მთავარი ადამიანები კვლევის მიხედვით, ქალებს მამაკაცებზე უფრო მშვიდად ძაღლებთან ერთად სძინავთ

კვლევის მიხედვით, ქალებს მამაკაცებზე უფრო მშვიდად ძაღლებთან ერთად სძინავთ

by guramus

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ადამიანის საუკეთესო მეგობრის გარდა, როგორც ჩანს ძაღლები ასევე ყველაზე იდეალური საძილე პარტნიორებიც არიან. კანისიუსის კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ქალები მართლაც უკეთესად ახერხებენ ძილს მაშინ, როდესაც გვერდით ძაღლი ჰყავთ და არა სხვა ადამიანი. მკვლევარებმა გამოიკვლიეს 962 ქალის ძილის ხარისხი ტესტების საშუალებით.

გამოკვლევების შემდეგ, ქალების 55 პროცენტმა გამოავლინა, რომ ისინი საწოლს ძაღლთან იზიარებდნენ, 31 პროცენტმა განაცხადა რომ მათ კატასთან ერთად ეძინათ, ხოლო 57 პროცენტს სხვა ადამიანთან ერთად ჰქონდა გამოცდილი ძილი.

მონაწილეებმა ასევე უპასუხებს კითხვებს მათი ძილის ხარისხის შესახებ და ახსნეს ისიც, გრძნობდნენ თუ არა თავს უფრო უსაფრთხოდ ძილისას კატასთან ან ძაღლთან ერთად. მათ, ვისაც ადამიან პარტნიორთან ერთად ეძინა, ასევე ახსნეს გრძნობდნენ თუ არა თავს უფრო უსაფრთხოდ სხვა ადამიანის გვერდით ძილის პროცესში.

ჩატარებული გამოკითხვისა და ტესტების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პარტნიორები და კატები ერთნაირად ხელის შემშლელნი იყვნენ ქალების ძილის პროცესის დროს. ძაღლები კი მეორეს მხრივ, მათ მფლობელებს უფრო მშვიდად ძილის საშუალებას აძლევდნენ.

ასევე დადგინდა, რომ ძაღლის პატრონები როგორც წესი უფრო ადრე იძინებდნენ. 

მათ ასევე უფრო მკაცრი გაღვიძების რუტინა ჰქონდად, რადგან სჭირდებოდათ საკუთარი ყოველდღიურობის მორგება ძაღლების ტუალეტის მოთხოვნილებებზე.

კვლევის ავტორმა ასევე გამოავლინა, რომ როდესაც ძაღლებს ადამიანთან ერთად ძინავთ, ისინი უფრო ადვილად ადაპტირდებიან მათი პარტნიორი ადამიანის ძილის რეჟიმთან ვიდრე ადამიანები ეჩვევიან მათი პარტნიორი ადამიანის ძილის რეჟიმს.

” ძაღლების ზოგიერთ პატრონს კომფორტს უქმნის იმაზე ფიქრი, რომ ძაღლი მათ შეატყობინებთ სახლში უცხო ადამიანის შემოსვლას ან სხვა ტიპის საგანგაშო სიტუაციის შესახებ. კატისგან ამ როლის მორგება ნაკლებად სავარაუდოა ” – განაცხადეს მეცნიერებმა.

აღნიშნული კვლევის ავტორი ექიმი ჰოფმანი გახლდათ, რომლის მიერ ჩატარებული ტესტებიც მხოლოდ ქალების გამოკითხვასა და დაკვირვებას ითვალისწინებდა, რადგან ცნობილია, რომ ქალები უფრო ცუდი ძილის ხარისხითა და რეჟიმით გამოირჩევიან კაცებთან შედარებით.

” მე ვიფიქრე, რომ კვლევის მონაწილეები მათ ძაღლებსა და ადამიან პარტნიორებს ერთნაირად შეაფასებდნენ კომფორტისა და დაცულობის მიწოდების საკითხში. თუმცა, მოულოდნელად, ქალებმა მათი ძაღლი პარტნიორები უფრო უკეთეს წყაროდ შეაფასეს კომფორტისა და დაცულობის  საკითხში ვიდრე ადამიანი პარტნიორები” – განაცხადა ამ ორიგინალური კვლევის ავტორმა. მის მიერ გამოქვეყნებულ დასვკნას ინტერნეტსივრცეში მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულების მხრიდან.