რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ იდეალური საკატლეტე ფარში

by maia

კატლეტი თითქმის ყველას უყვარს. და მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. რტულია, გააკვირვო ვონმე ამ კერძის ორიგინალური ვარიანტით, თუმცა შესაძკლებელია. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ იდეალური ფარშის მომზადების განსაკუთრებულ ხეხრხებს, რომლებიც ყველა ტიპის ხორცისთვის გამოდგება.

იდეალური ფარშის საიდუმლოებანი

კლასიკური ფარშის რეცეპტი

  1. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა დიასახლისმა – არის ის აქსიომა, რომ კარგი კატლეტი – ეს არის კარგი ფარში. თუ მომავალი კატლეტისთვის მესამე ხარისხის ხორცს შეიძენ, გემრიელი კერძის მიღების იმედი ნუ გექნება.
  2. ერთი კგ ხორცისთვის უნდა აიღო ორი ან სამი საშუალო ზომის თავი ხახვი, ოთხი მსხვილი ნივრის კბილი და მესამედი თეთრი ბატონი პური. მარილი და პილპილი მზა ფარშს დაამატე გემოვნებით.
  3. ხორცის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭე ხბოს ხორცს და არა გადაბერებულ ძროხის ხორცს. როგორც ვარიანტი – თანაბარი რაოდენობით აიღე საქონლისა და ღორის ხორცი. თუ მხოლოდ ღორის ხორცით მოამზადებ, კატლეტი ძალიან ცხიმიანი გამოვა, რაც არც ისე კარგად აისახება ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე.
  4.  ფარშის მომზადებასაც აქვს თავისი ხრიკები. აიღე ცოტა დაძველებული ბატონი პური და ჩაალბე რძიან ან წყლიან თასში. შემდეგ გაწურე და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე ნიორთან, ხახვთან და დაჭრილ ხორცთან ერთად.
  5. დაქუცმაცების ხარისხი არ განაპირობებს კატლეტის გემოს. აქ საქმე მართლაც გემოვნებაშია: ზოგს უყვარს  ორჯერ ან სამჯერ გატარებული ხორცის კატლეტი, ზოგს კი დაბეგვილი ხორცით მომზადებული ურჩევნია.
  6.  დიასახლისების უმრავლესობა ხორცის ფარშში ამატებს კვერცხს ან მანის ბურღულს, იმისათვის, რომ კატლეტმა შეინარჩუნოს თავისი ფორმა, თუმცა აღნიშნული ინგრედიენტების დამატებით კერძი უფრო მაგარი კონსისტენციის გამოდის. ამ მიზნით უკეთესია ფარში დაბეგვო ორი ან სამი წუთის განმავლობაში. მაშინ მას არ დასჭირდება კვერცხი ან მანის ბურღული და კატლეტიც უფრო სწორი და გლუვი გამოვა და არასოდეს დაიშლება შეწვის დროს.
  7. შეწვამდე კატლეტი შეგიძლია ამოავლო ფქვილში ან საფანელში.
  8. და ბოლოს, თუ გაქვს საშუალება, უმჯობესია მოამზადო მეტი ფარში. ის კარგად ინახება საყინულეში. ამიტომ შეგიძლია ფარში დაყო პორციებად და გაყინო, შემდეგ კი საჭიროებისამებრ გამოიყენო.

ქათმის კატლეტი

  1. ქათმის კატლეტიც ძალიან გემრიელი გამოდის. ამისათვის უმჯობესია შეარჩიო დიდი წონის ქათამი. გააცალე ასეთ ქათამს კანი, გააცალკევე ხორცი ძვლებისგან და გაატარე ხორცსაკეპში. ფარში შეურიე წინასწარ რძეში ჩამბალ თეთრ პურს და კიდევ ერთხელ გაატარე ხორცსაკეპშ მანქანაში. ამ ნაზ ფარშს დაამატე მარილი, კარაქი და კარგად აზილე ხის კოვზით. შემდეგ მიეცი კატლეტის ფორმა და ფრთხილად ამოავლე საფანელში. კატლეტი შეწვი გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან. შემდეგ შედგი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ხუთი წუთით. ან დაახურე ტაფას და დატოვე მინიმალურ ცეცხლზე ასევე ხუთი წუთით.
  2. ქათმის ხორცისა და თეთრი პურის შეფარდება უნდა იყოს 10/1 (1 კგ ხორცი და 100 გ პური).
  3. ქათმის ძვლები არ გადაყარო. შეგიძლია მოხარშო ბულიონი.
  4. ინდაურის კატლეტიც ანალოგიურად მზადდება, ოღონდ საჭიროა მის ხორცს დაამატო ხახვი, ნიორი და ერთი კოვზი არაჟანი დარბილებისთვის. ინდაურის კატლეტი ღუმელში უფრო დიდხანს უნდა გააჩერო – დაახლოებით ოცი წუთი.

თევზის კატლეტი

  1. თევზის კატლეტისთვის გამოდგება ნებისმიერი ნაკლებად ფხიანი თევზი.
  2. იმისათვის რომ ეს კატლეტი გემრიელი გამოვიდეს, შეიძინე თევზის ფილე ან ახალი თევზი. ეს უკანასკნელი გაასუფთავე და გამოარჩიე ფხებისგან. მიღებული ფილე წინასწარ რძეში ჩამბალ პურთან ერთად გაატარე ხორცსაკეპში და შეაზავე მარილითა და პილპილით.
  3. სასურველია, არომატული გემოს მისაცემად ფარშში ჩაამატო მოშუშული ხახვი. თუ ფარში გათხელდება, დაამატე მანის ბურღული ან ფქვილი.
  4. თუ ფარშს გაატარებ ორჯერ, ის გაცილებით უფრო ნაზი გამოვა.
  5. თევზის კატლეტიც საფანელში ამოავლე. სუფრაზე მიტანის წინ ის შედგი გაცხელებულ ღუმელში ათი წუთით.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თქვენ მიერ მომზადებული კატლეტი უჩვეულოდ გემრიელი გამოვიდეს.

თქვენ თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული ხრიკი საკატლეტე ფარშის მოსამზადებლად? სიამოვნებით გავეცნობოდით კომენტარებში.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც, ისინი აუცილებლად მადლიერები დაგრჩებიან!

0

ასევე დაგაინტერესებთ