, რადგან ეს რეცეპტი ვიცი. ოჯახში ხველით აღარ ვიტანჯებით.

უკვე მესამე ზამთარია მშვიდად ვარ, რადგან ეს რეცეპტი ვიცი. ოჯახში ხველით აღარ ვიტანჯებით.

by Keti

თაფლი უძველესი და უძვირფასესი პროდუქტია, რომელიც ჩვენს დროში დიდი პოპულარულობით სარგებლობს როგორც კულინარიაში, ისე ხალხურ მედიცინაში. თაფლი შეიცვს დიდი რაოდენობით გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, B ჯგუფისა და A, C, E, K ვიტამინებს. თაფლი მდიდარია ორგანული მჟავებითა და მინერალური მარილებით. ამიტომ სმკურნალოა მისი არამხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგანი გამოყენებაც. ერთ-ერთი ასეთია სეზონური ხველა. გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომელიც თაფლის საფუძველზე მზადდება და ძალიან შველის ხველის პროვლემას.

თაფლი და ანისი

ერთი ჩ. კ. თხევადი თაფლი შეურიე ორ ს. კ. ანისის თესლს, დაამატე მწიკვი მარილი. ამ ნარევს დაასხი ერთი ჭიქა თბილი წყალი, შემდეგ ნარევი გადაწურე და მიიღე ორ-ორი ს. კ. ყოველ ორ საათში ერთხელ. ეს საშუალება დაგეხმარება მშრალ ხველასთან ბრძოლაში.

თაფლი და ალოე

ამ საშუალებისთვის შენ დაგჭირდება ერთი ჩ. კ. ალოეს რბილობი. ის კარგად შეურიე ორ ჩ. კ. თხევად თაფლს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღე საშუალება თითო ჩ. კ. დღეში სამჯერ. ეს ნარევი შეინახე მაცივარში არაუმეტეს ორი დღისა.

თაფლი და რძე

ეს ყველაზე გავრცელებული და სასიამოვნო საშუალებაა ხველის საწინააღმდეგოდ. ერთი ჭიქა რძე შეურიე ერთ ჩ. კ. თაფლს და მესამედ ჩ. კ. სოდას. რძე შეათბე, მაგრამ არ აადუღო. თუ ლაქტოზის აუტანლობა გაქვს, შეგიძლია ჩვეულებრივი რძე შეცვალო მცენარეული წარმოშობის რძით, თუმცა ისეთ ეფექტს ვერ მიიღებთ, რადგან მკურნალობის ეფექტი ცხოველურ რძეს აქვს.

თაფლი და არაყი

ასეთი საშუალების მომზადებისთვის საჭიროა, რომ ჭიქაში ათქვიფო კვერცხის გული, თანდათან დაამატო ერთი ს. კ. თხევადი თაფლი, ერთი ს. კ. არაყი და ერთი მწიკვი სოდა. ნარევი უნდა დალიო ერთ ყლუპად. მიიღე ის დღეში სამჯერ, ყოველთვის ახალმომზადებული. საშუალება გამოიყენება ნახველის დროს.

თუ მიღების არც ერთი ხერხი არ მოგეწონა, შეგიძლია მიირთვა სუფთა თაფლი ან მიაყოლო ის ჩაის. ასევე შეგიძლია მისი წყალში გახსნა. ხოლო თუ გადაწყვეტ და მოამზადებ ამ ხალხური საშუალებებიდან ერთ-ერთს, არ ეცადო მათი დახმარებით უმკურნალო დაავადების მძიმე ფორმებს. გახანგრძლივებული და რთული ხველის დროს, უმჯობესია, რომ დახმარებისთვის ექიმს მიმართო. გისურვებთ ჯანმრთელობას!

აუცილებლად გაუზიარე ეს სასარგებლო სტატია შენს მეგობრებსც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: