მთავარი ჯანმრთელობა მომავალი დედებისთვის: 3 კომფორტული პოზა ორსულობის დროს

მომავალი დედებისთვის: 3 კომფორტული პოზა ორსულობის დროს

by guramus

მესამედ ცხოვრებას ძილში ვატარებთ. კვლევები ადასტურებენ, რომ ორსული ქალბატონებისთვის ძილი კიდევ უფრო ყურადსაღები მომენტია. იმისთვის, რომ დედასაც და პატარასაც კარგად და ჯანსაღად ეძინოთ, რამდენიმე სწორი პოზა არსებობს.

1. მუცელზე ძილი მიზანშეწონილია პირველ ტრიმესტრში

თუ მუცელზე იწექით იქამდე, სანამ დაორსულდებოდით, შეგიძლიათ ისევ გააგრძელოთ მხოლოდ ადრეულ თვეებში. პირველ ტრიმესტრში მსგავსი პოზა ბავშვს არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

2. გვერდულად ძილი მარცხნივ

ეს არის უსაფრთხო პოზიცია თქვენთვის და თქვენი შვილისთვის. ამ შემთხვევაში არ აწვებით შინაგან ორგანოებს.

მართალია არც მარჯვნივ წოლაა აკრძალული, მაგრამ უმჯობესია მარცხენა მხარე არჩიოთ.

  • გაზრდის სისხლის და მასაზრდოებელი ნივთიერების რაოდენობას, რაც პატარას მიწვდება.
  • ამცირებს მშობიარობის დროს გამოწვეულ რისკებს.
  • ეხმარება თირკმელს გათავისუფლდეს ზედმეტი პროდუქტებისა და სითხეებისგან.

შესაძლოა თავიდან გაგიჭირდეთ, მაგრამ ქვევით გაგიზიარებთ ხრიკებს კომფორტული გვერდული ძილისთვის.

3. ხელების/მუხლების მდგომარეობა

ეს პოზა ძილისთვის არაა, მაგრამ მისი გაკეთება დედისთვის და შვილისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ მდგომარეობაში შემცირდება ზურგის და სხვა სახის ტკივილი და რელაქსაციას მოგგვრით. პოზა ეხმარება ბავშვს სწორი მიმართულებით იმოძრაოს. დადექით მსგავსად, მუხლებს შორის დაიდეთ ბალიში ან პარალონი. ბოლოს ნელა და მშვიდად ადექით, არ იჩქაროთ.

ხრიკები უკეთესი ძილისთვის

  • დადეთ ბალიშზე უკანალი.
  • ასევე კომფორტულია ბალიშის ფეხების ქვეშ მოთავსება, როცა გვერდულად გძინავთ, ფეხები პარალელურადაა და დაცულია მენჯი, ზურგი და ბარძაყი.
  • თუ ღამე გულძმარვა გაწუხებთ, დაიდეთ დამატებითი ბალიში თავის ქვეშ.
  • დაიძნეთ დაბლა შეკრული თმით.
  • თუ ღამით გაგეღვიძათ, შემოაწმეთ სწორ პოზაში გძინავთ თუარა. ეს მნიშვნელოვანია.

გაექეცით მწოლიარე პოზიციას

 

ზურგზე წოლა უსაფრთხო არაა და ორგანიზმში სირთულეებს იწვევს, რადგანაც ბავშვის წონა ორგანოებს აწვება.

რა ხრიკებს გაგვიზიარებთ თქვენ?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: