მთავარი აგრონომია 10 დიდი მცენარე ოთახისთვის, რომელიც სახლს გაგილამაზებთ

10 დიდი მცენარე ოთახისთვის, რომელიც სახლს გაგილამაზებთ

by guramus

უზარმაზარი ოთახის მცენარეები ეფექტური დამცავებია. მათ ხშირად გარემოს შესავსებად ან ინტერიერის კონკრეტულ ელემენტზე აქცენტის გასაკეთებლად იყენებენ. კომპოზიცია მეტად ჰარმონიული და დასრულებული ხდება. მათ ასევე შეუძლიათ დამალონ ნაკლი.

იუკა

იუკას უყვარს მზე, ამიტომაც საუკეთესო ადგილი ფანჯარასთან იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. მის მოვლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მთავარია მიიღოს საკმარისი რაოდენობის სინათლე. სირთულე შეიძლება ზამთარში გაჩნდეს. მას სჭირდება 8-10 გრადუსი ტემპერატურა. ფესვების სისტემა ცუდად აქვს განვითარებული, ამიტომაც მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა ნიადაგი ქოთაში ბოლომდე გახმება.

ჰოვეა ფორსტერა

მისი სამშობლო ავსტრალიური კუნძულია, მაგრამ ოკეანისპირა წარმოშობამ ხელი არ შეუშალა ყველგან პოპულარული გამხდარიყო. მას იყენებენ სხვადასხვა შენობების დეკორაციისთვის: ოფისებისა და სახლების, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების. პალმის ოჯახში ჰოვეა გამოირჩევა იმით, რომ ნახევრად ჩრდილში გაზრდა შეუძლია. ამ პალმას უყვარს წყალი, ამიტომაც გრუნტის ზედა ფენა მუდამ ტენიანი უნდა იყოს.

ფილოდენდრონი

ბერძნულიდან თარგმანში ის აღნიშნავს “მოსიყვარულე ხე”, სპეციალისტების აზრით ფილოდენდრონები ასობით სახეობას მოიცავენ. ოთახის პირობებისთვის კი მათში ათზე მეტი სახეობაა: შორვალა, კსანდაუ, მეჭეჭიანი… ისინი ყველაზე კარგად გაფანტულ სინათლეში და ზომიერი მორწყვით იზრდებიან.

პოლისციასი

მშვენიერი არჩევანი მათთვის, ვინც თავს ნაკლებად აქტიურ მეყვავილედ მიიჩნევს. მაქსიმალური დეკორატიულობა და მინიმალური დროის დანახარჯი! მცენარე მუქი ფოთლებით თავს მშვენივრად გრძნობს ჩრდილში. მათ მაღალი ტენიანობაც უყვართ. ზამთრში უფრო ნაკლებად რწყავენ – 2-3 დღეში, მას შემდეგ, რაც გრუნდი გაშრება.

ჭრელი კოდიეუმი

ბუნებრივ პირობებში ამ მცენარეს შეუძლია 3-4 მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს, მაგრამ სახლის პირობებში უფრო მოკრძალებულად იზრდება, 50-70 სმ-მდე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სივრცე შეავსოთ. კოდიეუმს აქვს მრავალფეროვანი ფერთა გამა: ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, მოწითალო… არანაკლებ გვხიბლავს ფოთლების ფორმა. სჯობს მოათავსოთ აღმოსავლეთით, ფანჯარასთან, სადაც დილის სხივებს მიიღებს, მაგრამ დღის დიდი ნაწილი მზის ქვეშ არ უნდა გააატროს.

ფიკუსი

ამ მცენარეს სახლის პირობებისთვის 20 სახეობა აქვს. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარულია ბენჟამენის ფიკუსი. ის სწრაფად იზრდება, აღწევს 2-3 მეტრს სახლის პირობებშიც. მთავარია გადაჭარბებულად არ მორწყათ და საკმარისი მზის სინათლე მიიღოს.

ფატსია

ფოთლების სპეციალური ფორმის გამო ამ მცენარეს ხანდახან სახლის ან იაპონურ წაბლს უწოდებენ. ის ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება. მთავარი უპირატესობაა, რომ ადვილად ადაპტირდება განსხვავებულ პირობებთან. ფატსიას არ ეშინია პირდაპირი სხივების და ამჯობინებს ადამიანისთვის კომფორტულ ტემპერატურას: 18-23°C.

Jade plant

ძალიან გამძლე ოთახის მცენარე, რომელიც მიუხედავად ამისა, მალე კარგავს დეკორატიულ იერს თუ არასწორად გაზრდით. არ საჭიროებს ხშირ მორწყვას, მაგრამ მიწა ბოლომდე არ უნდა ამოშრეს. უყვარს სისუფთავე, ფოთლები პერიოდულად მტვრისგან უნდა გაწმინდოთ.

მონსტერა

ამ კულტურის მახასიათებელია გრძელი ფესვები, ნუ მოაჭრით მათ გაზრდის შემთხვევაში, უბრალოდ გადარგეთ. სჭირდება რეგულარული მორწყვა. დიდი ფოთლები მუდამ უნდა გაწმინდოთ. ამჯობინებს ნახევრად ჩრდილს ან გაფანტულ მზის სინათლეს. ცივ პერიოდში შეგიძლიათ არ მორწყათ, უბრალოდ სველი ქსოვილით დანამოთ. (თბილი გაფილტრული წყლით.)

დრაცენა

ერთერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარე, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს უშინაურდება. უყვარს მზე, მაგრამ ცუდად რეაგირებს პირდაპირ დაცემულ სხივებზე, ამიტომაც მოათავსეთ დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯარასთან. მორწყვა – ხშირი, ყოველ ჯერზე, როცა გრუნტი 2-3 სმ სიღრმეზე გაშრობას მოასწრებს. სწრაფად იზრდებიან და თუ გსურთ რომ ეს პროცესი შეაფერხოთ ნახევრად ჩრდილში მოათავსეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: