მთავარი კულინარია რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ სოსისი სახლში საკუთარი ხელებით

რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ სოსისი სახლში საკუთარი ხელებით

by guramus

სწრაფი წახემსებისთვის ერთ-ერთი იდეალური კერძი – ეს სოსისია. და თუმცა ბევრმა იცის, რომ ის არაჯანსაღი პროდუქტია, მაინც ჩვეულებრივ ყიდულობენ მზა სოსისს.

ჩვენ დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ სოსისი სახლის პირობებში. ის უსაფრთხოა არა მხოლოდ მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც კი.

სახლის პირობებში მომზადებული სოსისი

სახლში მომზადებულ სოსისს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი თითქმის არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს: არომატიზატორებს, კონსერვანტებს, სოიოს ცილას, სახამებელს… არამედ მხოლოდ სუფთა ხორცს. თქვენ შეგიძლით მოამზადოთ სოსისის უფრო დიეტური ვარიანტი ბავშვებისთვის – ნაკლები სიმწარის დამატებით ან უფრო პიკანტური გემოს მქონე – მეტი  წიწაკის დამატებითა და სოსისის ტაფაზე შეწვით.

ქათმის ფილესგან მომზადებული სახლის სოსისი არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ნაყიდზე გაცილებით უფრო იაფიც ჯდება. მასში ხომ ნამდვილად ხორცია. ეს სოსისი საკმაოდ წვნიანია, უცხიმო და მსუბუქი ნაღების გემოს მქონე. იმისათვის, რომ ქათმის სოსისმა ფორმა შეინარჩუნოს, საჭიროა მათ გავუკეთოთ სპეციალური კოლაგენური გარსი. მისი შეძენა უპრობლემოდ შეგიძლიათ სუპერმარკეტებში ან ინტერნეტით. მეთოდი მარტივია: ფარში შეახვიე ჩვეულებრივ საკვებ ცელოფანში. ეს არც ისე რთულია. დაწვრილებითი ვიდეო შეგიძლია იხილო ამ რაცეპტის ბოლოს.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ქათმის ფილე
  • ორი ს. კ. ცხიმიანი ნაღები
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. კარაქი
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • ერთი მწიკვი შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის ფილე ორჯერ გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში ან დააქუცმაცე ბლენდერში.
  2. ჩაამატე ფარშში კვერცხი, ნაღები, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, საკმაზები და მარილი.

3. კარგად აურიე ყველა ინგრედიენტი და დაბეგვე ფარში ორი – სამი წუთის განმავლობაში.

4. მაგიდაზე გაფინე საკვები ცელოფანი და საკონდიტრო ტომრით მასზე დაიტანე ქათმის ფარშის ნაწილი. გადაახვიე ფარში ცელოფანის რამდენიმე ფენაში და სოსისს მიეცი სათანადო ფორმა.

5. საკვები ცელოფნის ბოლოები გაკვანძე ან შეკარი ძაფით.

6. წყალი აადუღე და ჩაყარე მასში მომზადებული სოსისი. ხარშე 15 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ მოაცალე ცელოფანი.

7. სოსისი შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე ან გაყინოთ საყინულეში და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.

 

ქათმის სოსისი მეორენაირად

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ქათმის ფილე
  • 200 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. მდოგვი
  • 1/4 ჩ. კ. პაპრიკა
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ხორცი გარეცხე, გადააცალე აპკი და დაჭერი წვრილად, შემდეგ ჩაალბე ცივ რძეში ნახევარი საათით.
  2. ამ დროის გასვლის შემდეგ რძიანი ხორცი ათქვიფე ბლენდერით და ფარშს დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები.
  3. ნარევი ჩადე საკონდიტრო ტომარაში  და საშუალო სისქის ზოლებად მოათავსე გაშლილ საკვებ ცელოფანზე. სოსისები მჭიდროდ გადაახვიე საკვები ცელოფნით და ერთი მხრიდან შეკარი. შემდეგ ჩატენე ცოტა ფარში კიდევ და მეორე ბოლოებიც შეუკარი. არ გააკეთო ძალიან გრძელი და მსხვილი სოსისები, რათა მზადების დროს არ დაიშალოს.
  4. ასეთი სახით მომზადებული სოსისი შედგი მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ გამოიღე და მოხარშე მარილიან წყალში შვიდი წუთის განმავლობაში ისე, რომ ცელოფნიდან არ გამოიღო.
  5. სოსისი მზად არის! სუფრასთან მიიტანე ბოსტნეულის სალათასთან ან რაიმე სოუსთან ერთად. სხვათა შორის, სოსისის მოხარშვის შედეგად მიღებულ ბულიონში შეგიძლია მოამზადო მაკარონიც.

დაივიწყე მარკეტების ძეხვეულის განყოფილების მონახულება! ახლა შენ შეგიძლია ახლობლების და ოჯახის წევრების  გახარება სახლში მომზადებული გემრიელი და ჯანსაღი სოსისით თუნდაც ყოველდღე.

იმედია, არ დაიზარებ და ამ შესანიშნავ რეცეპტებს შენს მეგობრებსაც გაუზიარებ სოცქსელებით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: