მთავარი ადამიანები ლომმა ფოტოგრაფი ჯერ ძალიან შეაშინა, შემდეგ კი თვალი ჩაუკრა და გაუღიმა

ლომმა ფოტოგრაფი ჯერ ძალიან შეაშინა, შემდეგ კი თვალი ჩაუკრა და გაუღიმა

by guramus

ველური ბუნების ფოტოგრაფად მუშაობა იდეალურ სამსახურს გავს. ყოველთვის თავგადასავლებში ხარ, ბუნებაში, ეძებ და უღებ ულამაზეს ცხოველებს შესანიშნავ ფოტოებს. სწორედ ასეთი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობს 69 წლის ფოტოგრაფი გრენ სოვერბი.

იღებს ცხოველების ფოტოებს, ხედებს და ხალხს კენიაში, ტანზანიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ მისი სახელი ბოლო პერიოდში საკმაოდ ცნობილი გახდა ინტერნეტში მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესიის გამო.

მან უნიკალურ კადრებში ლომი ასახა ღრიალის პროცესში, რომლის შემდეგაც ცხოველთა მეფემ ფოტოგრაფს გაუღიმა და თვალიც კი ჩაუკრა.

ეს საოცარი ფოტოკოლაჟი მთელმა ინტერნეტმა მალევე აიტაცა და ეს სულაც აღარ იქნება გასაკვირი თქვენთვის მას შემდეგ, რაც ამ კადრებს დაათვალიერებთ:

ცნობილმა ფოტოგრაფმა ინტერვიუში გაამხილა, რომ ძალიან შეეშინდა იმ მომენტში, როდესაც ფოტოს გადასაღებად წინ გადახრისას მის წინ მყოფმა ლომმა საშინელი ღრიალის ხმა ამოუშვა პირიდან.

” მან დაიღრიალა ამის სათქმელად: ” მე ჯუნგლების მეფე ვარ” და შემდეგ ვერც კი დავიჯერე, რომ მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ისე, როგორც ვიღაც გესალმება” – გაამხილა ფოტოგრაფმა.

” ალბათ 10-15 მეტრით დაშორებული ვიყავი ლომისგან, იგი ნაკადულს კვეთდა. მათ მონადირებული ცხოველი ჰქონდათ ბუჩქებში და ვფიქრობ იმიტომ დაიღრიალა, რომ განეცხადებინა მისი შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების შესახებ. მე შევხტი მისი ზომისა და მასშტაბების გამო. მისი გაუნძრევლად ჩუმად ჯდომა და შემდეგ ამხელა დაღრიალება მართლაც რაღაც სხვა იყო” – იხსენებს გრენი.

იგი უკვე 37 წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფიითაა დაკავებული.

ეს ფოტოსესია კენიაში განხორციელდა. ფოტოგრაფი იმდენად გახარებული იყო ფოტოებზე აღბეჭდილი კადრებით, რომ მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ შეძლო მათი დაკვირვებით შეფასება. იგი საფარის ხშირი სტუმარია და დიდ სიამოვნებას იღებს გარეული ბუნების ბინადრების გადაღებით. მისი თქმით, იქაური ცხოველები  ტურისტების ირგვლივ იზრდებიან და მანქანებსა და ვიზიტორებს შეჩვეულები არიან.

აღნიშნულმა ფოტოგრაფმა 37 წელი გაატარა გარეული ბუნების, პეიზაჟების, პორტრეტებისა და ცოცხალი მუსიკის გადაღებაში. მან გადაღება ფირით დაიწყო და ახლა ციფრული ფოტოაპარატით აგრძელებს კარიერას 2003 წლიდან. მის მიერ გადაღებული ფოტოები მართლაც უნიკალურ და საკმაოდ გამამხიარულებელ კუთხეს ასახავს გარეული სამყაროს რეალობიდან.

მისი და ლომის უცნაური, თუმცა სასაცილო შეხვედრის ორიგინალური კადრებიც სწორედ ამის ერთ-ერთი გამორჩეული მიზეზია, რის გამოც იგი კიდევ ერთხელ მოექცა თითქმის მთელი ინტერნეტის ყურადღებისა და ქების ეპიცენტრში. ჯუნგლების მეფესთან ასეთი ახლო კომუნიკაცია ბევრს ნამდვილად არ აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: