მთავარი კულინარია როცა ჩემ შვილებს ჩვეულებრივი მაკარონი ბეზრდებათ, ასეთი უგემრიელესი სოუსით ვუმზადებ ხოლმე

როცა ჩემ შვილებს ჩვეულებრივი მაკარონი ბეზრდებათ, ასეთი უგემრიელესი სოუსით ვუმზადებ ხოლმე

by guramus

მაკარონი – უნივერსალური კერძია. სწრაფადაც მზადდება და ხელმისაწვდომიცაა. თუმცა ერთფეროვნება არავის მოსწონს. მაკარონის ხშირი კეთება ნამდვილად მოსაბეზრებელი იქნება. თუმცა ეს შესაძლებელია, თუ ამ კერძს ყოველ ჯერზე სხვადასხვა სოუსით მოვამზადებთ.

გთავაზობთ მაკარონზე მოსასხმელი რამდენიმე სახის სოუსის რეცეპტს.

სოუსები მაკარონისთვის

ყველის სოუსი

ინგრედიენტები

  • ორი ს. კ. ფქვილი
  • ერთი ჭიქა რძე
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 50 გ კარაქი
  •  მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ტაფაზე გააცხელე ზეთი, ჩაამატე ფქვილი და მოშუშე ოქრისფრამდე. განუწყვეტლივ ურიე და თან ჩაასხი რძე. მორევა გააგრძელე, რათა კორძები არ გაჩნდეს და მიიყვანე ადუღებამდე, შემდეგ ჩაამატე გახეხილი ყველი და ურიე მის სრულ გადნობამდე. ამის შემდეგ დაამატე დარბილებული კარაქი, მარილი და დაფქული პილპილი. კვლავ ორიოდ წუთი შუშე და თან ურიე, რომ ტაფას არ მიეკროს. მზა სოუსში ჩაყარე წინასწარ მოხარშული მაკარონი და კვლავ შუშე რამდენიმე წუთის მანძილზე. ამის შემდეგ გადმოდგი ცეცხლიდან. მალევე მიიტანე სუფრასთან, სანამ გაცივდება.

არაჟნოს სოუსი

ინგრედიენტები

  • ნახევარი ჭიქა არაჟანი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • ნახევარიჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ჩ კ. შაქარი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

ეს არის სწრაფი და მარტივი სოუსი მაკარონისთვის. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა შეურიო ერთმანეთს. მარილი, პილპილი და შაქარი ჩაყარე არაჟანში, კარგად აურიე და დაამატე ლიმონის წვენი. იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას ერთმანეთში, მასა ათქვიფე ბლენდერით. არომატისთვის დაამატე ახალი მწვანილი. მზა სოუსი უბრალოდ შეურიე მოხარშულ მაკარონს.

პომიდვრის სოუსი

ინგრედიენტები

  • ორი ს. კ. ტომატის პასტა
  • ერთი თავი ხახვი
  • სამი ცალი პომიდორი
  • ოთხი ს. კ. ზეითუნის ზეტი
  •  ერთი მწიკვი შაქარი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი გაფცქვენი და დაჭერი, პომიდორს გააცალე კანი და ისიც დაჭერი. ზეითუნის ზეთში შეწვი ჯერ ხახვი ოქროსფრამდე, შემდეგ ჩაამატე პომიდორი, როცა მოიხარშება, დაამატე მარილი, შაქარი, პილპილი და ტომატის პასტა. შუშე, სანამ სოუსი არ გასქელდება. თან პერიოდულად ურიე. სოუსი დაასხი წინასწარ მოხარშულ მაკარონს და დატკბი გემოთი.

სოუსი სოკოთი

ინდრედიენტები

  • 400 გ სოკო
  • ორი თავი ხახვი
  • ორი ჩ. კ. მშრალი ბაზილიკი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • ნახევარი ჭიქა ნაღები
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი დაჭერი და მოშუშე ტაფაზე ნახევრად. იქვე ჩაამატე დაჭრილი სოკო. შუშე დაახლოებით ოცი წუთის მანძილზე. როცა გამზადდება, ჩაამატე ნაღები. აურიე და დაამატე მარილი, პილპილი და ბაზილიკი. შუშე კვლავ რამდენიმე წუთი და შემდეგ ეს მასა მოასხი მზა მაკარონს.

სოუსი ფარშით

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ საკუთარ წვენში დაკონსერვებული პომიდორი
  • ნახევარი კგ ხორცის ფარში
  • ორი თავი ხახვი
  • ხუთი კბილი ნიორი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ერთი ს. კ. ბაზილიკი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი დაჭერი და მოშუშე ტაფაზე. მანდვე დაამატე დაჭყლეტილი ნიორი. როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება, ჩაამატე ფარში და კარგად აურიე. შემდეგ დაამატე მარილი, შაქარი და ბაზილიკი. როდესაც ფარში მზად იქნება, მასში ჩაყარე პომიდორი და აურიე. შუშე ოცი წუთის მანძილზე, სანამ სოუსი არ გასქელდება. როცა მზად იქნება, ჩაყარე მასში წინასწარ მოხარშული მაკარონი და შუშე კვლავ ხუთი წუთი. ამის შემდეგ შეგიძლია კერძი სუფრასთან მიიტანო.

ამ სოუსების წყალობით ახლა უკვე შეგიძლიათ მაკარონის მომზადება მრავალფეროვანი სახით. თითოეული სოუსი გამოდის გემრიელი და არომატული. თქვენ რომელი სოუსი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: