მთავარი სილამაზე კარკადე ქალებს სილამაზის 6 პროცედურაში დაგეხმარებათ. დალიეთ ჩაი ნაოჭების წინააღმდეგ.

კარკადე ქალებს სილამაზის 6 პროცედურაში დაგეხმარებათ. დალიეთ ჩაი ნაოჭების წინააღმდეგ.

by guramus

კარკადეს ჩაის მოყვარულებს არ სჭირდებათ შეხსენება ამ სასმლის გემოსა და სარგებელზე. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის ასევე ღირებულია როგორც კანის და თმის მოვლის საშუალება.

ორგანული მჟავების, ანტიოქსიდანტების და ვიტამინების წყალობით გიბისკუსის ნახარში დადებით ეფექტს ახდენს კანზე. კარკადეს ექსტრაქტი პოპულარული ინგრედიენტია ეგვიპტურ და თურქულ კოსმეტიკურ პროდუქტებში.

წარმოგიდგენთ სახის, კანის, თმის კომპლექტურ მოვლას სულ რაღაც ერთი პროდუქტით!

კარკადე კანისთვის

კლეოპატრას აბაზანა კარკადეთი 

კარკადეს რეგულარული აბაზანა მატონიზირებელია, ჭიმავს კანს, ანიჭებს რუჯის მსუბუქ შეფერილობას, მოქმედებს როგორც ცელულიტის პროფილაქტიკა.

2 ს.კ. მშრალი ფოთლები მოათავსეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. დატოვეთ 1 საათით. აბაზანაში თბილი წყლით გახსენით 500-800 გ ზღვის მარილი, დაუმატეთ გიბისკუსის ნაყენი. პროცედურს ხანგრძლივობაა 15-20 წთ.

პილინგ-ნიღაბი კარკადეთი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

საშუალება მოიცავს 2 სახის პილინგს: მექანიკურს და მჟავას. კანი გაცილებით ჯანსაღი ხდება, უმჯობესდება მისი ფერი, მაღლა იწევს ტონუსი. პროცედურის წყალობით კანი სწრაფად აღდგება და კოლაგენის გამომუშავების პროცესი იწყება.

2 ს.კ. მშრალი ფოთლები გაატარეთ ყავის საფქვავში, დაუმატეთ 2 ს.კ. დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები. დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი, რათა სქელი ფაფა მიიღოთ. დაიდეთ მასა გასუფთავებულ სახის და კისრის კანზე. დაიმასაჟეთ, დაიტოვეთ 10 წთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მატონიზირებელი ყინული სახის შეშუპების წინააღმდეგ

დაიწყეთ დილის სილამაზის რიტუალი მატონიზირებელი ყინულით. პროცედურა დააჩქარებს სისხლის ცირკულაციას ქსოვილებში, მოგიხსნით შეშუპებას და გააუმჯობესებს სახის ფერს.

მოამზადეთ კარკადეს ნაყენი პირველი რეცეპტით (აბაზანის), ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. ჩამობანის შემდეგ გაიმშრალეთ პირსახოცით, შემდეგ გადაიტარეთ ყინულის კუბიკი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარშემო არეალს.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის 

ნიღაბი კვებავს, წმენდს, აღადგენს, აქრობს სიმშრალეს, გაღიზიანებას და ანთებას. სახის კონტური სწორდება, ნაოჭები ლაგდება.

პროცედურისთვის დაგჭირდებათ თავად ფოთლები. მოათავსეთ ისინი მარლაზე ან ხელსახოცზე რამდენიმე ფენად, რომელიც მანამდე ჩამბალი იქნება თბილ ნაყენში. გამოიყენეთ სახისთვის, კისრისთვის და დეკოლტესთვის. ეცადეთ წამოწვეთ და მოეშვათ. პროცედურის ხანგრძლივობა 20 წთ.

კარკადე თმისთვის

ბრწყინვალების მომნიჭებელი და გასაძლიერებელი

გიბიკუსი ებრძვის ქერტლს. თმა ხდება ბრწყინვალე და ადვილად ივარცხნება.

1 ს.კ. ფოთლები მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დატოვეთ 1 სთ. დაისველეთ თმები მისი მეშვეობით დაბანის შემდეგ, არ ჩამოიბანოთ.

კარკადეს ნიღაბი თმის ცვენას ებრძვის და თმის ზრდას უზრუნველყოფს. უმჯობესდება სისხლის მოძრაობა თავის კანში და რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა უფრო სქელი იქნება.

2 ს.კ. მშრალი ფოთლები დაჭყლიტეთ ყავის საფქვავშუ, დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ თავსახურით 20 წთ. დაიმასაჟეთ და დაიდეთ ფაფა სახის კანზე. დაიტოვეთ 30 წთ.

ყურადღება: ღია ფერის თმის მფლობელებმა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგანაც ამ ნიღბებმა შესაძლოა თმა ოდნავ შეღებოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: