მთავარი სილამაზე აი როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები ბულგარული წიწაკისგან. მოიცილეთ ნაოჭები.

აი როგორ მოვამზადოთ სახის ნიღბები ბულგარული წიწაკისგან. მოიცილეთ ნაოჭები.

by guramus

ბევრ ჩვენგანს უყვარს ეს ხრაშუნა ბოსტნეული, მაგრამ ცოტას თუ გაუგია, რომ ის კანისთვის გამოიყენება. უმ ტკბილ წიწაკაში 60-ჯერ მეტი ვიტამინი C-ა ვიდრე ლიმონში. ის აახალგაზრდავებს კანს უჯრედების რეგენერაციის ხარჯზე და უფრო ელასტიურს ხდის. წიწაკა მდიდარია ფოსფორით, მაგნიუმით, რკინით და კალციუმით. ეს საშუალება ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. წარმოგიდგენთ რეცეპტებს.

ნიღბები ბულგარული წიწაკისგან

გამომაცოცხლებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის 

მწიფე ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, ამოაცალეთ მარცვლები, გახეხეთ წვრილად და დაჭყლიტეთ ბლენდერში. პიურე წაუსვით ქსოვილოვან ხელსახოცს ან მარლას, გაჭერით თვალისთვის და ცხვირისთვის ადგილები, დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი მცენარეული ნახარშით ან სასმელი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ 1 თვის მანძილზე.

თუ ძილის წინ გაიკეთებთ, წაისვით ღამის კრემი, ხოლო თუ დღისით, მაშინ დამატენიანებელი.

ნიღაბი დამჭკნარი კანისთვის

1 მწიფე წითელი წიწაკა დაჭყლიტეთ ან გახეხეთ წვრილად, აურიეთ 1 ს.კ. შვრიის ფქვილთან, 1 ჩ.კ. რძესთან, 1 ჩ.კ. თაფლთან და 20 მლ ამარანტის ზეთთან. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ, გაანაწილეთ კანზე, ნუ მოიცავთ ქუთუთოებს. გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

1 ბულგარული წიწაკის პიურე აურიეთ 1 ქათმის კვერცხის გულთან, 1 ს.კ. ცხიმიან არაჟანთან და 1 დაფქულ მუმიოს ტაბლეტთან. დაიდეთ მასა სახის კანზე ჯერ თხლად შემდეგ სქლად. გაიჩერეთ 15-20 წთ და ჩამოიბანეთ.

გამათეთრებელი ნიღაბი

გახეხილი ბულგარული წიწაკა აურიეთ 0.5 ჩ.კ. ლიმნის წვენთან და 3 წვეთ ლიმნის ეთერულ ზეთთან, დაუმატეთ 1 ს.კ. მშრალი რძე. დაიდეთ ეს ფაფა პრობლემურ ზონებზე და 25 წუთის შემდეგ ხელსახოცით მოიშორეთ. 60 წუთის მერე სახე დაიბანეთ.

ნიღაბი ფორების გასუფთავებისთვის

აურიეთ ბულგარული წიწაკის პიურე 1 კვერცხ ცილასთან, დაუმატეთ 1 ს.კ. კეფირი ან იოგურტი, 2-3 წვეთი ძირას ეთერული ზეთი. დაიორთქლეთ გასუფთავებული კანი ან დაიდეთ სახეზე ცხელი პირსახოცი, რათა ნიღაბმა უკეთ შეაღწიოს ეპიდერმისში. დაიდეთ მასა და გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ბულგარული წიწაკის ყოველდღიური მოხმარებისას აღდგება სახის ჯანსაღი ფერი. აუცილებლად დაიბანეთ სახე პროცედურის შემდეგ, რათა ბოსტნეულის პიგმენტებმა წითელი შეფერილობა არ მისცენ კანს.

ბულგარული წიწაკის ნაღბები ეფექტურობით არ ჩამორჩებიან სტანდარტულ კოსმეტიკურ საშუალებებს. შესამჩნევი შედეგი გამოვლინდება პირველივე პერიოდში: გაქრება პიგმენტაცია, დალაგდება ნაოჭები, სახის კონტური გამოიკვეთება. კანი უფრო ჯანსაღი და ახალგაზრდული იქნება, არ გაგიღიზიანდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: