მთავარი რჩევები 10 რამ, რასაც ექიმები, მოგზაურები და მაშველები გვირჩევენ რომ თვითმფრინავში არ ჩავიცვათ

10 რამ, რასაც ექიმები, მოგზაურები და მაშველები გვირჩევენ რომ თვითმფრინავში არ ჩავიცვათ

by guramus

მიმდინარე წელს, იანვრიდან მოყოლებული, 4.6 მილიარდზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა თვითმფრინავით. ბევრისთვის, განსაკუთრებით აშშ-ში აეროპორტი მეორე სახლადაც იქცა. მათ უმრავლესობას საქმიანი მიზნით ხშირად უწევს საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება.

არსებობს ხერხები, რომლებსაც გამოცდილი მგზავრები კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის გვიზიარებენ. თურმე, ტანისამოსი და ფეხსაცმელი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს.

მოტკეცილი სამოსი

ფრენა ერთგვარი სტრესია სხეულისთვის. ძირითადად სისხლძარღვები ისტრესება. ამის მიზეზი დიდი ხნის მანძილზე ერთ სკამზე ჯდომაცაა. სიტუაციას გააუარესებს მოტკეცილი სამოსი. ამ დროს სისხლის მოძრაობა ნაკლებად ეფექტურია. ექიმები ამ აგრემოებას “ეკონომ კლასის სინდრომს” უწოდებენ.

რეკომენდირებულია ატაროთ თავისუფალი სამოსი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად თავისუფალი, დიდი შარვალი და ჯემპრი ეჭვს აღძრავს დაცვის წევრებში. ისინი იფიქრებენ, რომ შესაძლოა რაიმეს მალავთ.

ასევე, უპირატესობა მიანიჭებთ ბუნებრივ ქსოვილებს. სინთეტიკა მშრალ ჰაერში კანს გააღიზიანებს.

ჯინსები

კიდევ ერთი რეკომენდაციაა უარი თქვათ წელზე შემოჭერილ სამოსზე. ჯინსები ბარგში მოათავსეთ.

რეგულარული ზომის ლიფი

ფრენის კიდევ ერთი ეფექტი ოდნავ დასიებაა. მჭიდრო თეთრეული დისკომფორტს შეგიქმნით. მოდელები მეტალის დეტალებით ასევე არაა კარგი ვარიანტი. საუკეთესო ვარიანტი სპორტული ლიფია.

კომბინიზონი

თავისუფალი კომბინიზონი თითქოს კარგი არჩევანია, მაგრამ მოუხერხებელი. დაფიქრდით საპირფარეშოს გამოყენებაზე, ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო აეროპორტსა და თვიმფრინავში მისი ტარება.

დაბალწელიანი შარვლები

ათასობით ადამიანი დაფრინავს ყოველდღე. ბევრი იჯდა იმ სკამზე, სადაც თქვენ სხდებით. მხოლოდ ღვედზეც კი 90 სხვადასხვა ტიპის ბაქტერიაა. შესაძლოა დაინფიცირდეთ ვირუსით ან დაავადებით.

რადგანაც საზოგადო ადგილებში ბევრი მიკრობია, რეკომენდირებულია დაიფაროთ კანის რაც შეიძლება დიდი ნაწილი. ნუ ჩაიცმევთ ტოპებს, შორტებს ქვედაბოლოებს და დაბალ წელიან შარვლებს.

ახალი ბოტასები/კედები

ფრენის დროს შესაძლოა ფეხებიც დასივდეს და უნდა აირჩიოთ ფეხსაცმელი, რომელიც უკვე გეცვათ რამდენჯერმე და თავს მასში უკვე კომფორტულად გრძნობთ. თუმცა, აუცილებელია დახურული ფეხსაცმელი გეცვათ, რადგანაც მოგიწევთ რიგში დგომა და ხალხთან კონტაქტი. ნუ ჩაიცმევთ სანდლებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ადვილად უნდა შეგეძლოთ მისი გახდა-ჩაცმა, რათა მალ-მალე გაიაროთ კონტროლი.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ხშირად გაცვიათ, ნუ ჩაიცმევთ მას ფრენის დროს. ეს არ ეხება კომფორტს, ეს ეხება უსაფრთხოებას. ევაკუაციის დროს გაგიჭირდებათ სწრაფი გადაადგილება. პრობლემები შეგექმნებათ სასწრაფო შემთხვევების დროს.

ტანისამოსი მეტალის დეტალებით

აეროპორტებში სკანერები ერჩიან მეტალს. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მცირე ზომის ელვაშესაკრავიც კი აღმოაჩინოს, ხანდახან რეაქცია აქვთ პირსინგზეც. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში მეტალით სავსე მაისურის ტარებისას.

ტანისამოსი კონკრეტული აეროპორტის შეზღუდვებიდან

ზოგ კომპანიას თავისი შეზღუდვების სია აქვს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი კრძალავს ლეგინსების ჩაცმას. სამოსს, რომელზეც რაიმე სახის შეურაცხმყოფელი სიტყვაა დატანილი და ა,შ.

პარფიუმერია

სუნამო ტანისამოსი არაა, თუმცა ის თქვენი იმიჯის ნაწილია. ფრენამდე თავი შეიკავეთ “დუტიფრიში” ყველა სახის სუნამოს დასხმისგან. ეს იმიტომ, რომ პატივი სცეთ სხვა მგზავრებს და მათ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. უცნობი და მძარფი სუნები ზოგიერთში გარკვეულ რეაქციას იწვევს. ასთმას ან ალერგიას.

1 ნივთი ერთდროულად 3 პრობლემას გადაჭრის

სამოსს რამდენიმე დანიშნულება უნდა გქონდეს. პირველ რიგში, შესაძლოა ფრენის დროს შეგცივდეთ. მეორე, უნდა შეგეძლოთ სახეზე რაიმეს აფარება თუ არასასურველი სუნი ან ბოლი იქნება. და ბოლოს, თუ ბარგმა დაიგვიანა, უცხო, ცივ ქვეყანაში მხოლოდ მაისურით არ უნდა გახვიდეთ. უნივერსალური გადაწყვეტა კაშნია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: