მთავარი რჩევები ყოველ ღამე დაძინებამდე მიიღეთ ეს ნარევი – ცხიმი 8 საათში დაიწვება

ყოველ ღამე დაძინებამდე მიიღეთ ეს ნარევი – ცხიმი 8 საათში დაიწვება

by guramus

მთელი დღის განმავლობაში მიღებული ცხიმი ღამით თუ არ დაიწვა და ორგანიზმმა არ “დახარჯა”, წონაში მოვიმატებთ. ამიტომ საჭიროა მივიღოთ ისეთი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს ცხიმის წვაში დაეხმარება.

ჩვენი სხეული ცხიმს ძირითადად ძილის დროს წვავს და შესაბამისად, თუ მას ხელს შევუწყობთ, მაქსიმალური ეფექტის მიღწევა შეიძლება.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ცხიმის წვისთვის. ორგანიზმი სტიმულირდება და შედეგი მაქსიმალურია.

ეს ნარევი დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა მიიღოთ და დალევის შემდეგ აღარ შეჭამოთ საკვები. ეფექტი პირველივე დალევის შემდეგ იგრძნობა. პირობას გაძლევთ, დილით მსუბუქად და ენერგიულად გაიღვიძებთ.

ინგრედიენტები:

– ანადუღარი წყალი – 250 მლ

– ოხრახუში – 1 კონა

– ლიმონი – 1 ცალი

– ჯინჯერი – 1/2 ჩ/კ

– თაფლი – 1 ს/კ

– ვაშლის ძმარი – 1 ჩ/კ

– დარიჩინი 1/2 ჩ/კ

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი უნდა შევურიოთ ერთმანეთში. დაიწყეთ ლიმნით, გამოწურეთ 1 ცალი ლიმონი და წვენი ჩაასხით წყალში. 1 საშუალო ზომის კონა ოხრახუში დააბლენდერეთ და მიღებული მასა დაუმატეთ წყალს და ლიმონს.

დანარჩენი ინგრედიენტებიც დაუმატეთ მიღებულ სითხეს და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მიღებული ნარევი მიირთვით ძილის წინ 15 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ შეისვენეთ 3 დღე და გაიმეორეთ 15 დღიანი პროცედურა.