მთავარი საკითხავი კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს უფრო მეტად წვერიანი მამაკაცები იზიდავთ

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს უფრო მეტად წვერიანი მამაკაცები იზიდავთ

by guramus

თუ წარსულში წვერის ტარება მამაკაცის ქაოტურობასთან იყო დაკავშირებული და მასთან სერიოზული ურთიერთობები არ განიხილებოდა, ამჯერად გარეგნობის ეს დეტალი მოდის სამყაროს იპყრობს. წვერი უკვე განხილულია როგორც მოდურობის ნიშანი. ის თითქოს მამაკაცის სახის სექსუალური მახასიათებელია.

სტატისტიკის მიხედვით, კაცები, რომლებიც სახეს იპარსავენ, ცხოვრების დაახლოებით 3350 საათს ხარჯავენ. შესაძლოა ამიტომაც გახდა წვერის შენარჩუნება უკანასკნელ წლებში მთავარი ტრენდი. ის კაცებს არამხოლოდ დროს უნარჩუნებს, არამედ ქალების მისაზიდადაც ადგებათ. უწვერო მამაკაცებს ისინი თავისუფლად აქცევენ ჩრდილქვეშ.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, წვერიანი მამაკაცები ქალებისთვის უკეთ გამოიყურებიან და პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორადაც უფრო მეტად განიხილავენ. წვერი ეხმარება მამაკაცს გამოეყოს მასას და ყურადღება მიიქციოს.

სხვადასხვა ავსტრალიური და ფინური უნივერსიტეტების მეცნიერებმა ინტერესი გამოთქვეს მიმდინარე ტრენდის შესწავლის მიმართ. მათ აღმოაჩინეს, რომ წვერის ქონა ქალების ხასიათზე დადებითაც მოქმედებს, რადგანაც ამის გამო მათ უფრო მამაკაცურად აღიქვამენ.

ექსპერიმენტში დაახლოებით 8500 ქალი გამოკითხეს. მათ აჩვენებდნენ მამაკაცების ერთნაირ ფოტოებს. ერთზე გამოსახული იყო უწვერო მამაკაცი, მეორეზე ოდნავ წვერიანი, ხოლო მესამეზე ხშირ წვერიანი. მონაწილეებს ეკითხებოდნენ, თუ რომელი უფრო ხიბლავდათ და რომელთან უფრო გააბავდნენ რომანტიკულ ურთიერთობას.

ქალების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ წვერიანი მამაკაცი მათთვის უფრო სასურველი იყო და გრძელვადიანი ურთიერთობისთვისაც მას წარმოიდგენდნენ. უწვერო მამაკაცები უფრო მეტად მოკლე ვადიანი რომანებისთვის დაასახელეს. კვლევამ აჩვენა, რომ წვერი ქალებისთვის პოტენციურ სარგებელს წარმოადგენს.

წვერიანი მამაკაცი ეკრანზეც გაცილებით ეფექტური და მიმზიდველი ჩანს.

წვერი შარმს უმატებს მათაც, ვინც ცხოვრებაში სერიოზულობით გამოირჩევა, რადგანაც წვერი თითქოს მეტყველებს, რომ პიროვნებას გართობა შეუძლია ან უყვარს.

მოკლედ, თუ ეძებთ გრძელვადიან, სტაბილურ ურთიერთობას, დროა სამართებელი გადააგდოთ და სახის თმას საშუალება მისცეთ გაიზარდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: