მთავარი ადამიანები ამერიკაში ქალი ფეხით მოსიარულეების გადასარჩენად ნასვამი მძღოლის მანქანას დაეჯახა

ამერიკაში ქალი ფეხით მოსიარულეების გადასარჩენად ნასვამი მძღოლის მანქანას დაეჯახა

by guramus

ინტერნეტი შოკისმომგვრელმა ვიდეომ მოიცვა, რომელშიც ასახულია წყვილი საკუთარ შვილთან ერთად. ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ გადადიან ისინი გზაზე და როგორ ემუქრებათ მათ სასიკვდილო უბედური შემთხვევა მთვრალი მძღოლის დაუდევრობის გამო. ფენიქსის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ახერხებს გაბედული ქალბატონი უდანაშაულო ოჯახის სიკვდილისგან გადარჩენას სულ რაღაც რამდენიმე წამით ადრე.

ვიდეოში ასახულია მომენტი, როდესაც ქალბატონი, სახელად შენონ ვივარი გმირულ საქციელს სჩადის და ბავშვისა და წყვილისკენ მიმავალი მთვრალი მძღოლის მანქანას საკუთარი მანქანით შეჯახების წყალობით გზას უღობავს. ეს არაორდინალური საგზაო შემთხვევა დაახლოებით საღამოს 10 საათზე მოხდა და გზაზე დამონტაჟებულმა საკონტროლო კამერის ობიექტივმა დააფიქსირა. გაბედული ქალბატონი სოციალურ ქსელებში ვიდეოს გავრცელების შემდეგ მალევე შერაცხეს გმირად.

ქალი, რომელიც სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა, 27 წლის შენონ ვივარია. ინციდენტი ღამეს, შენონი, მისი დედა შირლი და შენონის 3 წლის შვილი მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდნენ ავტომობილით. შუა გზაში შირლიმ შოკისგან წამოიყვირა.

მან შენიშნა წითელზე მომავალი ჯიპი, რომელიც გზაზე გადამავალი ეტლიანი ქვეითებისკენ მიემართებოდა. ერთადერთი რამ, რითაც ოჯახმა ტრაგედია თავიდან აიცილა, შენონის გაბედული გადაწყვეტილება იყო. მან საკუთარი მანქანა ჯიპს შეაჯახა გვერდიდან და ამის წყალობით ხელი შეუშალა მას წყვილისა და ბავშვის დაჯახებაში.

შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი ბეწვზე გადარჩა. ისინი შეჯახების შემდეგ უვნებლად გადარჩნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევით უშველეს თავს. სამწუხაროდ შენონს არცისე გაუმართლა. მან სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებები მიიღო და საკუთარი მანქანაც დააზიანა.

გმირული ქცევით გამორჩეული პიროვნებისთვის სამწუხარო ეს შემთხვევა ავტოავარიით არ შემოიფარგლა. სიტუაციის გაგრძელება ჯიპის მძღოლის აგრესიული ქცევებით გამოირჩა. ნასვამმა მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა და იქ შეკრებილ თვითმხილველებს დაჭრით დაემუქრა, რადგან ისინი მის შეჩერებას ცდილობდნენ. ამჟამად იგი დაპატიმრებულია და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და თავდასხმა ედება ბრალად. მას ასევე იარაღის უკანონო ტარებისთვისაც ელის სასჯელი.

სამწუხაროდ ოჯახის გადარჩენისა და გმირის სახელის მოპოვების მიუხედავად, შენონი მაინც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ შემთხვევის შემდეგ. მისი ავტომანქანის შეკეთების საფასური საკმაოდ მძიმე საფასური აღმოჩნდა მისთვის, რის გამოც მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ქველმოქმედებისთვის მიემართა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მან ინტერნეტში სპეციალური კამპანია წამოიწყო, სადაც სხვადასხვა მსურველებს შეუძლიათ თავდადებულ ქალბატონს თანხა ჩაურიცხონ ზარალის დასაფარად.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: