მთავარი ფილმები როგორი იქნებოდა 14 საკულტო ფილმის მთავარი გმირი რომ არ გამოეცვალათ

როგორი იქნებოდა 14 საკულტო ფილმის მთავარი გმირი რომ არ გამოეცვალათ

by guramus

ფილმის წარმოება წინაღობებით სავსე ბიზნესია, სადაც გეგმები შესაძლოა ჩაიშალოს. დღეს ვტკბებით ჯონი დეპის მიერ შექმნილი მეკობრის იმიჯით და მის ადგილას სხვა ვერ წარმოგვიდგენია.  მაგრამ, რეალურად როლი ჰიუ ჯეკმანს უნდა ეთამაშა.

1. ემა ვოტსონი – კონკია

როლი ლილი ჯეიმსმა განსახიერა, მაგრამ მთავარ კანდიდატურაზე ემა ვოტსონი განიხილებოდა. მან უარი თქვა, რადგანაც კონკიას ტოლი მისთვის შესაბამისად ახლოს არ იყო.

2. ენ ჰეთეუეი – ალისა საოცრებათა ქვეყნიდან

მართალია ენმა ტიმ ბარტონის “ალისაში” თეთრი დედოფალი ითამაშა, მაგრამ მას უნდა განესახიერებინა თავად ალისა. მან უარი თქვა, რადგანაც აღარ სურდა მომხიბვლელი პრინცესას თამაში, გაიხსენა რა მისი ყოფილი პერსონაჟი მია.

3. ლეონარდო დიკაპრიო – Hocus Pocus

კარიერის დასაწყისში ლეოს დისნეის ფანტასტიკაში მაქსის როლი შესთავაზეს, მაგრამ მან ამჯობინა დრამა “What’s Eating Gilbert Grape” იმ თანხის მიუხედავად რაც მას დისნეიმ შესთავაზა.

საბოლოოდ მან სწორი არჩევანი გააკეთა, რადგანაც ამ ფილმმა ოსკარზე პირველი ნომინაცია მოუპოვა.

4. ჰიუ ჯეკმანი – კაპიტანი ჯეკ ბეღურა

სცენარისტი ირწმუნებოდა, რომ ჯეკ ბეღურას პერსონაჟი ჰიუსთვის შექმნა. მაგრამ, 2003 წელს, იქს-მენების ვარსკვლავი ამ როლისთვის საკმარისად ცნობილი არ იყო, ამიტომაც დისნეიმ დეპის აყვანა გადაწყვიტა. სწორედ მისი წყალობით მიაღწია სურათმა წარმატებას და ჩვეულებრივი ფილმი პოპულარულ ფრენჩაიზად იქცა.

5. იან მაკკელენი – პროფესორი დამბლდორი

იან მაკკელენი განხილული იყო პროფესორის როლისთვის მას შემდეგ, რაც რიჩარდ ჰარისი, რომელმაც პირველ ორ ფილმში განასახიერა ეს როლი, გარდაიცვალა.

მაგრამ, მაკკელენმა უარი თქვა წინადადებაზე. მან განაცხადა, რომ ჰარისი მას არ სცემდა პატივს, როგორც მსახიობს. “ბეჭდების მბრძანებლის” ვარსკვლავის თქმით, მას არ შეეძლო ეთამაშა როლი მაშინ, როცა კოლეგას ეს არ ენდომებოდა.

6. ჯონ ტრავოლტა – ფორესტ გამპი

როლი, რომელმაც ტომ ჰენქსი ყველასთვის აღიარებულ ვარსკვლავად აქცია, თავიდან ჯონ ტრავოლტას შესთავაზეს, რომელიც მაშინ პოპულარობის პიკზე იყო. ტრავოლტამ მიიღო ტარანტინოს შემოთავაზება და მოგვევლინა სხვა საკულტო ფილმში Pulp Fiction. ჰენქსმა კი მოიგო ოსკარი.

7. მეთ დეიმონი – ავატარი

უახლეს ინტერვიუში მეთმა ფანები შოკისმომგვრელი განცხადებით გააოცა. ავატარის შემქმნელმა ჯეიმს კამერუნმა პირველად მას შესთავაზა თავის ფილმში მონაწილეობა. მას დაპირდნენ ფილმის შემოსავლების 10%-საც, რომელმაც მოგვიანებით 280 მილიონ დოლარს მიაღწია.

მაგრამ საბოლოოდ როლი უცნობ სემ ვორსინგტონს შეხვდა.

8. დანა დენალეი – კერი ბრედშაუ

რთულია წარმოვიდგინოთ ვინმე სარა ჯესიჯა პარკერის ნაცვლად, მაგრამ ფაქტია მან კერის როლი დანას მიერ უარის თქმის შემდეგ მიიღო.

9. ჯეკ ნიჯოლსონი – მაიკლ კორლეონე

ჯეკ ნიჯოლსონმა უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა ცხოვრებაში და მაიჯლ კარლეონეც ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა. მაგრამ ეს საქმე მსახიობის ცრურწმენების გამო არ გამოვიდა. მას სჯეროდა, რომ კონკრეტული ნაციონალობის გმირი იმავე ნაციონალობის მქონე მსახიობს უნდა შეესრულებინა. კარგია, რომ მოგვიანებით აზრი შეიცვალა.

10. უილ სმიტი – ნეო

წარმოუდგენელია უილის დანახვა მატრიცას სამყაროში, ისე შევეჩვიეთ კიანუს. მან უარი თქვა ფილმის Wild Wild West-ის გამო. 

11. მელ გიბსონი – მაქსიმუსი

რასელ ქროუს გლადიატორმა პირველი ოსკარი მოუტანა. მაგრამ, როლი სინამდვილეში მელ გიბსონს შესთავაზეს. მან უარი თქვა, რადგანაც ფიქრობდა ასაკით არ შეეფერებოდა ამ როლს.

12. შაილო ჯოლი პიტი – ავრორა

ანჯელინა ჯოლიმ ავრორას როლი შაილოს შესთავაზა, მაგრამ ის არ აღმოჩნდა ამით დაინტერესებული. ამის შემდეგ როლი ელ ფენინგმა მიიღო.

13. ალ პაჩინო – ედვარდ ლუისი “ლამაზმანში”

სანამ რიჩარდ გირი ედვარდ ლუისის როლში მსოფლიოს მოხიბლავდა, ის ალ პაჩინოს უნდა ეთამაშა. იტალიელმა მსახიობმა წაიკითხა სცენარი და გაითამაშა კიდეც როლი ჯულია რობერტსთან ერთად, მაგრამ ბოლოს მაინც უარი თქვა როლზე.

კრიტიკოსების აზრით, მას რომ ეთამაშა, სავარაუდოდ სრულიად სხვა ფილმს მივიღებდით.

14. ჩარლი ჰანემი – კრისტიან გრეი

კრისტიან გრეის როლმა ჯეიმი დორნანი სუპერ ვარსკვლავი გახადა. მაგრამ, პირველად ის ჩარლის შესთავაზეს. ჩარლის გეგმების გამო უარის თქმა მოუწია, რასაც ნანობდა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: