მთავარი ადამიანები მათ საყვარელი ადამიანები დაანახეს და ემოციები ფოტოებზე აღბეჭდეს. მათი სახეები შეუდარებელია.

მათ საყვარელი ადამიანები დაანახეს და ემოციები ფოტოებზე აღბეჭდეს. მათი სახეები შეუდარებელია.

by guramus

გასაცნობი საიტის მფლობელებმა გადაწყვიტეს ფოტოზე აღებეჭდათ ის ეფექტი, რომელიც სიყვარულს აქვს ჩვენზე. სწორედ ამიტომ, მათ მიიწვიეს ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფოტოსესიის მოსაწყობად. თუმცა, ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი ფოტოპროექტი. მონაწილეებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ფოტოგრაფი მათი პორტრეტის გადაღებას აპირებდა.

თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე მათგანი კამერის წინ მოთავსდებოდა ფოტოს გადასაღებად, ორგანიზატორები მათთვის სპეციალურ სიურპრიზს აწყობდნენ. ფოტოს გადაღების მომენტში ექსპერიმენტის ავტორები მონაწილეს მათი საყვარელი ადამიანის მიერ ჩაწერილ ვიდეოს ურთავდნენ. წინასწარ ჩაწერილი მათი ქმრის, ცოლის, შეყვარებულის, საუკეთესო მეგობრის, შვილის და ცხოველის ვიდეოც კი მართლაც საკმაოდ ემოციური იყო პროექტის მონაწილეებისათვის.

მისი ყურებისას იცვლებოდა მათი მთლიანი იმიჯი, რაც ძნელად თუ გამოეპარებოდა ობიექტივს. ყველა იწყებდა სიხარულისგან სიცილს. ფოტოსესიის ბოლოს, ყველა მოდელმა განაცხადა, რომ ვიდეომესიჯმა მათი მთელი დღე გაახალისა.

სიყვარულის ეფექტი ადამიანებზე:

მან თავისი შეყვარებული დაინახა

 

მან თავისი შეყვარებული დაინახა

 

მან თავისი კატა დაინახა

 

მან თავისი ოჯახი დაინახა

 

მან თავისი ლეკვი დაინახა

 

მან თავისი საუკეთესო მეგობარი დაინახა

 

მან თავისი მეზობელი დაინახა

 

მან თავისი შეყვარებული დაინახა

 

მან თავისი საუკეთესო მეგობარი დაინახა

 

პროექტის ფოტოგრაფმა მინეა რატემ განაცხადა, რომ ფოტოსესიის მთავარი მიზანი იყო იმის წარმოჩენა, რომ სიყვარული სწორედ ის გრძნობაა, რომელიც ჩვენ უკეთ გვხდის.

” ყველა მოწვეული იყო ფოტოსესიისთვის და მათი პირველი პორტრეტის გადაღების შემდეგ, ჩვენ მათ ვთხოვდით შეეხედათ ჩემი კამერის მაღლა განთავსებულ ეკრანზე. მასზე ირთვებოდა ვიდეო, რომელშიც მათი საყვარელი ადამიანები მათ სიყვარულს უხსნიდნენ. თუკი ეს ცხოველების ვიდეო იყო, მასში მათი საყვარელი ქცევა იყო ასახული” – აუხსნა ჟურნალისტებს ფოტოგრაფმა.

” მოდელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა მომხდარიყო. სწორედ ამან მოგვცა რეაქციები” – დაამატა მან. მთავარი რამ, რაც ფოტოგრაფმა ამ პროექტიდან დაასკვნა ის იყო, რომ სიყვარული ადამიანების მთელი სხეულის მომცველი გრძნობაა. ფოტოებისთვის ფოტოგრაფმა თბილი ტემპერატურის ფერები აარჩია, რათა გამოეკვეთა თუ როგორ კომფორტულად და შეყვარებულად გრძნობდა ყველა თავს.

” თავიდან არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდოდა მათთვის კამერის დამიზნებით. თუმცა, პირველი ორი მოდელის გადაღების შემდეგ გავიაზრე რომ ეს შესაძლებელი იყო. არა ჩემი აპარატურის გამო, არამედ იმის გამო, რასაც ისინი განიცდიდნენ” – განმარტა რატემ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: