ასეთი ქცევების დახმარებით მამები შვილებთან საუკეთესო ურთიერთობას ჩამოიყალიბებენ

დააფასეთ მათი პირველი საათები ამ სამყაროში

ასეთი ქცევების დახმარებით მამები შვილებთან საუკეთესო ურთიერთობას ჩამოიყალიბებენ

პირველი საათები, რომელსაც ჩვილი და მამა ერთად გაატარებენ, უდიდესი ეფექტის მომხდენია მათი ურთიერთკავშირის წარმოქმნის პროცესზე საწყისი თვეების განმავლობაში. მეცნიერებმა იციან, რომ მამები, რომლებიც ახალშობილთან დაბადების შემდგომ საათებში ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან, შემდეგი სამი თვის განმავლობაშიც აგრძელებენ მათთან მჭირდო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ისინი უყურებენ ბავშვებს თვალებში, ატარებენ მათ და უმღერიან კიდეც.

აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა მოვლის აქტივობებში

კვლევებმა აჩვენეს, რომ მშობლები, რომლებიც თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვის მოვლის პროცესში, უფრო ძლიერი კავშირით გამოირჩევიან მათ შვილთან ვიდრე ის მშობლები, რომლებიც ბავშვის მოვლაში ნაკლებ მონაწილეობას იღებენ. მამებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაბანის პროცესში, საფენების შეცვლის სიტუაციებში, ბავშვის დაძინების პროცესში და კიდევ ბევრ საკითხში. ბავშვის მოვლა რთული საკითხია, თუმცა თუკი დედა და მამა გაინაწილებენ საქმეებს, დაძაბულობა შემსუბუქდება და ბავშვი ორივესთან დაამყარებს ღრმა კავშირს.

იყავით ლიდერი თამაშის პროცესში

ასეთი ქცევების დახმარებით მამები შვილებთან საუკეთესო ურთიერთობას ჩამოიყალიბებენ

მაშინ როდესაც დედა ბავშვს რძით კვებავს და ასეთი უნიკალური მომენტებით ამყარებს მასთან ღრმა კავშირს, მამა უფრო თამაშის პერიოდში გამოირჩევა. იგი აქტიური ხასიათით ეკონტაქტება ბავშვს და მასთან თამაშით ეცნობა მას. სხვადასხვა სახის თამაშებით შეუძლია საკუთარი ხასიათისა და ლიდერობის გამოჩენა შვილის წინაშე, სიცილი და მხიარული გართობის მომენტები კი ბუნებრივ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს. სწორედ ამის გამო ხშირად სწორედ მამა ესწრება შვილის პირველ ღიმილს.

ისიამოვნეთ ერთად კითხვის პროცესით

ასეთი ქცევების დახმარებით მამები შვილებთან საუკეთესო ურთიერთობას ჩამოიყალიბებენ

ბავშვები მშობლების ენის სწავლას მუცელში ყოფნის დროიდან იწყებენ და მათი ხმებით აღფრთოვანებულები არიან. მამას შეუძლია თავისთვის კომფორტული დრო აარჩიოს ყოველდღე, სავარაუდოდ ძილის წინ და ბავშვთან ჩახუტებულ მდგომარეობაში მას მოკლე ისტორიები და საინტერესო ტექსტები წაუკითხოს. ბავშვი ისიამოვნებს მშობლის ნაცნობი ხმის მოსმენით და მამაც უფრო ღრმა კავშირს დაამყარებს მასთან.

დაიწყეთ ბავშვთან საუბარი რაც შეიძლება ადრე

ასეთი ქცევების დახმარებით მამები შვილებთან საუკეთესო ურთიერთობას ჩამოიყალიბებენ

ორსულობის მე-15 კვირიდან ბავშვებს უკვე ესმით დედის ხმა და გულისცემა. ისინი მას თვეობით უსმენენ, ამიტომაც მზად არიან სამყაროსთან შესახვედრად, როდესაც დაბადების პირველივე წუთებიდან დედის ხმას ამოიცნობენ. დაახლოებით 23-ე კვირიდან ნაყოფს ესმის სხვა ხმებიც გარეშე სამყაროდან. როცა მამა დედის მუცელთან საუბრობს, მშობლები ამით ასწავლიან ბავშვს, რომ ისიც იცნოს დაბადების შემდეგ. მშობლების ხმები ბავშვისთვის ნაცნობი ხდება, იმდენად, რომ შესაძლოა ამ ხმებმა დაამშვიდონ სტრესის დროს.

Loading...

  კომენტარები