მთავარი კულინარია დესერტები ყავისგან ყავამანებისთვის

დესერტები ყავისგან ყავამანებისთვის

by guramus

ჩვენი საუკუნე კოფემანების დროდ ითვლება. ზოგიერთ გაღვიძება არ შეუძლია მის გარეშე, ზოგს კი უბრალოდ განწყობას უმაღლებს. დადასტურებულია, რომ კარგი ხსნადი ყავა მოხარშულს თვისებებით არ ჩამოუვარდება. და მისი გამოყენება კულინარიაშიც შეიძლება! კლასიკური რეცეპტით მოხარშულ ყავას ტირამისუს და ბისკვიტების მომზადებისას იყენებენ. თუ ყავა გიყვართ, ამ პროდუქტით მომზადებულ საუკეთესო დესერტებს გთავაზობთ:

 

ყავის ფანქეიქები

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 30 გ ნაღების კარაქი
  • 240 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. გმაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. ხსნადი ყავა
  • მარილი

მომზადება

  1. აურიეთ ფქვილი შაქართან, ყავასთან, გამაფხვიერებელთან და რამდენიმე მარცვალ მარილთან ერთად. კარაქი გაალღვეთ, დაუმატეთ რძე და კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. ორივე მასა გააერთიანეთ, ათქვიფეთ მიქსერში. 1 ს.კ. მასა დაასხით მშრალ, ცხელ ტაფას. ბუშტების გამოჩენისას გადმოატრიალეთ.
  3. მოამზადეთ ოქროსფერ შეფერილობამდე. მიიტნეთ სუფრაზე ნებისმიერ სოუსთან ერთად. რეცეპტი გათვლილია 2-3 პორციაზე.

ყავის ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. ხსნადი ყავა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,25 ჩ.კ. საკვები სოდა
  • 0,25 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • ვანილინი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, დაუმატეთ რძე და ვანილინი. მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მარილი და დაუმატეთ სოდა. აურიეთ ყველაფერი. შემდეგ დაუმატეთ ყავა და ისევ საგულდაგულოდ აურიეთ.
  2. მიიღებთ ერთგვაროვან ცომს. მისგან მიეცით ფორმები დაახლოები 3 სმ დიამეტრის ორცხობილებს. გაავლეთ ხაზი შუაში და გამოცხობის დროს ორცხობილა ყავის მარცვლის ფორმას მიიღებს.
  3. გამოაცხვეთ 7–8 წთ 200 გრადუსზე. მზა ორცხობილა ღია ყავისფერ შეფერილობას და სასიამოვნო ყავის არომატს მიიღებს. მიაყოლეთ ჩაის ოდნავ გაციებული.

ტუნისური ხალვა

ინგრედიენტები

  • 100 გ ხსნადი ყავა
  • 450 გ შაქარი
  • 250 გ ფუნდუკი
  • 250 გ ნაღების კარაქი
  • 5 კვერცხის გული
  • ვანილინი

მომზადება

  1. შაქარი დაადნეთ ტაფაზე ყავისფერ შეფერილობამდე. თხილი შეწვით, აურიეთ დამდნარ შაქართან და გაათბეთ ტაფაზე. შემდეგ გააცივეთ, დაჭყლიტეთ ბლენდერით. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან, დაუმატეთ ყავა და ვანილინი.
  2. მიღებული მასა გააერთიანეთ დაჭყლეტილ თხილთან, ჩადგით წყლიან ჭურჭელში, აურიეთ, სანამ კარგად არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ ნაღების კარაქი. აურიეთ, ჩაასხით ფორმაში და გააცივეთ.

ყავის ბისკოტი თხილით

ინგრედიენტები

  • 300 გ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. გმაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. დაფქული ყავა
  • 60 გ ნუში
  • 60 გ ნიგოზი
  • 3 კვერცხი
  • 1 ფორთოხალი
  • 120 გ შაქრის პუდრა
  • მარილი

მომზადება

  1. შემოაცალეთ ფორთოხალს ცედრა, ნიგოზი მსხვილად გაატარეთ. ღრმა ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები და დაუმატეთ ნიგოზი. მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხი ცედრასთან. დაუმატეთ ის მშრალ მასას.
  2. დააფინეთ პერგამენტი გაზქურაში, შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. მიეცით მზა ცომის ფორმა.
  3. გამოაცხვეთ გაზქურაში 15-20 წუთით 180 გრადუსზე. შემდეგ გამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და კიდევ 8 თ მოამზადეთ გაზქურაში.

ყავის პანა-კოტა

ინგრედიენტები

  • 180 მლ არაჟანი 15 %
  • 150 მლ რძე
  • 1 კვერცხის გული
  • 4 ჩ.კ. შაქარი
  • 20 გ ჟელატინი
  • 2 ჩ.კ. ხსნადი ყავა
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი

მომზადება

  1. დაალბეთ ჟელატინი ს.კ. წყალში. ყავა გახსენით რძეში, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ათქვიფეთ კვერცხის გული, რომლის პროცესშიც აყარეთ შაქარი და ნელ-ნელა ამატეთ ცხელი რძე.
  2. შემოდგით ჭურჭელი მასით ნელ ცეცხლზე, ურიეთ, აცხელეთ. როგორც კი მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოიღეთ. ჩაასხით ჭურჭელში ჟელატინი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. შემდეგ გააცივეთ, დაუმატეთ არაჟანი და ისევ ყველაფერი აურიეთ. გაანაწილეთ ფიალებში და შედგით მაცივარში 5-6- საათით. იმისთვის, რომ გადმოიღოთ ჟელე ფიალიდან, ჩადგით მდუღარეში რამდენიმე წუთით.
  4. ფრთხილად გაანაწილეთ თეფშებზე. მიიღებთ 2 პორციას, რომლებიც ნახევარი საათით მაცივარში უნდა მოათავსოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: